სომხეთი Vs, საქართველო-სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის C დივიზიონის მე-3 ტურში ერთმანეთს სომხეთი და საქართველო დაუპირისპირდებიან. გთავაზობთ ვაისის მიერ შერჩეულ სასტარტო თერთმეტეულს. სასტარტო: მაკარიძე – ჯიღაური, კობახიძე, გრიგალავა, ნავალოვსკი – აბურჯანია, კანკავა – ყაზაიშვილი, გვილია, შენგელია – კაჭარავა. მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და საქართველოს მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
მუჯირი: “არ არის გამორიცხული, რომ ნაკრები დროებითმა მწვრთნელმა ჩაიბაროს”
საქართველოს პირველი არხთან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ილაპარაკა. „ოფიციალურ მატჩებამდე ორი თვეა დარჩენილი, მაგრამ, ასევე ორი თვე გავიდა, რაც მთავარი მწვრთნელი არ გვყავს. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ ახალი მწვრთნელი დავნიშნოთ. ეპიდმდგომარეობა პროცესსს კიდევ უფრო ართულებს. კანდიდატების გაფართოებული სია გვქონდა, როგორც უცხოელების, ასევე ქართველების. ხელს ისიც […]
ესპანური AS – საქართველოს კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავს
საქართველოს ნაკრების მიერ 2022 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული საწყისი 3 შეხვედრა ესპანურმა გამოცემამ შეაფასა. როგორც იცით, შვედეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ ვილი სანიოლის გუნდმა 1 ქულა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ ქართველებმა გაცილებით მეტი დაიმსახურეს. იგივე აზრზეა ესპანური AS.com-ი, რომელმაც “ჯვაროსნები” ძალიან დადებითად შეაფასა. “საქართველოს ნაკრების მიერ ჯერ ესპანეთთან, ახლა კი […]
უეფას ერთა ლიგა 2022/23: რა უნდა ვიცოდეთ წილისყრის წინ?
2022 წელს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მიზანი უეფას ერთა ლიგაზე წარმატების მიღწევა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა იქნება. 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში აღნიშნული ტურნირის რიგით მესამე გათამაშების წილისყრა უნდა გაიმართოს. იქამდე, ვიდრე ცნობილი გახდება, თუ რომელი გუნდები იქნებიან “ჯვაროსნების” მეტოქეები, შევეცდებით ერთა ლიგის მოახლოებული წილისყრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ. […]
ვლადიმირ ვაისმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები “ერთა ლიგის” მორიგი ტურის მატჩებისთვის ემზადება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბლინში იმყოფება, სადაც 23:45-ზე ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. გთავაზობთ გუნდების ძირითად შემადგენლობას – აღსანიშნავი ფაქტია რომ დღეს პოლონური “კორონას” შემტევის, ვატო არველაძის დებიუტი შედგება.
გავიხსენოთ: ჯაბა კანკავას გოლი გერმანიის კარში (ვიდეო)
ევრო 2020-ის ოფიციალური გვერდი კვარაცხელიას გოლს ეხმაურება (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებისა და “რუბინის” გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა. 19 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაშით უკვე ევროპაშიც აღფრთოვანდნენ. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს მატჩიდან კვარაცხელიას გოლი გაიხსენა. გამოქვეყნებულ ვიდეოს საინტერესო სათაური აქვს: “ვინ არის თქვენი ქვეყნის საუკეთესო ტალანტი”? კვარაცხელიას გოლს ევრო 2020-ის ოფიციალურ გვერდზე უკვე 52 000 ნახვა აქვს.
დავით მუჯირი – ესპანეთთან მატჩის ბილეთი ვისაც ექნება, ღამის 12 საათამდე შეეძლება გადაადგილება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩზე გულშემატკივრების დაშვებას მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ 28 მარტს საქართველოს ნაკრები ესპანეთს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. დღეს, 18 მარტს გაირკვა, რომ სტადიონზე ადგილების 30 პროცენტი შეივსება. პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. „ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ნაკრების წლის პირველ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ჩვენთვის […]
კახა ცხადაძე: “სანიოლი რუმინეთთან თამაშს სწორად მიუდგა”
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა შეაფასა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:1. „ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ რუმინელების სახეები ხომ ნახეთ? ასეთ შეხვედრებს თავისი მიზანი აქვს. გუშინ დავინახე, რომ მწვრთნელს თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა და ის შეასრულა. ჩემთვის ყველაზე პოზიტიური ისაა, რომ მოვიგეთ. ეს […]
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მზადება დაიწყო
24 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის გათამაშებისთვის მზადება დაიწყო. ერთა ლიგის ოთხი მატჩისთვის ვილი სანიოლის გუნდში 29 ფეხბურთელია გამოძახებული. საწვრთელი პროცესის დაწყების პირველ დღეს მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 11 ფეხბურთელი იყო. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ფეხბურთელებმა არასრული დატვირთვით ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების ლეგიონერები სრული შემადგენლობით ნაკრებს მომდევნო დღეებში შეურთდებიან. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეები […]
საქართველოს ეროვნული ნაკრები D ჯგუფის ნახევარფინალშია
UEFA-ს ერთა ლიგის D-დივიზიონის პირველი ქვეჯგუფს საქართველოს ეროვნული ნაკრები დამაჯერებლად ლიდერობს. D-დივიზიონის პირველი ქვეჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში, ლატვია საქართველოს დაუპირისპირდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიაში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (0:3), რითიც დარჩენილ ორ ტურს მხოლოდ ფორმალური ხასიათი შესძინა. ლატვიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქვეჯგუფში 12 ქულას მოუყარა თავი და მეორეადგილოსანი ყაზახეთი 7 ქულიანი სხვაობით ჩამოიტოვა, რაც […]