სანიოლის პირველი ვარჯიში – საქართველოს ნაკრებმა მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა დღეს არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების 25 კაციანი შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა, კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა და […]
დავით მუჯირი – ესპანეთთან მატჩის ბილეთი ვისაც ექნება, ღამის 12 საათამდე შეეძლება გადაადგილება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩზე გულშემატკივრების დაშვებას მიეძღვნა. შეგახსენებთ, რომ 28 მარტს საქართველოს ნაკრები ესპანეთს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. დღეს, 18 მარტს გაირკვა, რომ სტადიონზე ადგილების 30 პროცენტი შეივსება. პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა. „ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ნაკრების წლის პირველ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ჩვენთვის […]
დანაკლისი – საქართველოს ნაკრებს კაპიტანი ვერ დაეხმარება
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტის მატჩებისთვის ჯაბა კანკავა გამოაკლდება. როგორც ცნობილია, ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის კლუბები შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ფეხბურთელები ნაკრებებში არ გაუშვან. L’Equipe-ს ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის გამო არსებული შეზღუდვების გამო, მოთამაშეებს ევროკავშირის საზღვრების დატოვება აეკრძალათ. შეგახსენებთ, რომ 25 მარტს “ჯვაროსნები” სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდებიან. სანიოლის გუნდი პირველი მატჩიდან 3 დღეში ესპანეთს მიიღებს, 31 მარტს კი […]
“ძალიან ამაყი ვარ” – მიქაუტაძის პირველი კომენტარი
ვილი სანიოლმა მარტის სანაკრებო მატჩებისთვის “ჯვაროსნების” შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ეროვნულ ნაკრების 25 კაციან განაცხადში მოხვდა 20 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. სადებიუტო გამოძახების შემდეგ საფრანგეთში დაბადებულმა ფეხბურთელმა პირველი კომენტარი გააკეთა: “ძალიან გახარებული და ამაყი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მიხარია, რომ მექნება ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა. ჩვენ გულშემატკივრებს ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ. მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივა […]
ზლატანი ჯვაროსნების წინააღმდეგ | იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში გამოიძახეს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებს დაუბრუნდა. ის გუნდს მარტში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში დაეხმარება. როგორც იცით, შვედები B ჯგუფში ესპანეთის, საბერძნეთის, კოსოვოსა და საქართველოს ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ. სწორედ შვედეთის ნაკრებთან გამართავს ვილი სანიოლის გუნდი შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს. შესაბამისად, დიდია იმის შანსი, რომ 39 წლის ზლატანმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ “მილანის” გამოცდილმა თავდამსმხელმა […]
მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში გენკს გაუტანა
გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის “გენკის” კარში გატანა მოახერხა. 20 წლის თავდამსხმელის “სერენმა” დღეს სწორედ “გენკის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში 2:1 გაიმარჯვა. მე-2 გოლის გატანა სწორედ მიქაუტაძემ მოახერხა. 🔴⚫️ Fin de ce match amical ! Score final 1-2 ! ⚽️ Moussa Gueye ⚽️ @MikautadzeG pic.twitter.com/egdJwtbp0T — RFC Seraing Officiel (@RfcSeraing167) February 23, 2021 როგორც […]
მუჯირი – საქართველოს ნაკრები შემოდგომაზე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
„სექტემბერსა და ნოემბერში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხთან ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა. მისი თქმით, იყო სხვადასხვა შემოთავაზება და საბოლოო ვარიანტი, ფაქტობრივად, შეთანხმებულია. „ევროპაში ძალიან ცოტა გუნდია, რომელიც ჩვენსავით ხუთგუნდიან ჯგუფშია და ისვენებს. 99 პროცენტით გადაწყვეტილია სექტემბრის და ნოემბრის მეტოქეები. სავარაუდოდ, სექტემბერში ბულგარეთს შევხვდებით. ჯერ გადაწყვეტილი არ […]
სანიოლი პირველი კომენტარი – ქართული ფეხბურთის ისტორიას ერთად დავწერთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ფრანგი სპეციალისტი “ჯვაროსნებს” სათავეში უახლოეს დღეებში ჩაუდგება სანიოლმა მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს მიმართა: “მოგესალმებით, მე გახლავართ ვილი სანიოლი. მე წილად მხვდა პატივი, რომ შემდეგი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. სფფ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და ნაკრების მოთამაშეების პოტენციალმა დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში […]
ოფიციალურად – საქართველოს ნაკრებს ფრანგი მწვრთნელი უხელმძღვანელებს
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი – ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი […]
ოქრიაშვილის გოლი ირლანდიის კარში (ვიდეო)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებას ქეცბაიასთან აწარმოებს
საქართველოს ეროვნული ნაკრები თითქმის უკვე 3 თვეა უმწვრთნელოდაა. ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ პოსტი ჯერ არავის დაუკავებია. როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებას თემურ ქეცბაიასთან აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისის” 52 წლის სპეციალისტს “ჯვაროსნების” მწვრთნელად უკვე უმუშავია, 2009-2014 წლებში. აღნიშნული ინფორმაცია კახა ცხადაძემ პირველ არხთან საუბარში გაავრცელა: “ჩემს შესახებ გადაწყვეტილება ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა […]
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2021 წლის 2 ივნისს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში შედგება. მატჩი რუმინეთში ჩატარდება, შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თამაშის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან მატჩამდე ჩვენი ნაკრები მიმდინარე წლის მარტში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის […]