2023 წლის რაგბის მსოფლიო თასი საფრანგეთი – ახალი ზელანდიის მატჩით გაიხსნება
სულ ახლახანს, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის თამაშების განრიგი (კალენდარი) გამოქვეყნდა. მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძელი საფრანგეთის ნაკრების თამაში გახსნის, რომელიც ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 2023 წლის 8 სექტემბერს, სტადიო “სტად ფრანსზე” შედგება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა, რაც ნამდვილად დიდი ვარაუდით მოხდება, “ბორჯღალოსნების” განრიგი შემდეგი იქნება: 9 სექტემბერი: ავსტრალია – […]
ბექა გორგაძე | რეაბილიტაცია წინსწრებით
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ბექა გორგაძის ტრავმასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ბორდოს” მორაგბის სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და შესაძლოა გორგაძე სეზონის დასრულებამდე მზად იყოს. “რეაბილიტაცია ისე კარგად მიდის, რომ უკეთესს ვერც ვინატრებდი და ძალიან გახარებული ვარ” – ამბობს ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე, რომელიც 29 ნოემბერს, “შემოდგომის ერთა თასზე” […]
რაგბი ევროპა | 2021 წლის კალენდარი
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების კალენდარი განთავსდა. ბორჯღალოსნები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხ შეხვედრას მარტში გამართავენ, ერთს კი ივნისის მიწურულს. შეგახსენებთ, COVID-19-ის მსოფლიო პანდემიამ რაგბის კალენდარი თავდაყირა დააყენა და შარშან რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშება ვერ დასრულდა. ბოლო ტურის ორი გადადებული მატჩი ამა წლის თებერვალში გაიმართა, ბელგია კი […]
რაგბი ევროპა | საქართველო 16:7 რუსეთი
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. თბილისში, “მიხეილ მესხის” სტადიონზე გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით, ანგარიშით 16:7 დასრულდა. საქართველოსა და რუსეთს შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება […]
რუსეთი დამარცხებულია – საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასს აღმართავს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსი “დათვები” 16:7 დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი აღმართეს. უინტერესო და უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში “ბორჯღალოსნებმა” ანგარიში გახსნეს. ლელოთი თავი ვასკა ლობჟანიძემ გამოიჩინა, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა. რამდენიმე წუთში კი თედო აბჟანდაძემ თავი ჯარიმით გამოიჩინა და 10:0 გახადა. მატჩის 61-ე წუთზე რუსეთის ნაკრებმაც მოახერხა […]
ვასკა ლობჟანიძის ლელო და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა (ვიდეო)
ბორჯღალოსნების ემოციური ჰიმნი რუსეთთან თამაშამდე (ვიდეო)
პრინციპული მატჩი – ბორჯღალოსნებმა რუსეთთან გამარჯვების ტრადიცია უნდა გააგრძელონ (პრევიუ)
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, 2020 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეხუთე ტურის გადადებული შეხვედრისთვის ემზადება. „ბორჯღალოსნები“ რუსებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა, ჯერ კიდევ, 2020 წლის მარტში უნდა გამართულიყო და რუსეთის ნაკრები თბილისშიც კი იმყოფებოდა, თუმცა Covid 19-ის გავრცელების პრევენციის გამო, შეხვედრა გადაიდო. მატჩი 7 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი მაყურებლის გარეშე, ცარიელი […]
Rugby Europe | მორიგი ქართველი ამომავალი ვარსკვლავი მამის კვალდაკვალ
რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კიდევ ერთი ამომავალი ქართველი ვარსკვლავის – მიხეილ ალანიას შესახებ სტატია გამოქვეყნდა. თავდაპირველად, რაგბი ევროპა დავით ნინიაშვილის პროგრესით იყო აღფრთოვანებული და 18-წლის ქართველ მორაგბეს საკმაოდ ვრცელი და საინტერესო სტატია მიუძღვნა. დავით ნინიაშვილის შემდეგ, რაგბი ევროპის ყურადღების ცენტრში მიხეილ ალანია მოექცა, რომელიც 7 თებერვალს, რუსეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის გაფართოებულ შემადგენლობაშია შეყვანილი. მიხეილ ალანია […]
საქართველო რუსეთის მატჩის მსაჯთა ბრიგადა კვლავ შეიცვალა
პორტუგალიური Record.Pt და რუსული Rugger.Info საქართველო რუსეთის მატჩთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ. მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მატჩის მსაჯთა ბრიგადა მეორედ შეიცვალა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, “ბორჯღალოსნები” რუსეთს უმასპინძლებენ. საქართველოს და რუსეთის დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვა. “ბორჯღალოსნებმა” რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების ჩემპიონის ტიტული ნაადრევად მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, […]
საქართველო – რუსეთი | მედია საშუალებების საყურადღებოდ
საქართველო რუსეთის მატჩთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირი მედია საშუალებებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საქართველოს რაგბის კავშირი ხაზგასმით აღნიშნავს მედია საშუალებების დიდ როლს საქართველოში რაგბის განვითარების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერაში. საქართველოს რაგბის კავშირის სპეციალური განცხადება შეგიძლიათ იხილოთ კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. “საქართველოს რაგბის კავშირი ხაზგასმით ავღნიშნავთ მედია საშუალებების დიდ როლს საქართველოში რაგბის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერაში. ჩვენ ვაფასებთ და პატივს […]
“საქართველოს ნაკრების დამარცხების შემთხვევაში, მსურს პუტინს შევხვდე და გადმომცეს გმირის წოდება…”- რუსეთის მწვრთნელი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2021 წლის პირველ დაპირისპირებაში, რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს გამართავს. რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშების დასკვნითი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” თბილისის დროით, 15:00 საათზე გაიმართება. ცნობილი რუსული სარაგბო საიტი “rugger.info”, რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის – ლინ ჯონსის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების […]