დაშვებული რომ ყოფილიყო, მეც ვიქნებოდი თამაშზე, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რაც უნდა გავითვალისწინოთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთელების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბელარუსი-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით განაცხადა. „სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ფეხბურთის ჩვენი გულშემატკივრები ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილი, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი. ხშირად, პოლიტიკური პროცესი […]