ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მოახლოებული მნიშვნელოვანი შეჯიბრებების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირების წინ, მზადების მორიგი ეტაპი გამართა. ოქტომბრის ბოლოს, ნაკრებმა მაკედონიაში 1-კვირიანი შეკრება გაიარა, რომლის დროსაც გუნდმა მაკედონიისთან ორი ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. ამჯერად, ივარჯიშეს ნაკრების საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კანდიდატებმა, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების რამდენიმე ხელბურთელთან ერთად. სავარჯიშო პროცესს უძღვებოდნენ დამირ სტოიანოვიჩი, ბექა ორჯონიკიძე და გიორგი […]