ოფიციალურად: საქართველოსა და რუსეთის მატჩი გადაიდო
ახლახანს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა განაცხადა, რომ 13 მარტიდან 15 აპრილამდე გასამართი ყველა ღონისძიება გადაიდო. შესაბამისად, 14 მარტს თბილისში, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის დაგეგმილი შეხვედრა აღარ ჩატარდება. კორონავირუსის გამო ვერ გაიმართება U20 (22-28 მარტი) და U18 ევროპის ჩემპიონატები (12-18 აპრილი). ასევე, განვითარების თასის შეხვედრა სერბეთსა და ჩეხეთს შორის.
ბორჯღალოსნები ბრიტანეთში გაემგზავრნენ
8 ნოემბერს გამთენიისას საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები ბრიტანეთში გაემგზავრნენ, სადაც 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, „შემოდგომის ერთა თასში“ მიიღებენ მონაწილეობას. მათ საფრანგეთიდან ლეგიონერები შეუერთდებიან, ჩაუტარდებათ კოვიდ-ტესტები და კონტაქტური ვარჯიშების გამართვის უფლება მხოლოდ ოთხშაბათიდან ექნებათ. ჯგუფები და განრიგი COVID19-ის მსოფლიო პანდემიის გამო, წელს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შორის ტესტ-მატჩების გამართვა შეუძლებელი გახდა. ექვსი ერისა და მსოფლიო რაგბის […]
ლევან მაისაშვილი | წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული რაგბისთვის
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იმ სარგებლებზე ისაუბრა, რაც “შემოდგომის ერთა თასმა” ქართულ რაგბს მისცა. ისტორიული ტურნირი 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა და საქართველომ ინგლისის, უელსის, ირლანდიისა და ფიჯის წინააღმდეგ ითამაშა. მანამდე სამი კვირით ადრე, შოტლანდიასთან გასახურებელი ტესტ-მატჩი ვეთამაშეთ. მსგავსი გამოცდილება ბორჯღალოსნებს აქამდე არასდროს ჰქონიათ. უფრო კონკრეტულად, დამოუკიდებლობის პირველ 10-წლეულში ვთამაშობდით ყაზახეთთან, ლატვიასთან, შვეიცარიასთან, […]
რაგბი ევროპა | კალინინგრადში იტალიელები იმსაჯებენ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში, რუსეთი საქართველოს უმასპინძლებს. რუსი “დათვებისა” და ქართველი “ბორჯღალოსნების” შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. 20 მარტს კალინინგრადში საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართ შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მოედნის მსაჯი ანდრეა პიარდია, რომელიც გასული წლის მიწურულს, ბორჯღალოსანთა ორ მატჩზე […]
Macron საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა
საქართველოს რაგბის კავშირსა და ეკიპირების მწარმოებელ ფირმა Macron-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, Macron-ი საქართველოს რაგბის კავშირის ახალი სპონსორია. Macron-თან გაფორმებული სასპონსორო ხელშეკრულების დეტალები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
საოცარი ტალანტი – ნინიაშვილი ბრიტანული მედიის რჩეულთა შორის მოხვდა
გავლენიანი ბრიტანული მედია საშუალება – The Mirror შემოდგომის ტესტ მატჩების წინ 10 რჩეულ მორაგბეს ასახელებს და გულშემატკივარს მათზე დაკვირვებას ურჩევს. ბრიტანული გამოცემის რჩეულთა შორის, ტიერ 1-ის წარმომადგენლებთან ერთად დავით ნინიაშვილიც მოხვდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ლიონის” ფულბეკმა ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად არაერთი მაღალი დონის პერფორმანსი შემოგვთავაზა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ნიდერლანდების წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, […]
სერგეი ჩუპროვი | საქართველოსი არ უნდა გვეშინოდეს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველო რუსეთს დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” მატჩი 27 თებერვალს, “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 თებერვალს 250-ე ტესტ-მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნებს” “დათვებთან” ზედიზედ 24 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” 2023 […]
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 8 ერი იასპარეზებს
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. 🏆 🇪🇺 | What a season. Here is the final […]
შემოდგომის ტესტ-მატჩები | ბორჯღალოსნების სამივე მეტოქე ცნობილია!
იტალიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვების მოპოვების შედეგად, ამაღლებულ ნოტაზე დასრულებული ზაფხულის ტესტ-მატჩების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს მორიგი სასიხარულო სიახლე ელის. შემოდგომის ტესტ-მატჩების ეგიდით გასამართ შეხვედრებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამივე მეტოქის ვინაობა ცნობილი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნოემბერში, “ბორჯღალოსნები” ურუგვაის, სამოასა და უელსს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ პირველი 2 დაპირისპირება თბილისში გაიმართება, დასკვნით ტესტ-მატჩში კი საქართველოს ნაკრები უელსს ესტუმრება. […]
ინგლისის რაგბის კავშირმა ედი ჯონსი გაათავისუფლა
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ედი ჯონსი ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიელ სპეციალისტს სტივ ბორთვიკი ჩაანაცვლებს. შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით გამართული ტესტ-მატჩების ჩაგდება – განსაკუთრებით დასკვნით შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკასთან განცდილი მარცხი (13:27) ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ჯონსი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, ედი ჯონსი “წითელი ვარდების” […]
რაგბი ევროპამ ტაბუცაძის ლელო გამოარჩია | VIDEO
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მოგვევლინა. ესპანეთში, ბადახოსში გამართულ ფინალში, “ბორჯღალოსნებმა” პორტუგალია 38:11 დაამარცხეს. რაგბი ევროპამ 2023 წლის ჩემპიონატის ფინალების 5 საუკეთესო ლელო გამოავლინა, სადაც პირველ ადგილს აკაკი ტაბუცაძის მიერ, პორტუგალიის წინააღმდეგ დადებული ლელო იკავებს.