ბორჯღალოსნები ბრიტანეთში გაემგზავრნენ
8 ნოემბერს გამთენიისას საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები ბრიტანეთში გაემგზავრნენ, სადაც 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, „შემოდგომის ერთა თასში“ მიიღებენ მონაწილეობას. მათ საფრანგეთიდან ლეგიონერები შეუერთდებიან, ჩაუტარდებათ კოვიდ-ტესტები და კონტაქტური ვარჯიშების გამართვის უფლება მხოლოდ ოთხშაბათიდან ექნებათ. ჯგუფები და განრიგი COVID19-ის მსოფლიო პანდემიის გამო, წელს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შორის ტესტ-მატჩების გამართვა შეუძლებელი გახდა. ექვსი ერისა და მსოფლიო რაგბის […]
ლევან მაისაშვილი | წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული რაგბისთვის
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იმ სარგებლებზე ისაუბრა, რაც “შემოდგომის ერთა თასმა” ქართულ რაგბს მისცა. ისტორიული ტურნირი 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა და საქართველომ ინგლისის, უელსის, ირლანდიისა და ფიჯის წინააღმდეგ ითამაშა. მანამდე სამი კვირით ადრე, შოტლანდიასთან გასახურებელი ტესტ-მატჩი ვეთამაშეთ. მსგავსი გამოცდილება ბორჯღალოსნებს აქამდე არასდროს ჰქონიათ. უფრო კონკრეტულად, დამოუკიდებლობის პირველ 10-წლეულში ვთამაშობდით ყაზახეთთან, ლატვიასთან, შვეიცარიასთან, […]
რაგბი ევროპა | კალინინგრადში იტალიელები იმსაჯებენ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში, რუსეთი საქართველოს უმასპინძლებს. რუსი “დათვებისა” და ქართველი “ბორჯღალოსნების” შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. 20 მარტს კალინინგრადში საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართ შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მოედნის მსაჯი ანდრეა პიარდია, რომელიც გასული წლის მიწურულს, ბორჯღალოსანთა ორ მატჩზე […]
Macron საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა
საქართველოს რაგბის კავშირსა და ეკიპირების მწარმოებელ ფირმა Macron-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, Macron-ი საქართველოს რაგბის კავშირის ახალი სპონსორია. Macron-თან გაფორმებული სასპონსორო ხელშეკრულების დეტალები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
საოცარი ტალანტი – ნინიაშვილი ბრიტანული მედიის რჩეულთა შორის მოხვდა
გავლენიანი ბრიტანული მედია საშუალება – The Mirror შემოდგომის ტესტ მატჩების წინ 10 რჩეულ მორაგბეს ასახელებს და გულშემატკივარს მათზე დაკვირვებას ურჩევს. ბრიტანული გამოცემის რჩეულთა შორის, ტიერ 1-ის წარმომადგენლებთან ერთად დავით ნინიაშვილიც მოხვდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ლიონის” ფულბეკმა ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად არაერთი მაღალი დონის პერფორმანსი შემოგვთავაზა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ნიდერლანდების წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, […]
სერგეი ჩუპროვი | საქართველოსი არ უნდა გვეშინოდეს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველო რუსეთს დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” მატჩი 27 თებერვალს, “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 თებერვალს 250-ე ტესტ-მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნებს” “დათვებთან” ზედიზედ 24 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” 2023 […]
ლევან მაისაშვილი: “ამ გამარჯვებით მომავალში ძალიან დიდი თავდაჯერებულობა გვექნება…”
10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (28:19). საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, „ბორჯღალოსანთა“ გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელ წლებში, „ბორჯღალოსანთა“ პროგრესისა და 6 ერში იტალიის სუსტი ასპარეზობის ფონზე, სარაგბო სამყარო უპრესტიჟულესი ევროპული სარაგბო სანაკრებო ტურნირის ფორმატის ცვლილების […]
მეტოქე | უელსი – ექვს წელიწადში მეოთხედ
უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ბორჯღალოსნები „დრაკონებს“ მეექვსედ ერკინებიან. 2022 წლის შემოდგომის ტესტებს საქართველო 19 ნოემბერს, „ფრინციფალითიზე“ უელსთან ასრულებს. შეხვედრა ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება. უელსში რაგბის თამაში 172 წლის წინ (1850 წელს) დაიწყეს, ნაკრები კი პირველად 1881 წელს შეკრიბეს და ინგლისს ეთამაშნენ. „დრაკონებმა“ ყველაზე დიდი სხვაობით, 2004 წელს იაპონია დაამარცხეს 98:0, თავად კი სარეკორდო მარცხი […]
რაგბი ევროპა | ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო
ბორჯღალოსნები 33 კაცის შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის განახლებული ფორმატის თანახმად, 8-გუნდიანი ტურნირის ნახევარფინალისტები ჯგუფური ეტაპის დასრულების შედეგად გამოვლინდნენ. თასისთვის ოთხი მათგანი აგრძელებს ბრძოლას – „ბ“ ჯგუფის პირველადგილოსანი პორტუგალია 4 მარტს ესპანეთს უმასპინძლებს, 5 მარტს კი „ა“ ჯგუფის გამარჯვებული საქართველო, „ავჭალაზე“, 16 […]
ინგლისელების ვიდეო მამუკა გორგოძეზე – ქართველის მძიმე ჩხუბები (ვიდეო)
უელსის რაგბის კავშირმა ბორჯღალოსნებს საინტერესო სტატია მიუძღვნა
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი 20 სექტემბერს აიღებს სტარტს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები D-ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯისა და ავსტრალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. D-ჯგუფის პირველ შეხვედრაში, 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე უელსი საქართველოს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნებთან დაპირისპირების წინ, უელსის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებზე საკმაოდ საინტერესო სტატია განთავსდა. “D-ჯგუფის სასტარტო მატჩი კარგ შესაძლებლობას აძლევს […]
რუმინეთი ბორჯღალოსნებთან მატჩისთვის დაირაზმა (შემადგენლობა)
1 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების პირველ ტურსი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება. რამდენიმე წუთის წინ, რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა გახდა ცნობილი.