ლეგიონერები | გიორგი ცუცქირიძე ბრუნდება!
ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა და მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. ის “ორიაკის” მარქაფაშია და 9 აპრილს “ნევერის” წინააღმდეგ ითამაშებს. 24 წლის მორაგბეს ბოლო ორი წელია ტრავმები მოუმრავლდა. მან ჯერ 2019 წლის მსოფლიო თასის წინ, სამხრეთ აფრიკულ “საუზერნ კინგსთან” მოსამზადებელ მატჩში წვივი მოიტეხა, მერე კოვიდ-პანდემიამ შეაჩერა, მიმდინარე სეზონისთვის მზადების პერიოდში კი, მარცხენა ფეხის ჯვარედინი […]
ბორჯღალოსნები რუსეთის წინააღმდეგ დაირაზმნენ
14 მარტს, “მიხეილ მესხის სტადიონზე” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ რაზმი დაასახელა: აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსანთა მე-4 ცენტურინი ლაშა მალაღურაძე გახდება, რომელიც ცენტრში კვლავ დავით კაჭარავას შეუწყვილდება. წყარო: GeorgianRugby
სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მეორე ტესტი გაუქმდა
სამწუხაროდ, ბორჯღალოსნებსა და სპრინგბოქსს შორის 9 ივლისს გასამართი სერიის მეორე მატჩი COVID 19-ის გამო გაუქმდა. გეგმიურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე ნაკრების ბანაკში ვირუსის არსებობა დააფიქსირა. პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოებას ემსახურება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და იოჰანესბურგში თამაში აღარ შედგება. მიუხედავად იმისა, რომ COVID 19 ბორჯღალოსნების ბანაკშიც დაფიქსირდა, გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო […]
საქართველოსგან ბრწყინვალე პერფორმანსს ველით | ნიენაბერმა “სპრინგბოქსის” შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. “ბორჯღალოსნები” 2 და 9 ივლისს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, “სპრინგბოქსი” პირველ ტესტ-მატჩს გამართავს. სამხრეთ აფრიკის მორაბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა უძლიერეს შემადგენლობას უხმო. შემადგენლობა: 15. ვილი ლე რუ, 14. როსკო სპეკმანი, 13. ჯესე კრილი, 12. ფრანს შტეინი, 11. აპელელე ფასი, 10. ანდრე […]
შემოდგომის ერთა თასი | ფიჯისთან გორგაძე და ხმალაძე გამოირიცხა
“შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით მატჩში, ბორჯღალოსნებს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე დააკლდება. საქართველო 5 დეკემბერს, ჩვენი დროით 16 საათზე ფიჯის ედინბურგში მე-7 ადგილისთვის ერკინება. 24 წლის გორგაძემ, რომლის ანგარიშზე 31 კეპია, მუხლი კვირას, ირლანდიასთან დაიზიანა. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ბექა საოპერაციო არ გახდება: “გორგაძეს დღეს (ოთხშაბათს) სურათს გადაიღებს და ტრავმის სიმძიმე და […]
რაგბი | საქართველო Vs. შოტლანდია გაუქმებულია
სამწუხაროდ, 17 ივლისს „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩი ვეღარ შედგება. მიზეზი COVID 19-ია, რომელმაც მანამდე სამხრეთ აფრიკასთან 9 ივლისს გასამართი მეორე შეხვედრა ჩაშალა. გამოკვლევების შედეგად ბორჯღალოსნების ბანაკში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა და მანამდე ინფიცირებული წევრების მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა COVID 19-ს თავისი პროტოკოლი აქვს. შინ დაბრუნებული, არაინფიცირებული ბორჯღალოსნები 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა იყვნენ და […]
ჯე ი რა ნი – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ორიგინალური ვარჯიში | VIDEO
“შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით გასამართი მატჩების წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “შევარდენის” სარაგბო ბაზაზე შეიკრიბა. საქართველოს რაგბის კავშირის Instagram-მ გვერდზე ქართველი მორაგბეების ვარჯიშის სახალისო კადრები გავრცელდა. View this post on Instagram A post shared by GeorgianRugby (@georgianrugby)
ბორჯღალოსნების შემადგენლობა ნიდერლანდებთან
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნიდერლანდებთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მასში ერთი დებიუტანტია – მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი. 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის (რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა) დასკვნითი შეხვედრა 26 ივნისს, 17 საათზე თელავში, “კავკასიონი არენაზე” გაიმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბორჯღალოსნები კახეთის რეგიონში ითამაშებენ. ნიდერლანდებთან აქამდე 4-ჯერ გვითამაშია. პირველი შეხვედრა შორეულ 1995 წელს […]
შემოდგომის ერთა თასის ფინალური ტური | საქართველო Vs. ფიჯი
შემოდგომის ერთა თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა A-ჯგუფში ინგლისის, უელსისა და ირლანდიის წინააღმდეგ იასპარეზა. 6-ერის ძლევამოსილი წარმომადგენლებისა და მსოფლიოს სარაგბო ელიტის ერების წინააღმდეგ, “ბორჯღალოსნები” მატჩიდან მატჩამდე ვითარდებოდნენ – ინგლისთან და უელსთან უქულო მარცხის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიას მედგარი ბრძოლა გაუმართა და 23:10 დამარცხდა. ირლანდიის წინააღმდეგ ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის გამო, ქართველი […]
ირლანდია – საქართველო | შეტევა, თამაშის მართვა და პროგრესი
ბორჯღალოსნებმა “შემოდგომის ერთა თასზე” ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს, ირლანდიასთან ბოლომდე დარჩნენ თამაშში და რომ არა შეცდომები, შედეგიც სხვა იქნებოდა. მეტოქემ პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა და ორივე შემთხვევაში, შეტევა ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს მოყვა. პირველ ტაიმში ერთი ლელო გაიტანეს ბორჯღალოსნებმაც – “შემოდგომის ერთა თასზე” პირველი ქულები გიორგი კვესელაძის შესანიშნავ გარღვევას მოყვა. აქამდე ტურნირზე ირლანდიას სულ […]
რაგბი ევროპა | საქართველო რუმინეთის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პრინციპულ შეხვედრაში, რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 12 მარტს, 19:30 საათზე, ბუქარესტში გასამართი მატჩის წინ, რუმინულმა მხარემ გულშემატკივარზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა და იმედს გამოთქვამს, რომ პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირება სავსე ტრიბუნების ფონზე წარიმართება. რუმინეთთან გასამართ შეხვედრას პრინციპულად მოეკიდა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელმაც “ბორჯღალოსნების” უძლიერესი […]
ედი ჯონსის ექსპერიმენტი – 9 ფორვარდი ბორჯღალოსნების წინააღმდეგ
“შემოდგომის ერთა თასის” A-ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. 14 ნოემბერს, “თვიქენჰემზე” გასამართი მატჩის წინ, ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა – ედი ჯონსმა, განაცხადა რომ შესაძლოა “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ 9 ფორვარდი და 6 ბექი გამოიყენოს. ედი ჯონსმა 2014 და 2015 წლებში საქართველოს წინააღმდეგ გამართული დაპირისპირებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ერთ-ერთი […]