გიორგი ჩაკვეტაძის საოცარი დრიბლინგი და გოლი (ვიდეო)
გიორგი ჩაკვეტაძის ყველა გოლი საქართველოს ნაკრებში (ვიდეო)
გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო
20 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის უფლება აქვს. კიევის დინამოს წევრს, გიორგი წიტაიშვილს საქართველოს პასპორტი და ეროვნული ნაკრების მაისური ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრავმის გამო ბოლო პერიოდი არ უთამაშია და სავარჯიშო პროცესს კლუბთან ერთად უახლოეს პერიოდში განაახლებს. ,,საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის […]
გიორგი ხარაიშვილმა გიბრალტართან მიღებული ტრავმის სირთულეზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. მატჩის 56-ე წუთზე გიბრალტარელთა ფეხბურთელის მიერ უხეშობას გიორგი ხარაიშვილის მძიმე ტრავმა მოჰყვა. საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა თამაში ვეღარ გააგრძელა. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ გიორგიმ ტვინის შერყევა მიიღო და ყბა დაიზიანა, თუმცა, საბედნიეროდ, ხარაიშვილი თავს კარგად გრძნობს და მალე შემდეგი მატჩებისთვის […]
გურამ კაშია: “თუ საჭირო იქნება, მათ მხარში ისევ დავუდგები”
გურამ კაშია 2017 წელს, არნემის “ვიტესში” თამაშის დროს, ერედივიზიონის ერთ-ერთ მატჩში მოედანზე LGBT დროშის ფერებში გამოვიდა. როგორც იცით, საქართველოში მაშინ ქართველი ფეხბურთელის ეს გადაწყვეტილება ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა. გურამმა მომხდარი გაიხსენა და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, იგივეს მომავალშიც გააკეთებს. “ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ უმცირესობას მხარში კიდევ დავუდგები, თუ ამის საჭიროება იქნება,” […]
გურამ კაშიამ მატჩამდე გულშემატკივრებს მიმართა
გურამ კაშიამ სოციალურ ქსელ “instagram” სთორიში გულშემატკივრებს მიმართა. მან მოუწოდა გულშემატკივრებს,რომ სტადიონზე მისულებმა უგულშემატკივრონ მათ და თავი შეიკავონ ყველანაირი პროვოკაციისგან. გთავაზობთ გურამ კაშიას სიტყვებს: “ლატვიასთან სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს, გთხოვთ, მატჩის მსვლელობისას ყველანირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენს გუნდს, დღეს ლატვიასთან გამარჯვება ყველას ერთად, მთელ საქართველოს გვჭირდება!”
დავით ვოლკოვი: “ნაკრებში გამოძახება საამაყოა”
დავით ვოლკოვმა კომენტარი გააკეთა ეროვნული ნაკრებში გამოძახებაზე. აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა არ დამალა, რომ გარკვეული მოლოდინი ჰქონდა. „ნაკრებში პირველად გამომიძახეს და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის სახელით თამაშის საშუალება მომეცემა, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. დასამალი არაა, რაღაც დოზით ამის მოლოდინი მქონდა“, – განაცხადა დავით ვოლკოვმა. საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვედრას ჩაატარებს – 11 ნოემბერს ოფიციალურ მატჩში […]
დავით მუჯირი – ესპანეთთან მატჩის ბილეთი ვისაც ექნება, ღამის 12 საათამდე შეეძლება გადაადგილება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩზე გულშემატკივრების დაშვებას მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ 28 მარტს საქართველოს ნაკრები ესპანეთს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. დღეს, 18 მარტს გაირკვა, რომ სტადიონზე ადგილების 30 პროცენტი შეივსება. პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. „ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ნაკრების წლის პირველ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ჩვენთვის […]
დანაკლისი – საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბელარუსთან მატჩამდე ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ ვაისის გუნდს ხვალ გასამართ უმნიშვნელოვანეს თამაშში გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე “რაპიდთან” ტრავმა მიიღო და როგორც ჩანს, დაზიანება გიორგიმ ბოლომდე ვერ მოირჩინა.
დანაკლისი – საქართველოს ნაკრებს კაპიტანი ვერ დაეხმარება
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტის მატჩებისთვის ჯაბა კანკავა გამოაკლდება. როგორც ცნობილია, ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის კლუბები შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ფეხბურთელები ნაკრებებში არ გაუშვან. L’Equipe-ს ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის გამო არსებული შეზღუდვების გამო, მოთამაშეებს ევროკავშირის საზღვრების დატოვება აეკრძალათ. შეგახსენებთ, რომ 25 მარტს “ჯვაროსნები” სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდებიან. სანიოლის გუნდი პირველი მატჩიდან 3 დღეში ესპანეთს მიიღებს, 31 მარტს კი […]
დანაკლისი – საქართველოს ნაკრებს ფინალში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩამდე სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. “შტურმის” ოფიციალური გვერდის თანახმად, ოთარ კიტეიშვილმა საზარდულის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე ის 6 კვირის განმავლობაში ვერ გავა. იქიდან გამომდინარე, რომ ერთა ლიგის ფინალი 12 ნოემბერს გაიმართება, ვლადიმირ ვაისის გუნდი მაკედონიასთან ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს. “ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი ინფორმაციაა. ოთარმა ბოლო 3 თვეში მე-3 დაზიანება მიიღო. […]
დანიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის
სანაკრებო პაუზა მოახლოვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში 7 ივნისს თბილისში გიბრალტარს მიიღებს, 3 დღეში კი დანიას ესტუმრება. ცნობილია, თუ რომელ ფეხბურთელებს უხმო დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა “ჯვაროსნებთან” გასამართი მატჩისთვის.