მერაბ შარიქაძე: “ხვალინდელ მატჩში გამარჯვება ჩვენ ბევრად მაგრად გვინდა, ვიდრე რუსეთს”
დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” რაგბი ევროპის ჩემპიონატი 1 ტურით ადრე მოიგეს და ტურნირს პრინციპულ მეტოქესთან დაასრულებენ. საქართველოს ნაკრების მორაგბემ, მერაბ შარიქაძემ რუსეთთან მატჩამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. “რუსები ახლა უფრო კარგად თამაშობენ, ვიდრე ადრე, მაგრამ აშკარაა, რომ დღესდღეისობით და ბოლო 25 წელშიც უკეთესი ნაკრები გვყავს. სიმართლე გითხრათ, მათი ყველა განცხადება […]
მსოფლიო რაგბი მამუკა გორგოძის დაბრუნებას ეხმაურება
მსოფლიო რაგბი მამუკა გორგოძის საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას ეხმაურება. ლეგენდარულმა ქართველმა კაპიტანმა სანაკრებო კარიერა 2 წლის წინ დაასრულა – თუმცა 2019 წლის მსოფლიო თასზე იგი ბორჯღალოსანთა განაცხადშია და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსანთა რაზმი დაასახელა, რომელშიც მამუკა გორგოძის ხილვა სასიამოვნო მოულოდნელობა არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრისთვის – არამედ სრულიად მსოფლიოსთვის […]
ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში და მატჩისწინა კომენტარები
რამდენიმე წუთის წინ ოსაკაში – “ჰანაზონოს სტადიონზე” ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში გაიმართა, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფიჯისთან მატჩამდე ბოლო მომზადება გაიარა. ვარჯიშის შემდეგ კი მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგა, სადაც საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა – მილტონ ჰეიგმა, ბურჯმა – ლევან ჩილაჩავამ და კაპიტანმა – მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს და ფიჯისთან გასამართ მატჩზე მცირე კომენტარები გააკეთეს. მერაბ […]
საქართველო რუსეთის სარაგბო დაპირისპირება მაყურებლის გარეშე გაიმართება
14 მარტს, “მიხეილ მესხის სტადიონზე” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯღალოსნების მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. “ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, […]
ექსკლუზივი: თორნიკე ჯალაღონია ბარბაროსებში გამოიძახეს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ბიარიცის” მორაგბე – 21 წლის თორნიკე ჯალაღონია ბარბაროსებში გამოიძახეს. ინფორმაცია თავად ქართველმა მორაგბემ Live.ge-ს დაუდასტურა. “დიახ, სიმართლეს შეესაბამება, რომ მე ბარბაროსებში გამომიძახეს. რომ არ მოგატყუოთ, თვითონაც არ მჯერა”. – გვითხრა თორნიკე ჯალაღონიამ. ბარბაროსებმა პირველი ტურნე ჯერ კიდევ 1889 წელს დაგეგმეს – ისტორიული წარსულის განმავლობაში, ბარბაროსები ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას, […]
საღინაძის მეორე ლელო ფიჯის წინააღმდეგ (ვიდეო)
RugbyInsideLine | საქართველოს მოგებათა შთამბეჭდავი სერია
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთმა საქართველოს უმასპინძლა. მადრიდში გამართული მატჩი, მოლოდინისამებრ დრამატული გამოდგა. ესპანელების სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ “ლომებმა” “ბორჯღალოსნებს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რიგ ეპიზოდებში გვარიანადაც ანერვიულეს – ესპანეთის მედგარი ბრძოლის მიუხედავად, დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 19:25 დასრულდა. ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. “ლომებს” უკანასკნელ […]
ბორჯღალოსნები | ზაფხულის ტესტების მსაჯები
მსოფლიო რაგბმა ზაფხულში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის, მათ შორის ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის, მსაჯები და ოფიციალური პირები დანიშნა. ივლის-აგვისტოში 44 მატჩი მატჩი შედგება და მათ ჯამში 8 ქვეყნის 21 რეფერი მოემსახურება. სასიხარულოა, რომ მათგან ერთ-ერთი ქართველი ნიკა ამაშუკელია, რომელიც 3 ივლისს უელსი-კანადის, ხოლო 10 ივლისს რუმინეთი-შოტლანდიის მატჩს იმსაჯებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტიერ2-ის ქვეყნის […]
ლევან მაისაშვილი | სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე გავიარე
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. გამოცემასთან საუბარში ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ გადარჩენის მხოლოდ 2%-იანი შანსი ჰქონდა და სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე გაიარა. კორონავირუსის გართულების შედეგად, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში – შეიძლება ითქვას, რომ უმძიმეს პირობებში მკურნალობდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელი გამოჯანმრთელდა და ნაკრებთან […]
მაიკლ ლიჩი | მონღოლეთს აზიის საქართველოდ ვაქცევ
მორაგბის პროფესიონალური კარიერის დასრულებისა და შესაბამისი ლიცენზიის აღების შემდეგ, მაიკლ ლიჩი მონღოლეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. იაპონიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 33-წლის კაპიტანი, უკვე მრავალი წელია მონღოლეთისა და იაპონიის რაგბის კავშირების თანამშრომლობის მთავარი გმირია. მაიკლ ლიჩმა განაცხადა, რომ მონღოლეთში რაგბის განვითარებისათვის ყველა ღონეს იხმარს. მისი მტკიცებით, მონღოლეთს აზიური რაგბის საქართველოდ აქცევს. შეგახსენებთ, 2021 […]
საქართველოს ეროვნული ჰიმნი იტალიასთან მატჩის წინ | VIDEO
შემოდგომის სერიების რეიტინგი გამოქვეყნდა | ბორჯღალოსნები რეიტინგში დაქვეითდნენ
შემოდგომის ერთა სერიების მეორე კვირის ყველა შეხვედრის შედეგი ცნობილია და მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა გვერდმა ძალთა თანაფარდობის შესახებ, რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ “ბორჯღალოსნები” სამოასთან დამარცხების გამო, მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციიდან მე-14 პოზიციაზე დაქვეითდნენ. საუკეთესო ხუთეულში ცვლილება არ არის. რეიტინგის სათავეში კვლავ ირლანდიაა, რომელსაც საფრანგეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ინგლისი მოსდევენ. 6-10 პოზიციები ასე განაწილდა: არგენტინა, […]