რაგბი ევროპა | აღდგენა და მზადება რუსეთისთვის
მადრიდში ესპანეთთან 25:19 მოგების შემდეგ, ბორჯღალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ და “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე დაბინავდნენ. რუსეთთან გაასმართი მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკმაოდ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. გუნდი 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 20 მარტს საქართველოს დროით 15 საათზე) კალინინგრადში რუსეთთან გამართავს. შეგახსენებთ, წლევანდელი რაგბი ევროპის ჩენმპიონატი ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის […]
რაგბი ევროპა | კალინინგრადში იტალიელები იმსაჯებენ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში, რუსეთი საქართველოს უმასპინძლებს. რუსი “დათვებისა” და ქართველი “ბორჯღალოსნების” შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. 20 მარტს კალინინგრადში საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართ შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მოედნის მსაჯი ანდრეა პიარდია, რომელიც გასული წლის მიწურულს, ბორჯღალოსანთა ორ მატჩზე […]
ოთარ გიორგაძე | გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე “ბორჯღალოსანთა” მესამეხაზელის – ოთარ გიორგაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. 25 წლის მორაგბემ დაზიანება 3 იანვარს, ‘სტად ფრანსესთან’ მატჩში მიიღო. იყო შანსი, რომ გიორგაძეს მკურნალობის და სპეციალური პროცედურების შემდეგ, თამაში მალევე გაეგრძელებინა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ის მუდმივი საფრთხის ქვეშ იქნებოდა და ამიტომ, ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა: “დაზიანება […]
RugbyInsideLine | საქართველოს მოგებათა შთამბეჭდავი სერია
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთმა საქართველოს უმასპინძლა. მადრიდში გამართული მატჩი, მოლოდინისამებრ დრამატული გამოდგა. ესპანელების სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ “ლომებმა” “ბორჯღალოსნებს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რიგ ეპიზოდებში გვარიანადაც ანერვიულეს – ესპანეთის მედგარი ბრძოლის მიუხედავად, დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 19:25 დასრულდა. ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. “ლომებს” უკანასკნელ […]
რაგბი ევროპა | ბრძოლა და გამარჯვება მადრიდში
ესპანელმა “ლომებმა” მადრიდში ბორჯღალოსნებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და თამაშში ბოლო წამებამდე დარჩნენ, თუმცა ქართველ მორაგბეებს თავდადება დაუფასდათ და 25:19 მოიგეს. ეს იყო 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა, რომელიც ასევე 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპია. საფრანგეთის საგზურს, რაგბი ევროპის ორი მოწინავე (2021 და 2022 წლების ჩემპიონატის ჯამით) მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფში ჩაერთვება. […]
ჯალაღონიას ლელო ესპანეთის წინააღმდეგ (ვიდეო)
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების შემადგენლობა ესპანეთთან
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გასულ შაბათს პორტუგალიაში 29:16 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილებაა. მათგან ერთი ტრავმითაა გამოწვეული – ბექა საღინაძე გასულ შაბათს დაშავდა და ისვენებს, სხვა შემთხვევებში კი, მწვრთნელებმა როტაციის პრინციპით ისარგებლეს: „გაფართოებულ რაზმში 32 მორაგბე გვყავს და ვცდილობთ შემადგენლობა ისე დავაბალანსოთ, რომ ყველას მივცეთ სათამაშო […]
ბორჯღალოსნები ესპანეთის წინააღმდეგ დაირაზმნენ (შემადგენლობა)
ერთა თასის 2021 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთი საქართველოს უმასპინძლებს. ესპანელი “ლომებისა” და ქართველი “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება, 14 მარტს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა ესპანეთის წინააღმდეგ “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა. მაისაშვილის რაზმში მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
ბორჯღალოსნების წინასამატჩო კომენტარები (ვიდეო)
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ესპანელი “ლომებისა” და “ბორჯღალოსნების დაპირისპირება, 14 მარტს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება. ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა კომენტარები გააკეთეს:
რაგბი ევროპა | ესპანეთში გამგზავრებამდე
ბორჯღალოსნები პორტუგალიიდან ესპანეთში მიემგზავრებიან, სადაც მასპინძლებთან 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს გამართავენ. მადრიდში შეხვედრა 14 მარტს, საქართველოს დროით 15:45 საათზე დაიწყება. პირველ ტურში საქართველომ პორტუგალიას ლისაბონში ხუთი ლელო გაუტანა და ბონუსით, 29:16 დაამარცხა. ესპანეთი პირველ ტურში ისვენებდა. 6 მარტის მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნები პორტუგალიაში, სპორტულ ბაზაზე დაბრუნდნენ […]
რაგბი ევროპა | მზადება ესპანეთისთვის
ბორჯღალოსნები პორტუგალიაში რჩებიან და 14 მარტს მადრიდში, ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. ლისაბონში პორტუგალიასთან 29:16 მოგებული მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდი ადგილობრივ სპორტულ ბაზაზე დაბრუნდა და მომდევნო მატჩისთვის საუკეთესო პირობებში ემზადება. პირველი ორი დღე რეაბილიტაციას და აღდგენას დაეთმო, ორშაბათს მსუბუქი, ხოლო დღეს დაბალი ინტენსივობის ორი ვარჯიში ჩატარდა. ხვალ და ზეგ ბორჯღალოსნებს დატვირთული დღეები ექნებათ, პარასკევს კი მადრიდში […]