ბორჯღალოსნების წინასამატჩო კომენტარები (ვიდეო)
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ესპანელი “ლომებისა” და “ბორჯღალოსნების დაპირისპირება, 14 მარტს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება. ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა კომენტარები გააკეთეს:
ლეგიონერები | კოტე მიქაუტაძე ბაიონში 2023 წლამდე!
ბორჯღალოსანმა კოტე მიქაუტაძემ “ბაიონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მიქაუტაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. ბორჯღალოსანთა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ გუშინ ფრანგული ტოპ 14-ის “ბაიონთან” ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. 29 წლის მორაგბე ბასკურ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, ოქტომბერში “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით შეუერთდა და გუნდის უცვლელ წევრად მალევე იქცა. კოტეს თქმით, “ბაიონს” მასთან 3-წლიანი კონტრაქტის […]
ნოემბრის ტესტები | ბორჯღალოსნების მეტოქე ცნობილია
მსოფლიო რაგბიმ მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში გასამართი ტესტ-მატჩების განრიგი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი ტესტ-მატჩები “შემოდგომის ერთა სერიის” ფარგლებში გაიმართება. მსოფლიო რაგბის მიერ გამოქვეყნებულ კალენდარში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველი დონის მეტოქესთან მხოლოდ 1 ტესტ-მატჩს გამართავს. 14 ნოემბერს, საფრანგეთი საქართველოს დაუპირისპირდება. “ლე ბლესა” და “ბორჯღალოსნების” შეხვედრა ბორდოში გაიმართება. საფრანგეტის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პარალელურად, “ბორჯღალოსნები” სავარაუდოდ მეორე ეშელონის […]
20-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა – ბორჯღალოსნები რეიტინგში დაქვეითდნენ
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. “მიხეილ მესხის” სტადიონზე გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრე 25:25 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს “ბორჯღალოსნებს” ლელოს დადებისა და მატჩის მოგების საკმაოდ კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა პორტუგალიელები დაცვაში გვარიანად გაისარჯნენ. პორტუგალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად პროგრესირებს – პროგრესს […]
ისტორიული მატჩის წინ – იტალიამ საქართველოს რეიტინგში გადაუსწრო
რაგბის საზაფხულო ტესტ-მატჩები დასკვნით ფაზაში შედის. შაბათ-კვირას (2-3 ივლისს) ტესტ-მატჩები გაიმართა, ხოლო ორშაბათს კი მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც შემდეგი სურათი დაგვხვდა: მსოფლიო რეიტინგის სათავეშია სამხრეთ აფრიკის ნაკრები 90.61 ქულით. მსოფლიო რეიტინგის მე-2 ადგილს ახალი ზელანდია იკავებს, რომელმაც შაბათს, ირლანდიის ნაკრები 42:19 დაამარცხა. ამ გამარჯვებით “ოლ ბლექსმა” 0.97 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მესამე პოზიციიდან მეორეზე აღზევდა. […]
სამოასა და უელსთან მატჩებში საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ მატჩებში, რომლებშიც “ბორჯღალოსნები” სამოასა და უელსს დაუპირისპირდებიან, გიორგი კვესელაძე მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. საქართველო 34:18 ურუგვაი | ფანტასტიურ სტილში შესანიშნავი გარემოს თანხლებით ლევან მაისაშვილი: ,,მიზანს მივაღწიეთ – თამაშიდან თამაშამდე უნდა გავიზარდოთ” რეიტინგი გამოქვეყნდა | საქართველო იაპონიას, ფიჯისა და სამოას ასწრებს კვესელაძის არყოფნის მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების […]
გიორგი ჭყოიძე: „ეს მხოლოდ ციფრებია“
ბორჯღალოსანთა კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ, 11 თებერვალს ამსტერდამში, ნიდერლანდებს მეორე ტაიმის დასაწყისში, 8 წუთის ინტერვალით ორი ლელო გაუტანა. 52-ე წუთზე ის მოლს დროულად მოწყდა და დუბლი გაიფორმა. ეს მატჩში საქართველოს მე-4 ლელო იყო და მე-500-ე რაგბი ევროპის ჩემპიონატში (და მის წინამორბედ ერთა თასზე), რომელშიც საქართველო 2000 წლიდან რეგულარულად თამაშობს და დღემდე 115 შეხვედრა ჩაატარა. „რა თქმა […]
Autumn Nations Series: “იტალიისა და უელსის შემდეგ, შოტლანდიაც?! – საქართველო დიდი გამარჯვებებისთვის ემზადება…”
ცნობილი სარაგბო სპორტული საიტი “Autumn Nations Series”-ის ოფიციალური გვერდი, მსოფლიო თასამდე მოახლოებულ ზაფხულის ტესტ მატჩებზე წერს. “Autumn Nations Series”-ი ვრცელ სტატიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ყურადღებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს აქცევს და ქართველების საგრძნობლად მომატებულ თამაშზე წერს. “საქართველოს დიდი ხანია აცხადებენ, როგორც მომავალ სარაგბო ერს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს “ბორჯღალოსნებმა” საბოლოოდ გასული წლის […]
მირიან მოდებაძემ რუსეთის ნაკრები დაალელოვა (ვიდეო)
სოსო მათიაშვილი კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
6-7 სექტემბერს რაგბის მსოფლიო თასის წინა ბოლო ტესტ მატჩები გაიმართა. 6 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრებს ედინბურგში დაუპირისპირდა და 36:9 დამარცხდა. ტესტ მატჩებზე UltimateRugby-მ კვირის სიმბოლური გუნდი გააკეთა, სადაც 15 ნომერზე სოსო მათიაშვილი მოხვდა. ბორჯღალოსნების მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებში გამორჩეული მოთამაშე სოსო მათიაშვილი იყო. მან არაერთხელ გაჭრა შოტლანდიელთა დაცვის ხაზი და ბორჯღალოსნებს […]
განახლებული სარაგბო რეიტინგი – მსოფლიო თასის ფინალისტები რეიტინგის სათავეში
რაგბის მსოფლიო თასის დასრულებამდე მხოლოდ ფინალია დარჩენილი, სადაც ერთმანეთს პირველობისთვის ინგლისი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდებიან. შაბათ-კვირას (26-27 ოქტომბერს) მსოფლიო თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, ხოლო ორშაბათს კი მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც შემდეგი სურათი დაგვხვდა: მსოფლიო რეიტინგის სათავეში ინგლისის ნაკრები 92.29 ქულით გადავიდა, მსოფლიო რეიტინგის სათავეში ჩადგომა ახალი ზელანდიის ნაკრების დამარცხებამ გამოიწვია. მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ადგილიდან მეორე ადგილზე […]
ლეგენდარული ქართველი მორაგბე კარიერას ასრულებს
“ბორჯღალოსნების” ლეგენდარული კაპიტანი, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე, გორგოძემ ტოლეკომპანია “იმედთან” ისაუბრა. “30 ივნისს მიმთავრდება მოქმედი კონტრაქტი ფრანგულ “ტულონთან” და მის გახანგრძლივებას აღარ ვაპირებ. გადავწყვიტე დავასრულო სარაგბო კარიერა. თუ რამეში დასჭირდება ქართულ რაგბს ჩემი დახმარება, მუდმივად მის გვერდით ვიქნები”, – აღნიშნა მამუკა გორგოძემ შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ღირსებას მამუკა გორგოძე 2003-2017 წლებში […]