Rugby Europe | მორიგი ქართველი ამომავალი ვარსკვლავი მამის კვალდაკვალ
რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კიდევ ერთი ამომავალი ქართველი ვარსკვლავის – მიხეილ ალანიას შესახებ სტატია გამოქვეყნდა. თავდაპირველად, რაგბი ევროპა დავით ნინიაშვილის პროგრესით იყო აღფრთოვანებული და 18-წლის ქართველ მორაგბეს საკმაოდ ვრცელი და საინტერესო სტატია მიუძღვნა. დავით ნინიაშვილის შემდეგ, რაგბი ევროპის ყურადღების ცენტრში მიხეილ ალანია მოექცა, რომელიც 7 თებერვალს, რუსეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის გაფართოებულ შემადგენლობაშია შეყვანილი. მიხეილ ალანია […]
ბორჯღალოსნების კაპიტანი მომავალ ბორჯღალოსნებთან
ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ბავშვთა რაგბის გუნდ ‘მართვეს’ ეწვია და როგორც თავად აღნიშნა, “მომავალ ბორჯღალოსნებთან” ერთად ითამაშა. კაპიტანსა და დამწყებ მორაგბეებს შორის, უხერხულობის მომენტი პრაქტიკულად მისალმებისთანავე გაიფანტა. გასახურებლად შარიქაძემ ბავშვებს რამდენიმე სახალისო ვარჯიში შეასრულებინა, რის შემდეგაც ასაკობრივი ნიშნით რამდენიმე 4-5-ბავშვიანი გუნდი ჩამოყალიბდა და თამაშები გაჩაღდა. გუნდებს ერთის მხრივ ემატებოდა მერაბ შარიქაძე, მეორეს მხრივ ‘მართვეს’ მთავარი […]
The Guardian | საქართველო საუკეთესოთა შორის და იტალიაზე წინ
“შემოდგომის ერთა სერიის” ეგიდით გამართული ნოემბრის ტესტ-მატჩების დასრულების შემდეგ, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian ვრცელ შემაჯამებელ სტატიას აქვეყნებს. რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ევროპის უძლიერეს ერებს შორის, ბრიტანელები საქართველოს ასახელებენ და იტალია ჩამონათვალში ვერ მოხვდა. 14 ნოემბერს, ბორდოში, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა საქართველო 41:15 დაამარცხა. “ბორჯღალოსანთა” სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა მორაგბეებმა […]
იტალიასთან ზელანდიელი გვიმსაჯებს
9 ივლისს საქართველოში, ბორჯღალოსნებისა და იტალიის ტესტ-მატჩს ახალ ზელანდიელი რეფერი ბრენდონ პიკერილი იმსაჯებს. 32 წლის რეფერი 2016 წლიდან ზე-რაგბის (Super Rugby) მსაჯია, ხოლო 2017 წლიდან ტესტ-მატჩებს მსაჯობს. 2019 წლის მსოფლიო თასზე ის ასისტენტად მუშაობდა. პიკერილს ბორჯღალოსნების შეხვედრა აქამდე არასდროს უმსაჯია. კიდეებიდან მას ინგლისელი ადამ ლეალი და უელსელი ადამ ჯონსი დაეხმარებიან. მსოფლიო რაგბმა ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მსაჯები […]
მარკ ჰეინს დენიელი – ქართული რაგბი და ეკონომიკური ეფექტი
ბორჯღალოსნების ტრიუმფალურ გამარჯვებას იტალიასთან (28:19) ცნობილი ბიზნესმენი, წიგნების ავტორი და მსოფლიო ბიზნეს-ტელეარხების ანალიტიკოსი მარკ ჰეინს დენიელი ესწრებოდა. მან საქართველოსთან ერთად იზეიმა ეს უდიდესი წარმატება, ჩვენთან ინტერვიუში კი იმ ეკონომიკურ ეფექტზე ისაუბრა, რომლის მოტანაც ჩვენი ქვეყნისთვის ქართულ რაგბს შეუძლია. – საქართველოს მიერ ბათუმში იტალიის დამარცხებას უცხოურ მედიაში არნახული გამოხმაურება მოჰყვა, რამდენად არის შესაძლებელი ამ მომენტის მონეტიზაცია ქართული რაგბისთვის? – იტალიაზე გამარჯვების […]
“მაისაშვილი თითოეულ მორაგბეზე ისე ზრუნავს, როგორც საკუთარ შვილზე” – მამუკა გორგოძე
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების, ფრანგული “მონპელიესა” და “ტულონის” ლეგენდა – მამუკა გორგოძე, Rugger.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში, საინტერესო თემების შესახებ საუბრობს და ლევან მაისაშვილის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. მომენტი, როდესაც მამუკა გორგოძემ ტულონის გასახდელში დანა ამოიღო იძულებული ვიყავი შემძულებოდა მოწინააღმდეგე, რათა გავძლიერებულიყავი კარიერის სტარტის, “მონპელიეს”, “ტულონისა” და ბერნარ ლაპორტის შესახებ საუბრის შემდეგ, გორგოძემ “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელის […]
“ასეთ აღიარებას არ ველოდი და ძალიან ბედნიერი ვარ” – დავით ნინიაშვილი
ბორჯღალოსნებისა და ‘ლიონის’ ახალგაზრდა ვარსკვლავი, 20 წლის უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მ „ოსკარით“ დააჯილდოვა. გამოცემის მიერ ორგანიზებული წლის საუკეთესო მორაგბის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია 70-ედ გაიმართა. ამ პერიოდში ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელი „ოსკარის“ მფლობელი ერთადერთხელ გახდა და ის ქართველი ლეგენდა მამუკა გორგოძე (რომელიც ორი სხვადასხვა “ოსკარის” მფლობელია) იყო, ახლა კი ეს […]
კოლელიშვილი რაგბიდან 1 წლით წავიდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, ვიტო კოლელიშვილი ტვინის შერყევის სიმრავლის გამო იძულებული გახდა, რომ 1-წლიანი პაუზა აეღო. 29 წლის “ბორჯღალოსანმა” ბოლოს 2018 წლის ოქტომბერში ითამაშა, თუმცა მაშინაც მე-6 წუთზე შესაცვლელი გახდა და მოედანზე გასვლა მარტამდე აეკრძალა. როგორც ცნობილია, ვიტო ტკივილებმა ვარჯიშის განახლების შემდეგ ისევ შეაწუხა. კოლელიშვილმა საბოლოოდ ექიმებთან ერთად 1 წლით დასვენება და სრულად გამოჯანმრთელებმა გადაწყვიტა. […]
ბორჯღალოსნები უელსისთვის დაირაზმნენ (შემადგენლობა)
ორშაბათს, 23 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში ტოიოტაში უელსს დაუპირისპირდება. რამდენიმე წუთის წინ კი “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა – მილტონ ჰეიგმა 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.
აკა ტაბუცაძის პოკერი ბელგიასთან (ვიდეო)
გაფართოებული რაზმი შოტლანდიისა და რუსეთის წინააღმდეგ
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ჯამში 38 მორაგბე მოემზადება, რომელთაგან 22 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა. 14 ნოემბრიდან ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასში“ ჩაერთვებიან, სადაც 14 ნოემბერს […]