ოფიციალურად: საქართველოს ნაკრებს კიტეიშვილი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრებს სექტემბერში ჩასატარებელ მატჩებში ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადების თანახმად, 26 წლის ნახევარმცველი კოსოვოსთან შეხვედრის პირველ წუთებზე მიღებული ტრავმის გამო, ესპანეთთან და ბულგარეთთან გასამართ თამაშებს გამოტოვებს. ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა. მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, […]
რუბინის გენერალური დირექტორი: “ხვიჩა ნაკრებში მიდის და რუბინში რჩება”
“რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ცოტა ხნის წინ უცნაური კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მიდის. “ყაზანის “რუბინს” კვარაცხელიას სანაცვლოდ არანაირი შეთავაზება არ მიუღია. ხვიჩა ახლა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე მიდის და “რუბინში” რჩება,” – განაცხადა საიმანოვმა. “რუბინის” წარმომადგენლის ეს განცხადება უცნაურია, რადგან ხვიჩას აგენტისა და თავად ფეხბურთელის თქმით, ტრავმის გამო ის სექტემბრის […]
სადებიუტო გამოძახება – სანიოლმა ნაკრებში წიტაიშვილს უხმო
გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს. ვილი სანიოლმა 20 წლის ფეხბურთელს “ჯვაროსნების” სექტემბრის თვის მატჩებისთვის უხმო. როგორც ცნობილია, წიტაიშვილმა ხვიჩა კვარაცხელია ჩაანაცვლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “რუბინის” ვინგერს ტრავმა აქვს და ნაკრებს ამის გამო ვერ დაეხმარება. საქართველოს ეროვნული გუნდი 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს მიიღებს, 5 და 8 სექტემბერს კი ჯერ ესპანეთს დაუპირისპირდება, შემდეგ კი – […]
გიორგი ჩაკვეტაძე: “აღარაფერი მაწუხებს, თავს კარგად ვგრძნობ”
გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც ვარჯიში ინდივიდუალურად, საქართველოში დაიწყო, თავის მდგომარეობაზე ისაუბრა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის თქმით, ჯანმრთელობის მხრივ ის თავს კარგად გრძნობს და ახალი სეზონისთვის ემზადება. გამოჯანმრთელება “ჩემი აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. “დინამო თბილისის” ბაზაზე ინდივიდუალურად, ბელგიელ მწვრნელთან ერთად ვვარჯიშობ, რათა შემდეგი სეზონისთვის მზად ვიყო. თბილისში 12 ივნისამდე ვიქნები, შემდეგ ბელგიაში გავემგზავრები და გუნთან ერთად საწვრთნელ პროცესში […]
უცნობი ფაქტი – საქართველოს ნაკრები რუმინეთთან თამაშზე უარის თქმას აპირებდა
რუმინულმა გამოცემა „გაზეტა სპორტულმა“ რუმინეთი-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი გაასაჯაროვა – რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ და პლოეშტის სტადიონის ადმინსიტრაციამ საქართველოს ნაკრებს სათანადო პირობები არ შეუქმნეს, რის გამოც მატჩის ჩაშლა რეალური იყო. ამავე დროს, სხვა საინტერესო ამბავიც ამოვიკითხეთ. 1. ქართველები მონდომებით ემზადებოდნენ, რუმინეთის ნახევარზე კი მოდუნებული ატმოსფერო იყო შესვენების დროს, როდესაც ანგარიში იყო 0:0, უზარმაზარი განსხვავება იყო ქართველი და რუმინელი სათადარიგოების მომზადებას შორის. ქართველები ფიზიკურად და […]
კახა ცხადაძე: “სანიოლი რუმინეთთან თამაშს სწორად მიუდგა”
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა შეაფასა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:1. „ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ რუმინელების სახეები ხომ ნახეთ? ასეთ შეხვედრებს თავისი მიზანი აქვს. გუშინ დავინახე, რომ მწვრთნელს თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა და ის შეასრულა. ჩემთვის ყველაზე პოზიტიური ისაა, რომ მოვიგეთ. ეს […]
აბურჯანიას გოლი რუმინეთის კარში (ვიდეო)
გიორგი მიქაუტაძის სადებიუტო გოლი საქართველოს ნაკრებში (ვიდეო)
სანიოლი რუმინეთთან მატჩამდე – ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი
რუმინეთთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრებმა პლოეშტის სტადიონზე ვარჯიში გამართა, ხოლო „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია და მომავალ დაპირისპირებასა და ამხანაგურ მატჩებში გუნდის მიზნებზე ილაპარაკა. „ვიცით, რომ რუმინეთი კარგი გუნდია და ხვალ რთული მატჩი გველის. ვფიქრობ, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ, თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრას გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაესწრება და ვფიქრობ, რომ კარგი გარემო იქნება. ჩვენი […]
გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო
20 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის უფლება აქვს. კიევის დინამოს წევრს, გიორგი წიტაიშვილს საქართველოს პასპორტი და ეროვნული ნაკრების მაისური ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრავმის გამო ბოლო პერიოდი არ უთამაშია და სავარჯიშო პროცესს კლუბთან ერთად უახლოეს პერიოდში განაახლებს. ,,საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის […]
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის თბილისში ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. მათ შორის, შვიდმა ფეხბურთელმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა (გურამ კაშია, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი აზაროვი, გრიგოლ ჩაბრაძე). დღეიდან საქართველოს ნაკრებში ფიზმომზადების მიმართულებით ფრანგი სპეციალისტი იმუშავებს. ფაბიენ […]
გურამ კაშია: “თუ საჭირო იქნება, მათ მხარში ისევ დავუდგები”
გურამ კაშია 2017 წელს, არნემის “ვიტესში” თამაშის დროს, ერედივიზიონის ერთ-ერთ მატჩში მოედანზე LGBT დროშის ფერებში გამოვიდა. როგორც იცით, საქართველოში მაშინ ქართველი ფეხბურთელის ეს გადაწყვეტილება ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა. გურამმა მომხდარი გაიხსენა და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, იგივეს მომავალშიც გააკეთებს. “ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ უმცირესობას მხარში კიდევ დავუდგები, თუ ამის საჭიროება იქნება,” […]