კაშია: “შევეცდებით, რომ დანია დავამარცხოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ თამაშს 8 სექტემბერს დანიასთან გამართავს. მანამდე, 5 სექტემბერს, “ჯვაროსნები” ამხანაგურ მატჩში სამხრეთ კორეას შეხვდებიან. ვლადიმერ ვაისის გუნდის ცენტრალურმა მცველმა, გურამ კაშიამ მოახლოვებულ მატჩებზე ისაუბრა. “კარგია, რომ ამხანაგური მატჩი გვექნება. სათამაშო დრო მიეცემათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ეს ოფიციალურ თამაშებში აკლიათ. ალბათ, ისინი ეცდებიან, რომ შანსები გამოიყენონ. შემდეგი ოფიციალური […]
კაჭარავა: “ერთა ლიგაზე ბოლო ორმა ფრემ იმედგაცრუებული დაგვტოვა”
დატვირთული სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ. პოლონური “ლეხი” ნიკა კაჭარავას საქართველოს ნაკრების განვლილ მატჩებსა და 12 ნოემბრის ფინალზე ესაუბრა. ბელარუსი და ერთა ლიგის მატჩები. “ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ბელარუსის ნაკრები დაგვემარცხებინა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში თამაშის უფლება მოგვეპოვებინა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაფერი წარმატებულად დასრულდა. თუმცა, ერთა ლიგის ორმა თამაშმა იმედგაცრუებული […]
კაჭარავამ ანგარიში გაათანაბრა (ვიდეო)
კახა ცხადაძე: “სანიოლი რუმინეთთან თამაშს სწორად მიუდგა”
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა შეაფასა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:1. „ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ რუმინელების სახეები ხომ ნახეთ? ასეთ შეხვედრებს თავისი მიზანი აქვს. გუშინ დავინახე, რომ მწვრთნელს თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა და ის შეასრულა. ჩემთვის ყველაზე პოზიტიური ისაა, რომ მოვიგეთ. ეს […]
კვარაცხელია ყველაზე ნახვადი ფეხბურთელების სამეულშია
ესპანეთთან ჩატარებული შესანიშნავი თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი წამყვანი სტატისტიკური პორტალის Transfermarkt.com-ის ბოლო 24 საათის ყველაზე ნახვად ფეხბურთელებს შორის მესამეა. კვარაცხელია მხოლოდ ერლინგ ჰოლანდსა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღის მონაცემებით, ხვიჩა უფრო მეტმა ადამიანმა მოძებნა, ვიდრე ლეო მესი (4), კილიან მბაპე (6) , […]
კვარაცხელია: “არავის ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს”
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიულ მატჩს საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია კორონავირუსის გამო გამოაკლდა. 19 წლის ფეხბურთელზე ტესტმა დადებითი პასუხი შეხვედრის წინა დღეს, 11 ნოემბერს აჩვენა. ხვიჩამ იმ ემოციების შესახებ “პირველ არხთან” ისაუბრა, როდესაც უმძიმესი ინფორმაცია გაიგო – ის მაკედონიასთან ვერ ითამაშებდა. “არავის ვუსურვებ, რომ ასეთი რამ განიცადოს, თანაც, ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ. ეს ურთულესი გადასატანი იყო […]
კვარაცხელიას შესანიშნავი სტატისტიკა ესტონეთთან
ერთა ლიგის C ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესტონეთი 0:1 დაამარცხა. მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც კაჭარავას, ერთადერთი გოლის ეპიზოდში, ასისტი გაუკეთა. გარდა გოლში მონაწილეობისა, ხვიჩა სხვა მომენტებშიც აქტიური იყო, რასაც სტატისტიკა კარგად ასახავს. 1 საგოლე გადაცემა 35 ზუსტი პასი 70% პასების სიზუსტე 1 შექმნილი შანსი 3 დარტყმა 9 წარმატებული დრიბლინგი […]
კვეკვესკირი: “უმნიშვნელო მატჩი ნაკრებში არ არსებობს”
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენში ბოლო ვარჯიში გამართა. დღევანდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნიკა კვეკვესკირმა შვეიცარიასთან და ხორვატიასთან დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა. “ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ, სანაკრებო დონეზე უმნიშვნელო თამაშები არ არსებობს, მითუმეტეს, რომ შეგვიძლია მომავალი ორი შეხვედრა ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მივიჩნიოთ ერთა ლიგის ნახევარფინალის წინ. ყველამ კარგად ვიცით თუ რა დონის […]
კვეკვესკირის No Look გადაცემა ჩრდილოეთ მაკედონიასთან (ვიდეო)
კიტეიშვილი: “საბერძნეთთან მოსაგებად უნდა ვითამაშოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკიში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტუმბა არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა მატჩისწინა კომენტარი გააკეთა. “საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული […]
კიტეიშვილის საოცარი თამაში ერიქსენის წინააღმდეგ (ვიდეო)
კობიაშვილი: “დასწრების საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული”
8 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. UEFA-მ ერთა ლიგის ნახევარფინალებისთვის გულშემატკივარი სტადიონზე დაუშვა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მიიღოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ხვალ შეიკრიბება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დაესწრება თუ არა მაყურებელი შეხვედრას. შეგახსენებთ, რომ UEFA-მ უფლება გასცა სტადიონის მხოლოდ 30%-ის შევსებას.