ბორჯღალოსნების ძირითადი შემადგენლობა სამოას ნაკრებისთვის!
რამდენიმე წუთის წინ, მილტონ ჰეიგმა ნოემბრის მეორე ტესტ მატჩისთვის რაზმი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ მეორე ტესტ მატჩს “ბორჯღალოსნები” 17 ნოემბერს სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისში, კერძოდ კი “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე გაიმართება. უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება შაბათს, 17 ნოემბერს 18:00 საათზე დაიწყება. გთავაზობთ “ბორჯღალოსანთა” რაზმს:
ქართული მხარე რუსეთის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებას ეხმაურება
დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ თიბისის რაგბის სერიების ტესტ-მატჩში, რომელიც 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ გააკეთა შემდეგი განცხადება: „სამწუხაროდ რუსეთის ნაკრები მატჩის ჩასატარებლად აღარ ჩამოვა, ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის რაგბის ფედერაციამ, მიზეზად დაასახელეს […]
ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდნენ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა და მე-11 პოზიციაზე აღზევდა. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნები აღნიშნულ პოზიციას 2016 წელსაც იკავებდნენ. რეიტინგში ბორჯღალოსნების დაწინაურება ფიჯის სენსაციურმა მარცხმა განაპირობა. რაგბის მსოფლიო თასზე, D-ჯგუფში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები (ფიჯი – ურუგვაი) 25 სექტემბერს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ყველასათვის მოულოდნელად ფიჯი ურუგვაისთან 27:30 დამარცხდა და რეიტინგში 4 ქულა დააკლდა. […]
აკა ტაბუცაძემ ბელგიას პირველი ლელო დაუდო (ვიდეო)
თედო აბჟანდაძე: “ერთი სული მაქვს, როდის მოვა ნოემბერი …”
სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ. 8 ერში შესვლის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა […]
მორიგი აღიარება – კვესელაძე მესამე ტურის სიმბოლურში!
შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” ირლანდიას მედგარი ბრძოლა გაუმართეს. მარცხის მიუხედავად (23:10), საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და დადებითი შეფასება დაიმსახურა. რობ კირნისა და ბრაიან ო’დრისკოლის საკმაოდ საინტერესო კომენტარების შემდეგ, გიორგი კვესელაძე გავლენიანმა სარაგბო პორტალმა – planetrugby-მ გამოარჩია და შემოდგომის ერთა თასის, მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. 15. ბრის დულინი […]
ბექა გორგაძე | რეაბილიტაცია წინსწრებით
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ბექა გორგაძის ტრავმასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ბორდოს” მორაგბის სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და შესაძლოა გორგაძე სეზონის დასრულებამდე მზად იყოს. “რეაბილიტაცია ისე კარგად მიდის, რომ უკეთესს ვერც ვინატრებდი და ძალიან გახარებული ვარ” – ამბობს ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე, რომელიც 29 ნოემბერს, “შემოდგომის ერთა თასზე” […]
ოფიციალურად | ორი ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან და შინ შოტლანდიასთან
საქართველოს რაგბის კავშირმა სამხრეთ აფრიკასთან და შოტლანდიასთან გასამართი ზაფხულის ტესტ-მატჩები ოფიციალურად დაადასტურა. მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან და შოტლანდიასთან გასამართ მატჩებთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, “სპრინბოქსი” ივლისში ბორჯღალოსნებს ორ მატჩიან ტესტ სერიაში სამხრეთ აფრიკაში უმასპინძლებს. სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას […]
სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მეორე ტესტი გაუქმდა
სამწუხაროდ, ბორჯღალოსნებსა და სპრინგბოქსს შორის 9 ივლისს გასამართი სერიის მეორე მატჩი COVID 19-ის გამო გაუქმდა. გეგმიურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე ნაკრების ბანაკში ვირუსის არსებობა დააფიქსირა. პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოებას ემსახურება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და იოჰანესბურგში თამაში აღარ შედგება. მიუხედავად იმისა, რომ COVID 19 ბორჯღალოსნების ბანაკშიც დაფიქსირდა, გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო […]
ინოკენტი – ამაშუკელი მწვერვალზეა მან 6 ერში დებიუტი დაიმსახურა
საუკეთესო ქართველი მსაჯი ისტორიას წერს – ნიკა ამაშუკელი ტიერ 2 ქვეყნებიდან პირველი მსაჯია, რომელიც ექვსი ერის კარს შეაღებს და თებერვალში ორ თამაშს იმსაჯებს. 6 თებერვალს, ექვსი ერის პირველ ტურში, ამაშუკელი საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე არბიტრის პირველი ასისტენტი იქნება, ხოლო 27 თებერვალს, ირლანდიისა და იტალიის შეხვედრას მთავარი არბიტრის რანგში გაუძღვება. აღსანიშნავია, რომ თითქმის 140-წლიანი ისტორიის მქონე უპრესტიჟულეს […]
კირან ქროული – საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ბურჯები ჰყავს და მათი შერკინება გასაოცარია
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ზაფხულის ტესტ-მატჩებში, არგენტინა XV-ს, იტალიასა და პორტუგალიას დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნები” 3 ივლისს, ქუთაისში, “აია არენაზე”, არგენტინა XV-ს დაუპირისპირდებიან. საქართველოსა და იტალიის პრინციპული მატჩი, 10 ივლისს, ბათუმში გაიმართება, ხოლო საქართველოსა და პორტუგალიის მატჩს, 16 ივლისს, კვლავ ქუთაისი უმასპინძლებს. უკანასკნელ წლებში, გავლენიანი სარაგბო გამოცემები აქტიურად აპელირებენ იმის შესახებ, რომ 6 ერის კარი “ბორჯღალოსნებისათვის” უნდა […]
რაგბის სიმბოლიკიანი პროდუქცია დინამო არენაზე
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება უფლება მისცეს სოციალურ საწარმოებს რაგბის ქომაგებისთვის კავშირის ლოგოტიპის გამოყენებით შექმნან სამოსი და აქსესუარები, და, 6 და 12 ნოემბერს დაგეგმილ საერთაშორისო მატჩებზე სტადიონზე გაყიდონ, ხოლო მიღებული შემოსავალი განვითარებისთვის გამოიყენონ. რაგბის კავშირი უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალური საწარმოების მხარდაჭერას, სადაც სოციალურად დაუცველთა სხვადასხვა ჯგუფები, ასევე შშმ პირები არიან დასაქმებულნი. შესაბამისი მემორანდუმი […]