ბორჯღალოსნები რეიტინგში დაწინაურდნენ
2022 წლის 6 ერის ჩემპიონატისა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურის დასრულების შემდეგ, განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ რეიტინგში სასიამოვნო სიახლეა. 6 ერის ტრიუმფატორი – საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა. “ლე ბლემ” ახალ ზელანდიას გადაასწრო და 88.88 ქულით მეორე ადგილს იკავებს. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ […]
Tier 2 Rugby: ნინიაშვილი საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ უნდა დასახელდეს!
გავლენიანი სარაგბო ვებგვერდი Tier 2 Rugby მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მსოფლიო რაგბის მმართველ ორგანოს (World Rugby) მოუწოდებს, რომ მეორე ეშელონის ერებს მეტი ყურადღება დაეთმოთ. RUGBY WORLD | დავით ნინიაშვილის აღზევება მე-10 ქართველი – ბარბაროსებმა დავით ნინიაშვილი გამოიძახეს Planet Rugby-ს კვირის სიმბოლურ გუნდში 4 ქართველი მოხვდა დავით ნინიაშვილი ზაფხულის ტესტების ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა გარდიანმა ივლისის ტესტ-მატჩებიდან […]
ილია მაისურაძე – შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
19 ნოემბერს კარდიფში, „ფრინციფალითიზე“ უელსთან ისტორიულ გამარჯვებაში ქართულმა შერკინებამ უდიდესი როლი ითამაშა. 2017 წელს, როდესაც ქართული შერკინების სიძლიერის შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობდა, უელსმა მატჩის მიწურულს დანიშნულ 5-მეტრიან შერკინებაში ხრიკს მიმართა და ბორჯღალოსნებს საჯარიმო ლელოზე თამაშის შესაძლებლობა არ მისცა, რის შედეგადაც „დრაკონებმა“ 7 ქულით, 13:6 მოიგეს. 5 წლის თავზე, შერკინების წესებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ბორჯღალოსნების შერკინება […]
მერაბ შარიქაძე: „ტურნირის მოგება ხარისხიანი თამაშებით დავიმსახურეთ“
ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ გუნდმა 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა და ტიტულის მე-15-ედ მოგება დაიმსახურა. ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ გადამწყვეტ მატჩში, საქართველომ პორტუგალიას 6 ლელო გაუტანა და 38:11 სძლია. „ამ თამაშს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა ქონდა: ეს იყო ჩვენი გუნდის მე-100 გამარჯვება რაგბი ევროპაზე; წაუგებელი მატჩების სერია სარეკორდო მაჩვენებლამდე, 29-მდე გავზარდეთ; […]
ბორჯღალოსნების ძირითადი შემადგენლობა სამოას ნაკრებისთვის!
რამდენიმე წუთის წინ, მილტონ ჰეიგმა ნოემბრის მეორე ტესტ მატჩისთვის რაზმი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ მეორე ტესტ მატჩს “ბორჯღალოსნები” 17 ნოემბერს სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისში, კერძოდ კი “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე გაიმართება. უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება შაბათს, 17 ნოემბერს 18:00 საათზე დაიწყება. გთავაზობთ “ბორჯღალოსანთა” რაზმს:
ქართული მხარე რუსეთის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებას ეხმაურება
დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ თიბისის რაგბის სერიების ტესტ-მატჩში, რომელიც 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო, მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ გააკეთა შემდეგი განცხადება: „სამწუხაროდ რუსეთის ნაკრები მატჩის ჩასატარებლად აღარ ჩამოვა, ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის რაგბის ფედერაციამ, მიზეზად დაასახელეს […]
ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდნენ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა და მე-11 პოზიციაზე აღზევდა. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნები აღნიშნულ პოზიციას 2016 წელსაც იკავებდნენ. რეიტინგში ბორჯღალოსნების დაწინაურება ფიჯის სენსაციურმა მარცხმა განაპირობა. რაგბის მსოფლიო თასზე, D-ჯგუფში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები (ფიჯი – ურუგვაი) 25 სექტემბერს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ყველასათვის მოულოდნელად ფიჯი ურუგვაისთან 27:30 დამარცხდა და რეიტინგში 4 ქულა დააკლდა. […]
აკა ტაბუცაძემ ბელგიას პირველი ლელო დაუდო (ვიდეო)
თედო აბჟანდაძე: “ერთი სული მაქვს, როდის მოვა ნოემბერი …”
სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი და სხვ. 8 ერში შესვლის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა […]
მორიგი აღიარება – კვესელაძე მესამე ტურის სიმბოლურში!
შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” ირლანდიას მედგარი ბრძოლა გაუმართეს. მარცხის მიუხედავად (23:10), საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და დადებითი შეფასება დაიმსახურა. რობ კირნისა და ბრაიან ო’დრისკოლის საკმაოდ საინტერესო კომენტარების შემდეგ, გიორგი კვესელაძე გავლენიანმა სარაგბო პორტალმა – planetrugby-მ გამოარჩია და შემოდგომის ერთა თასის, მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. 15. ბრის დულინი […]
ბექა გორგაძე | რეაბილიტაცია წინსწრებით
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ბექა გორგაძის ტრავმასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ბორდოს” მორაგბის სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და შესაძლოა გორგაძე სეზონის დასრულებამდე მზად იყოს. “რეაბილიტაცია ისე კარგად მიდის, რომ უკეთესს ვერც ვინატრებდი და ძალიან გახარებული ვარ” – ამბობს ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე, რომელიც 29 ნოემბერს, “შემოდგომის ერთა თასზე” […]
ოფიციალურად | ორი ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან და შინ შოტლანდიასთან
საქართველოს რაგბის კავშირმა სამხრეთ აფრიკასთან და შოტლანდიასთან გასამართი ზაფხულის ტესტ-მატჩები ოფიციალურად დაადასტურა. მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან და შოტლანდიასთან გასამართ მატჩებთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, “სპრინბოქსი” ივლისში ბორჯღალოსნებს ორ მატჩიან ტესტ სერიაში სამხრეთ აფრიკაში უმასპინძლებს. სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას […]