ესპანელი კომენტატორების რეაქცია ხვიჩას გოლზე | VIDEO
“ხვიჩას სახელი შვედეთში ემახსოვრებათ” – მედიის გამოხმაურება საქართველოს გამარჯვებაზე
საქართველოს ნაკრებმა დღეს ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – “ჯვაროსნებმა” ბათუმში შვედეთის დამარცხება ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით (2:0) მოახერხეს. სოციალურ ქსელებში საქართველოს ნაკრების ამ მოულოდნელ გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ხვიჩა კვარაცხელიას სახელი შვედეთში დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ,” – წერს მომხმარებელი. “ხვიჩა კვარაცხელია ახლა ესპანეთში ყველაზე პოპულარული ადამიანი იქნება.” “აბსოლუტური კატასტროფა შვედეთისთვის. ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლი გაიტანა, ესპანეთისთვის კი […]
დავით ვოლკოვი: “ნაკრებში გამოძახება საამაყოა”
დავით ვოლკოვმა კომენტარი გააკეთა ეროვნული ნაკრებში გამოძახებაზე. აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა არ დამალა, რომ გარკვეული მოლოდინი ჰქონდა. „ნაკრებში პირველად გამომიძახეს და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის სახელით თამაშის საშუალება მომეცემა, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. დასამალი არაა, რაღაც დოზით ამის მოლოდინი მქონდა“, – განაცხადა დავით ვოლკოვმა. საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვედრას ჩაატარებს – 11 ნოემბერს ოფიციალურ მატჩში […]
ზურიკო დავითაშვილი: “გულშემტკივართან ერთად უფრო მოტივირებული ვითამაშებთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 5 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დავით ხოჭოლავას, გიორგი მიქაუტაძეს და გრიგოლ ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მიეცათ და საწვრთნელ პროცესში 6 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან. ეროვნული გუნდის მზადების შესახებ კომენტარი ოთარ კაკაბაძემ და ზურიკო დავითაშვილმა […]
“შემიძლია ნაკრებში დავბრუნდე” – მერებაშვილი სანიოლის გუნდში თამაშისთვის მზადაა
პოლონური “პობესკიძეს” ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშებზე ისაუბრა. “სამწუხაროა, ნაკრებს ასეთ დღეში რომ ვუყურებთ. მიზეზად ბევრი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ ერთ-ერთი ის იყო, რომ ფეხბურთელები კონკრეტული მატჩისთვის ვერ მოემზადნენ და შესაფერის ფორმაში არ იყვნენ. სამწუხარო ისაა, რომ მსგავსი რამ ჩვენ ხშირად გვემართება. თუმცა, იმედი მაქვს, მომავალ თამაშებამდე დასკვნებს გამოვიტანთ, შეცდომებს აღარ გავიმეორებთ […]
ჭიაბრიშვილი სანიოლზე: “კაცმა ვერ გაიგო, ასეთი შეცდომები როგორ შეიძლება მოთამაშეებმა დაუშვან”
საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში თბილისის “ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა სექტემბრის სანაკრებო თამაშებზე ისაუბრა: „ცოტა დროა, რაც სანიოლი ნაკრების სათავეშია და რთულია, რომ ამ მოკლე დროში შედეგი მოიტანოს. თავიდან სხვა შემადგენლობა, სხვა მოტივაცია და თამაში იყო. გუნდმა მარტის მატჩები კარგად ჩაატარა, ახლა კი ასე არ იყო. ახლა ძნელია, ვინმემ პოზიტიური თქვას. ამ მომენტში ძალიან არეული შემადგენლობა იყო, […]
სანიოლი: “გპირდებით, რომ ოქტომბერის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება”
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბულგარეთთან დიდი ანგარიშით, 1:4 წაგებული მატჩი შეაფასა. “დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა პირველ ტაიმში შეტევაში არც თუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს […]
ვილი სანიოლი: “ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება”
ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მარცხის (1:4) შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა. “ასეთ დონეზე, მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მეორე ტაიმი პირველზე უკეთესად ჩავატარეთ – ვფიქრობ, ბურთით კარგად ვითამაშეთ. ბულგარეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონ იტალიასთან არ წააგო, გუნდი ძველ დონეს იბრუნებს. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, პოზიტივზე საუბარი ასეთი წაგების შემდეგ არ შეიძლება,” – თქვა სანიოლმა. საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში სამივე მატჩი […]
“მწარე დებიუტი” – Marca მამარდაშვილის დღევანდელ მატჩზე
“მწარე დებიუტი” – ასეთი სათაურით ეხმაურება ესპანური მედია გიორგი მამარდაშვილის სადებიუტო მატჩს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. “გიორგი მამარდაშვილი ელიტარულ სპორტულ კარიერაში მორიგ ნაბიჯებს დგამს. ოთხშაბათს მისი დებიუტი საქართველოს მთავარ გუნდში შედგა. 20 წლის ასაკში “მესტალიურ” გუნდში თავის გამოჩენა ქართველების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლისთვის შეუმჩნეველი არ გამოდგა. გიორგის კარგი დებიუტი ვერ ექნებოდა, რადგან შეუცვლელად ჩატარებულ თამაშში საქართველო […]
ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი: “არ მახსოვს, ბოლოს 4 გოლი როდის გავიტანეთ”
ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა იასენ პეტროვმა საქართველოსთან მოგებული (4:1) მატჩის შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა. “როგორ ნახეთ, სასტარტო შემადგენლობაში 9 ახალი ფეხბურთელი იყო. მათ საკმაოდ მაღალ დონეზე, ეფექტურად ითამაშეს. ამის გამო მინდა, რომ ისინი შევაქო. არ მახსოვს, ბოლოს ერთ მატჩში 4 გოლი როდის გავიტანეთ. ბულგარეთში ხშირად ამბობენ, რომ საქართველო ცუდი გუნდია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩემთვის, სანიოლის […]
სანიოლი: “იხილავთ გუნდს, რომლითაც ქვეყანა იამაყებს”
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მესამე შეხვედრას ბულგარეთში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი უკვე ორი დღეა სოფიაში იმყოფება. დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმის გამო ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს თურქული “ჰატაისპორის” ქართველი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე გამოტოვებს. ვარჯიშის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა გიორგი აბურჯანიასთან ერთად პრესკონფერენციაზე ადგილობრივი მედიის […]
საქართველო, სან მარინო და ლიხტენშტეინი – 3 ნაკრები, რომლებსაც ბოლო 9 წელში მოგება არ აქვთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდს B ჯგუფში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპზე ბოლოს 2012 წლის 7 სექტემბერს, ბელარუსთან მოიგო. თემურ ქეცბაიას გუნდმა მაშინ თბილისში თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით მოიგო. ქართველი გულშემატკივრისთვის რაც არ […]