ბორჯღალოსნების კაპიტანი მომავალ ბორჯღალოსნებთან
ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ბავშვთა რაგბის გუნდ ‘მართვეს’ ეწვია და როგორც თავად აღნიშნა, “მომავალ ბორჯღალოსნებთან” ერთად ითამაშა. კაპიტანსა და დამწყებ მორაგბეებს შორის, უხერხულობის მომენტი პრაქტიკულად მისალმებისთანავე გაიფანტა. გასახურებლად შარიქაძემ ბავშვებს რამდენიმე სახალისო ვარჯიში შეასრულებინა, რის შემდეგაც ასაკობრივი ნიშნით რამდენიმე 4-5-ბავშვიანი გუნდი ჩამოყალიბდა და თამაშები გაჩაღდა. გუნდებს ერთის მხრივ ემატებოდა მერაბ შარიქაძე, მეორეს მხრივ ‘მართვეს’ მთავარი […]
რაგბი ევროპამ მამუკაშვილი დისკვალიფიკაციით დასაჯა
რაგბი ევროპამ საქართველო-რუმინეთის მატჩის მე-20 წუთზე მომხდარი უსიამოვნო შეჯახების გამო შალვა მამუკაშვილი 5 კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც იცით, ქართველმა მორაგბემ რუმინელი იონელ მელინტეს შებოჭვის მცდელობისას შეცდომა დაუშვა. შალვას ხელი მეტოქეს კისერში მოხვდა, რის გამოც მან ტვინის შერყევა მიიღო. აღნიშნული უხეშობის გამო “ბორჯღალოსნები” დარჩენილი 60 წუთის განმავლობაში კაცნაკლულები თამაშობდნენ, თუმცა რუმინეთთან უმნიშნველოვანესი გამარჯვება მაინც მოიპოვეს – […]
ენდი რობერტსონი | “აფრასიძე ახალგაზრდა მორაგბეა, რომელმაც მატჩის მსვლელობა წარმართა”
2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. “მიხეილ მესხის” სტადიონზე გამართული მატჩი, “ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით, ანგარიშით 28:17 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნები” პრაქტიკულად მთელი მატჩის მანძილზე კაცნაკლული ასპარეზობდნენ, თუმცა მაინც შეძლეს რუმინეთის დამარცხება. მატჩის დასრულების შემდეგ, რუმინელი “მუხების” მთავარმა მწვრთნელმა – ენდი რობერტსონმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. რუმინელთა […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების შემადგენლობა რუმინეთთან
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი გამოაცხადა. შეგახსენებთ, 28 მარტს, 15 საათზე, “მიხეილ მესხზე” რუმინეთს ვმასპინძლობთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრიბუნებზე ქომაგთა ტევადობის 30% დაიშვება. წინა თამაშთან შედარებით, რომელშიც ბორჯღალოსნებმა 20 მარტს რუსეთს, კალინინგრადში ბონუსით – 23:6 სძლიეს, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. ხმალაძე ნინიაშვილის ნაცვლად ერთი, იძულებითი ხასიათის […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნები გულშემატკივრის მოლოდინში
28 მარტს “მიხეილ მესხზე” რუმინეთთან გასამართ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა “შევარდენზე” ღია ვარჯიში გამართეს. საშუალო ინტენსივობის ვარჯიში მაქსიმალურად იყო მიახლოვებული თამაშს. პროცესში ჩართული იყო საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, რომელიც ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ორი დღის წინ შევიდა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, ასევე ბორჯღალოსნებმა – შალვა მამუკაშვილმა და ლაშა ჯაიანმა მზადებისა და […]
რაგბი ევროპა | მზადება რუმინეთისთვის
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. გასვლაზე მოგებული ზედიზედ სამი შეხვედრის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” პირველ საშინაო მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდებიან. რუმინელ “მუხებთან” დაპირისპირების წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, “ბორჯღალოსანთა” სამზადისის ამსახველი კადრები განთავსდა. კალინინგრადიდან შინ დაბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა ორი დღე დაისვენეს და 28 მარტს რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის […]
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ანთიმოზის თასისთვის!
28 მარტს ბორჯღალოსნები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს შინ, “მიხეილ მესხზე” რუმინელების წინააღმდეგ გამართავენ და მოგების შემთხვევაში, ვადაზე ადრე მოიპოვენ ჩემპიონობას. მატჩის ბილეტები იყიდება მხოლოდ ონლაინ ამ ბმულზე TKT.GE/Rugby აღსანიშნავია, რომ თამაშს სამმაგი დატვირთვა ექნება. გარდა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, ამ გუნდებს შორის გათამაშდება ტრადიციული, „ანთიმოზ ივერიელის თასი“; გარდა ამისა, წლევანდელი […]
იოსებ ტყემალაძე ბორჯღალოსნებს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, პირველ სამუშაო დღეს ბორჯღალოსნებს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეხვდა რუსეთთან გამარჯვება მიულოცა, რუმინეთთან წარმატებები უსურვა და საკუთარ გეგმებზე ესაუბრა. პრეზიდენტი ნაკრების წევრებს დაპირდა, რომ მათი წარმომადგენელი აუცილებლად იქნება რაგბის კავშირის გამგეობაში და გარდა ამისა, რეგულარულად მოხდება შეხვედრები პრეზიდენტსა და ნაკრების კაპიტანს შორის, სადაც გუნდის საჭიროებებზე შუამავლის გარეშე ისაუბრებენ. ტყემალაძემ შეხვედრისას […]
რაგბი ევროპა | საუკეთესო თამაში და 5 ქულა კალინინგრადიდან
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში, რუსეთი საქართველოს დაუპირისპირდა. კალინინგრადში გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 6:23 დასრულდა. რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემაჯამებელი სტატია გამოქვეყნდა. ბორჯღალოსნებმა წელს გამართული მატჩებიდან კალინინგრადში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და რუსეთი 25-ე რკენში 23-ედ, აქედან ზედიზედ მე-20-ედ დაამაცხეს – 23:6. დაახლოებით თვენახევრის წინ, […]
ბორჯღალოსნების მატჩისწინა პრესკონფერენცია (ვიდეო)
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში, რუსეთი საქართველოს დაუპირისპირდება. რუსი “დათვებისა” და ქართველი “ბორჯღალოსნების” მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე, კალინინგრადში გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა, რუსეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნები რუსეთის წინააღმდეგ დაირაზმნენ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში, რუსეთი საქართველოს უმასპინძლებს. რუსი “დათვებისა” და ქართველი “ბორჯღლოსნების” დაპირისპირება 20 მარტს, კალინინგრადში გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა, რუსეთის წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა. მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. III ტური 20 მარტი. კალინინგრადი. 15:00 (საქ. დრო) რუსეთი – საქართველო […]
რაგბი ევროპა | პირველად კალინინგრადში
18 მარტსს “ბორჯღალოსნები” რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით, ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ კალინინგრადში მიემგზავრებიან, სადაც “დათვებს” (რუსეთის ნაკრების თიკუნი) 20 მარტს, 25-ედ ერკინებიან. მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საინტერესო სტატია განთავსდა. აქამდე რუსებს 24-ჯერ ვეთამაშეთ: 12-ჯერ თბილისში, 5-ჯერ კრასნოდარში (რუსეთი), 3-ჯერ სოჭში (რუსეთი), ერთხელ კრასნოიარსკში (რუსეთი) და სამჯერ ნეიტრალურ მოედანზე – სოპოტში (პოლონეთი), მარიუპოლში (უკრაინა) […]