ოფიციალურად | საქართველო Vs. შოტლანდია მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 17 ივლისს, შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩის გამართვის ზუსტი დრო და ადგილმდებარეობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. აღნიშნული ინფორმაცია, შოტლანდიის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა. 10 ივლისს “ნარშავები” რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 1 კვირის შემდეგ კი “ბორჯღალოსნებს” შეერკინებიან. შეგახსენებთ, შოტლანდიისა და საქართველოს უკანასკნელი დაპირისპირება “სკოტების” გამარჯვებით, ანგარიშით 48:7 […]
დავით კაჭარავა: “სარეაბილიტაციო პროცესი თითქმის დავასრულე”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ცენტრმა, დავით კაჭარავამ სარეაბილიტაციო პროცესი პრაქტიკულად დაასრულა და დიდი ალბათობით ბელგიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მოედანზე გასასვლელად მზად იქნება. “მიღებული ტრავმის შემდეგ, სარეაბილიტაციო პროცესი პრაქტიკულად დავასრულე. ნაკრების ექიმებთან ერთად აქტიურად ვმუშაობ გამოჯანმრთელებაზე. ვფიქრობ, რომ რაგბის ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნებას და მოედანზე გასვლას თებერვლის ბოლოს შევძლებ.” “რუმინეთის წინააღმდეგ უამრავი ახალგაზრდა მორაგბე გავიდა მოედანზე. საპირისპიროდ, ჩვენმა […]
“La Gazzetta dello Sport” – 2022 წელს იტალია საქართველოს ეწვევა
ცნობილი იტალიური გამოცემა “La Gazzetta dello Sport“-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2022 წლის ტესტ მატჩებზე საქართველოს საქართველოში შეხვდება. მატჩის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის ფაქტი დადასტურებულია, რომ იტალია საქართველოში სათამაშოდ ჩამოვა. 2022 წლის თებერვლიდან – მარტამდე, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 6 ერზე იასპარეზებს, შემდეგ ზაფხულში – ივლისის ტესტებს ჩაატარებს და წლის ბოლოს, […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების შემადგენლობა რუმინეთთან
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი გამოაცხადა. შეგახსენებთ, 28 მარტს, 15 საათზე, “მიხეილ მესხზე” რუმინეთს ვმასპინძლობთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრიბუნებზე ქომაგთა ტევადობის 30% დაიშვება. წინა თამაშთან შედარებით, რომელშიც ბორჯღალოსნებმა 20 მარტს რუსეთს, კალინინგრადში ბონუსით – 23:6 სძლიეს, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. ხმალაძე ნინიაშვილის ნაცვლად ერთი, იძულებითი ხასიათის […]
რაგბი ევროპის ჩემპიონატი – საქართველო Vs. რუსეთი 1 ნოემბერს გაიმართება
რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, ბორჯღალოსნებისა და რუსეთის ნაკრების გადადებული, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრა თბილისში პირველ ნოემბერს გაიმართება. ლევან მაისაშვილის შეგირდები „დათვებს“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში 14 მარტს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე, 13 მარტს გადაწყდა, რომ თამაში აღარ შედგებოდა. მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის, ხოლო მატჩის დრო და სტადიონი, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. […]
ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის დაპირისპირება კვლავ გადაიდო
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის უკანასკნელი ტურის მატჩი საქართველო – რუსეთი, რომელიც 1 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, კვლავ გადაიდო. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 2020 წელს ჩასატარებელი ყველა მატჩი, კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებულია. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პრეზიდენტმა, ოქტავიან მორარიუმ ამ ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა: “მიუხედავად იმისა, […]
ეპოქალური კარიერის დასასრული | მშვიდობით ნაიჯელ
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯმა – ნაიჯელ ოუენსმა საერთაშორისო-სანაკრებო სამსაჯო კარიერა დაასრულა. ნაიჯელ ოუენსმა, რომელსაც ყველაზე მეტი სარაგბო მატჩი აქვს განსჯილი, 17-წლიანი სანაკრებო სამსაჯო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, rugbypass.com-ი ავრცელებს. “შემოდგომის ერთა თასის” ეგიდით გამართული საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება უკანასკნელი აღმოჩნდა, რომელსაც ნაიჯელ ოუენსი გაუძღვა. აღნიშნული მატჩი ოუენსის პირად აქტივში მეასე იყო და ისტორიაში […]
ბორჯღალოსნები ვოლაბების წინააღმდეგ დაირაზმნენ
11 ოქტომბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე უკანასკნელ მატჩს გამართავს. მსოფლიოს თასის ბოლო დაპირისპირებაში ბორჯღალოსნები ვოლაბებს შეერკინებიან. ავსტრალიასთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შემადგენლობა დაასახელა.
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა საინტერესო […]
8 ერი – ცნობილია თუ რომელ სტადიონზე გვეთამაშება უელსის ნაკრები
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გაირკვა, თუ რომელ სტადიონზე მიგვიღებს უელსის ეროვნული ნაკრები 8 ერის მატჩში. უელსი – საქართველოს მატჩი 21 ნოემბერს, “სკარლეტს პარკზე” შედგება. “სკარლეტს პარკი” უელსური კლუბი “სკარლეტსის” მთავარი საშინაო სტადიონია, რომელიც 14,870 გულშემატკივარს იტევს. ეს სტადიონი 2008 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები 8 ერში ითამაშებენ, ისინი პირველ მატჩში, რომელიც 14 ნოემბერს […]
შემოდგომის ერთა თასის პრომო (ვიდეო)
14 ნოემბერს შემოდგომის ერთა თასი აიღებს სტარს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები A-ჯგუფში ინგლისის, უელსისა და ირლანდიის წინაარმდეგ იასპარეზებს. 14 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე, “თვიქენჰემზე” ინგლისი საქართველოს დაუპირისპირდება. უმნიშვნელოვანესი ტურნირის დაწყების წინ, რომელშიც 6-ერის ბინადრებთან ერთად საქართველო და ფიჯი ასპარეზობენ – ტურნირის ორგანიზატორებმა პრომო გამოაქვეყნეს.