რაგბის საზაფხულო ტესტ-მატჩები დასკვნით ფაზაში შედის. შაბათ-კვირას (9-10 ივლისს) ტესტ-მატჩები გაიმართა, ხოლო დღეს, ორშაბათს კი მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც შემდეგი სურათი დაგვხვდა: მსოფლიო რეიტინგის სათავეშია საფრანგეთის ნაკრები 89.41 ქულით. მსოფლიო რეიტინგის მე-2 ადგილს ირლანდია იკავებს, რომელთაც შაბათს, ახალი ზელანდიის ნაკრები 12:23 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით “სამყურებმა” 1.54 სარეიტინგო ქულა მოიპოვეს და მეოთხე პოზიციიდან მეორეზე აღზევდნენ. მსოფლიო რეიტინგის […]