სანიოლი: “საბერძნეთსა და ჩვენ რთული მატჩი გვექნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკიში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტუმბა არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. “ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, […]
ესპანელი კომენტატორების რეაქცია ხვიჩას გოლზე | VIDEO
საქართველოს ნაკრებს ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტურის მატჩისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ “ჯვაროსნები” ხვალ დუბლინში, ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ქართველები ირლანდიაში არიან და გასამართი უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის პირველად ივარჯიშეს. ცნობილია, რომ თბილისში დარჩენა მოუწიათ ჯანო ანანიძესა და ჯიმი ტაბიძეს, რომლებმაც შვეიცარიასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღეს. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა გიორგი მერებაშვილი, რომელმაც 2 დღის […]
კანკავა: “პირობას ვდებ, რომ ევრო 2020-ზე მოსახვედრად ყველაფერს გავაკეთებთ”
დღეს, თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გამორჩეული ფეხბურთელები გამოავლინა. 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი 33 წლის ჯაბა კანკავა გახდა. აღნიშნული ჯილდო “ჯვაროსნების” კაპიტანმა მეორედ მოიპოვა კარიერაში. “ჩემთვის დიდი პატივია ამ პრიზის მეორედ მიღება. მადლობა ყველას, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ნაკრების წევრებს, რადგან მათ […]
ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი: საქართველო ევრო 2020-დან ერთ ნაბიჯშია
მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში გენკს გაუტანა
გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის “გენკის” კარში გატანა მოახერხა. 20 წლის თავდამსხმელის “სერენმა” დღეს სწორედ “გენკის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში 2:1 გაიმარჯვა. მე-2 გოლის გატანა სწორედ მიქაუტაძემ მოახერხა. 🔴⚫️ Fin de ce match amical ! Score final 1-2 ! ⚽️ Moussa Gueye ⚽️ @MikautadzeG pic.twitter.com/egdJwtbp0T — RFC Seraing Officiel (@RfcSeraing167) February 23, 2021 როგორც […]
გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო
20 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის უფლება აქვს. კიევის დინამოს წევრს, გიორგი წიტაიშვილს საქართველოს პასპორტი და ეროვნული ნაკრების მაისური ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრავმის გამო ბოლო პერიოდი არ უთამაშია და სავარჯიშო პროცესს კლუბთან ერთად უახლოეს პერიოდში განაახლებს. ,,საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის […]
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ალბანეთში ჩაატარებს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთში ჩავიდა და 23 მარტს, ქალაქ დურესში პირველი ვარჯიში გამართა. ალბანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, დავით ვოლკოვმა ისაუბრა. დავით ვოლკოვი (საქართველოს ნაკრების წევრი): “ზედიზედ ოთხი გამარჯვება გვაქვს, გუნდი კარგ ხასიათზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ, ტაქტიკურად გამართულად ვითამაშოთ […]
ერთა ლიგის პირველი 3 ტურის საუკეთესო ნაკრებში 10 ქართველი ფეხბურთელია
ცნობილმა ბრიტანულმა საიტმა (Whoscored.com-მა), რომელიც საფეხბურთო სტატისტიკებს აქვეყნებს, ერთა ლიგის D დივიზიონის პირველი ჯგუფის , პირველი სამი ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სიმბოლურ ნაკრებში 11 მოთამაშიდან 10 ქართველია. Live.ge გთავაზობთ სიმბოლურ ნაკრებს.
ხარაიშვილი: “ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივია”
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 და მე-4 ტურის მატჩებისთვის ემზადება. “ჯვაროსნები” 7 ივნისს გიბრალტარს მიიღებენ, 10-ში კი დანიის ნაკრებს ესტუმრებინ. შვედური “გეტებორგის” ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ხარაიშვილმა მოახლოვებული მატჩების შესახებ ისაუბრა. “ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. გუნდი მომავალი თამაშებისთვის კარგად ემზადება, თუმცა ჯერ სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ. […]
კვარაცხელიას შესანიშნავი სტატისტიკა ესტონეთთან
ერთა ლიგის C ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესტონეთი 0:1 დაამარცხა. მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც კაჭარავას, ერთადერთი გოლის ეპიზოდში, ასისტი გაუკეთა. გარდა გოლში მონაწილეობისა, ხვიჩა სხვა მომენტებშიც აქტიური იყო, რასაც სტატისტიკა კარგად ასახავს. 1 საგოლე გადაცემა 35 ზუსტი პასი 70% პასების სიზუსტე 1 შექმნილი შანსი 3 დარტყმა 9 წარმატებული დრიბლინგი […]
მამა დღეს უნდა მოიგოთ – შვილის წერილი ოქრიაშვილს
დღეს საქართველოს ნაკრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე თორნიკე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს საინტერესო მიმოწერას, სადაც მამასა და ნაკრებს შვილი, ალექსი, გამარჯვებას უსურვებს.