RugbyInsideLine | საქართველოს მოგებათა შთამბეჭდავი სერია
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთმა საქართველოს უმასპინძლა. მადრიდში გამართული მატჩი, მოლოდინისამებრ დრამატული გამოდგა. ესპანელების სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ “ლომებმა” “ბორჯღალოსნებს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რიგ ეპიზოდებში გვარიანადაც ანერვიულეს – ესპანეთის მედგარი ბრძოლის მიუხედავად, დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 19:25 დასრულდა. ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. “ლომებს” უკანასკნელ […]
ოფიციალურად | 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება
საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო. “შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო” – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში. რადგან თამაში […]
ოლ ბლექსზე უფრო ძლიერი | სამხრეთ აფრიკის ფანების რეაქცია საქართველოსთან მატჩზე (ფოტო)
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩებზე უძლიერეს მეტოქეებს დაუპირისპირდება. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, “სპრინბოქსი” ივლისში ბორჯღალოსნებს ორ მატჩიან ტესტ-სერიაში სამხრეთ აფრიკაში უმასპინძლებს. სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას რაგბის მსოფლიო თასს მიღმა დავუპირისპირდებით. აქამდე “ბოკეს” ერთადერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. მეტოქემ […]
ბორჯღალოსნები | ოპტიმალური რაზმით ნოემბრის ტესტებზე
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის 33-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. შემოდგომას ჩვენი გუნდი ორ თამაშს გამართავს: 14 ნოემბერს ბორდოში საფრანგეთს, საქართველოს დროით 17 საათზე ვეთამაშებით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ლე ბლეს” მსოფლიო თასს მიღმა ვერკინებით. აქამდე ფრანგებთან ერთადერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე გვითამაშია; 20 ნოემბერს ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, არანხუესში ფიჯის ვერკინებით. ლევან მაისაშვილმა გაფართოებულში პრაქტიკულად ყველა […]
ბორჯღალოსნების მატჩისწინა პრესკონფერენცია (ვიდეო)
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში, რუსეთი საქართველოს დაუპირისპირდება. რუსი “დათვებისა” და ქართველი “ბორჯღალოსნების” მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე, კალინინგრადში გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა, რუსეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
გრიგოლ ქერდიყოშვილის ლელო პორტუგალიის წინააღმდეგ | VIDEO
ავსტრალია საქართველოსთვის დაირაზმა
11 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ავსტრალია საქართველოს დაუპირისპირდება. ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბორჯღალოსნებთან დაპირისპირების წინ რაზმი დაასახელა.
შემოდგომის ერთა თასი | ფიჯისთან რევანშისთვის
თუ ფიჯელთა ბანაკში კოვიდ-ინფექცია არ დაფიქსირდება, ბორჯღალოსნები მათ 5 დეკემბერს, “შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით რაუნდში ედინბურგში, ჩვენი დროით 16 საათზე მე-7 ადგილისთვის ერკინებიან. “მფრინავ ფიჯელებს” “ბ” ჯგუფში საფრანგეთის, იტალიის და შოტლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, მაგრამ პირველ მატჩამდე გუნდში კოვიდ-ინფექციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და დროთა განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 29-ს მიაღწია. ტურნირის ორგანიზატორებმა კუნძულელებს ჯგუფური ეტაპის სამივე […]
ბორჯღალოსნები ესპანეთის წინააღმდეგ დაირაზმნენ (შემადგენლობა)
ერთა თასის 2021 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთი საქართველოს უმასპინძლებს. ესპანელი “ლომებისა” და ქართველი “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება, 14 მარტს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა ესპანეთის წინააღმდეგ “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა. მაისაშვილის რაზმში მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
რაგბი ევროპა | საქართველო 16:7 რუსეთი
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. თბილისში, “მიხეილ მესხის” სტადიონზე გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით, ანგარიშით 16:7 დასრულდა. საქართველოსა და რუსეთს შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება […]
Rugby Europe ბორჯღალოსნების ამომავალ ვარსკვლავს ვრცელ სტატიას უძღვნის
რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის – დავით ნინიაშვილის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. “გაოცებული და აღტაცებული” ამომავალი ვარსკვლავი – დავითს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში მეტი გამოცდილების მიღება სურს. 2020 წლის 29 ნოემბერს, “შემოდგომის ერთა თასზე” ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 18-წლის ამომავალი ვარსკვლავის დებიუტი შედგა. დავით ნინიაშვილმა აიხდინა ოცნება, რომელიც ჯერ კიდევ […]
ლეგიონერები | გიორგი ცუცქირიძე ბრუნდება!
ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. ის “ორიაკის” მარქაფაშია და 9 აპრილს “ნევერის” წინააღმდეგ ითამაშებს. 24 წლის მორაგბეს ბოლო ორი წელია ტრავმები მოუმრავლდა. მან ჯერ 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, სამხრეთ აფრიკულ “საუზერნ კინგსთან” მოსამზადებელ მატჩში წვივი მოიტეხა, მერე კოვიდ-პანდემიამ შეაჩერა, მიმდინარე სეზონისთვის მზადების პერიოდში კი, მარცხენა ფეხის ჯვარედინი […]