საღინაძის ლელო ფიჯის წინააღმდეგ (ვიდეო)
ლევან მაისაშვილი | ძალების აღდგენაზე ვართ ფოკუსირებული
დუბლინში “ავივაზე” ირლანდიასთან ნაბრძოლმა ბორჯღალოსნებმა ორშაბათს დაისვენეს, სამშაბათს დაბალი ინტენსივობით ივარჯიშეს და უმეტესი ყურადღება ძალების აღდგენას დაეთმო. საქართველო 5 დეკემბერს ედინბურგში ფიჯის, “შემოდგომის ერთა თასზე” მე-7 ადგილისთვის ერკინება. “რადგან ირლანდიას კვირას ვეთამაშეთ, მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად ჩვეულებრივზე ერთი დღით ნაკლები გვაქვს. რადგან ტურნირის ბოლო კვირაა, ძალების აღდგენაზე ვართ ფოკუსირებული და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ დეტალები. გვაქვს დაბალი და […]
შემოდგომის ერთა თასის ბოლო მატჩი – ბორჯღალოსნები ფიჯისთვის დაირაზმნენ (შემადგენლობა)
შემოდგომის ერთა თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა A-ჯგუფში ინგლისის, უელსისა და ირლანდიის წინააღმდეგ იასპარეზა. 6-ერის ძლევამოსილი წარმომადგენლებისა და მსოფლიოს სარაგბო ელიტის ერების წინააღმდეგ, “ბორჯღალოსნები” მატჩიდან მატჩამდე ვითარდებოდნენ – ინგლისთან და უელსთან უქულო მარცხის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიას მედგარი ბრძოლა გაუმართა და 23:10 დამარცხდა. არავისთვის გასაკვირი არ იყო, რომ საქართველოს მორაგბეთა […]
შემოდგომის ერთა თასი | ფიჯისთან გორგაძე და ხმალაძე გამოირიცხა
“შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით მატჩში, ბორჯღალოსნებს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე დააკლდება. საქართველო 5 დეკემბერს, ჩვენი დროით 16 საათზე ფიჯის ედინბურგში მე-7 ადგილისთვის ერკინება. 24 წლის გორგაძემ, რომლის ანგარიშზე 31 კეპია, მუხლი კვირას, ირლანდიასთან დაიზიანა. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ბექა საოპერაციო არ გახდება: “გორგაძეს დღეს (ოთხშაბათს) სურათს გადაიღებს და ტრავმის სიმძიმე და […]
რაგბის მსოფლიო თასი 2023 | დარჩენილი 8 საგზური და საქართველო
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს საფრანგეთი უმასპინძლებს. რამდენიმე საათის წინ, მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ვრცელი ადგილი დაეთმო. 2019 წელს, იაპონიაში გამართული ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დრამატული რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, 2023 წლის მსოფლიო თასზე მოასპარეზე 12 ერის ვინაობა ცნობილი გახდა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად, დარჩენილი 8 მონაწილის ვინაობა უნდა გაირკვეს. […]
შემოდგომის ერთა თასი | მერაბ შარიქაძის 22 ბოჭვა და ტურის რჩეული სტატისტიკა
“შემოდგომის ერთა თასის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მესამე რაუნდი ციფრებით შეაფასა და ბოჭვებში ბორჯღალოსანთა კაპიტანი მერაბ შარიქაძე გამოარჩია. “მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ვერ შეძლო ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვება, მან ირლანდიას მძლავრი და დაუნდობელი თამაში შესთავაზა, რაშიც დიდი როლი გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე ლელომ შეასრულა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოლეს და 219 ბოჭვა შეასრულეს – გაუფუჭდათ მხოლოდ 15. […]
შემოდგომის ერთა თასის ფინალური ტური | საქართველო Vs. ფიჯი
შემოდგომის ერთა თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა A-ჯგუფში ინგლისის, უელსისა და ირლანდიის წინააღმდეგ იასპარეზა. 6-ერის ძლევამოსილი წარმომადგენლებისა და მსოფლიოს სარაგბო ელიტის ერების წინააღმდეგ, “ბორჯღალოსნები” მატჩიდან მატჩამდე ვითარდებოდნენ – ინგლისთან და უელსთან უქულო მარცხის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიას მედგარი ბრძოლა გაუმართა და 23:10 დამარცხდა. ირლანდიის წინააღმდეგ ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის გამო, ქართველი […]
შემოდგომის ერთა თასი | ფიჯისთან რევანშისთვის
თუ ფიჯელთა ბანაკში კოვიდ-ინფექცია არ დაფიქსირდება, ბორჯღალოსნები მათ 5 დეკემბერს, “შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით რაუნდში ედინბურგში, ჩვენი დროით 16 საათზე მე-7 ადგილისთვის ერკინებიან. “მფრინავ ფიჯელებს” “ბ” ჯგუფში საფრანგეთის, იტალიის და შოტლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, მაგრამ პირველ მატჩამდე გუნდში კოვიდ-ინფექციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და დროთა განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 29-ს მიაღწია. ტურნირის ორგანიზატორებმა კუნძულელებს ჯგუფური ეტაპის სამივე […]
შემოდგომის ერთა თასი | საქართველო-ფიჯის მაიკ ადამსონი განსჯის
“შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით რაუნდში, საქართველოსა და ფიჯის შეხვედრას შოტლანდიელი რეფერი, მაიკ ადამსონი განსჯის. 36 წლის მსაჯი 2014 წლამდე საერთაშორისო დონის მოთამაშე იყო. ის სხვადასხვა დროს “გლაზგო უორიორსში” და “ლონდონ სქოთიშში” თამაშობდა. იცავდა შოტლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების (16-იდან 21 წლამდე) ღირსებას, თამაშობდა შოტლანდიის კლუბების ნაკრებში და 7-კაცა ნაკრებში (2006-2011), მსაჯობა კი 2016 წელს დაიწყო. აქამდე […]
მორიგი აღიარება – კვესელაძე მესამე ტურის სიმბოლურში!
შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” ირლანდიას მედგარი ბრძოლა გაუმართეს. მარცხის მიუხედავად (23:10), საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და დადებითი შეფასება დაიმსახურა. რობ კირნისა და ბრაიან ო’დრისკოლის საკმაოდ საინტერესო კომენტარების შემდეგ, გიორგი კვესელაძე გავლენიანმა სარაგბო პორტალმა – planetrugby-მ გამოარჩია და შემოდგომის ერთა თასის, მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. 15. ბრის დულინი […]
ლეგენდარული ბრაიან ო’დრისკოლი გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე თამაშს გამოეხმაურა
შემოდგომის ერთა თასის, მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის ტიტულისთვის სახელოვან ინგლისელ, უელსელ და ფრანგ მორაგბეებთან ერთად, გიორგი კვესელაძე იბრძვის. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა, ირლანდიის წინააღმდეგ 17 ბოჭვა შეასრულა და ბურთით 59 მეტრი მოიგო, რომელიც შესანიშნავი ლელოთი დააგვირგვინა. ირლანდიური და მსოფლიო რაგბის ლეგენდა – ბრაიან ო’დრისკოლი, გიორგი კვესელაძის ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებულია და ევროპულ კლუბებს მის გაფორმებას […]
რობ კირნი – დღევანდელი დღის მთავარი ამბავი საქართველოს ნაკრები იყო
შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში, ირლანდია საქართველოს დაუპირისპირდა. “ავივაზე” გამართული ბრძოლა “სამყურების” გამარჯვებით, ანგარიშით 23:10 დასრულდა. “ბორჯღალოსნების” ბრწყინვალე თამაში სახელოვან ირლანდიელ მორაგბე – რობ კირნის უყურადღებოდ არ დარჩენია. ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში მოხვეჭილი 95 კეპის მფლობელმა საქართველოს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ “ბორჯღალოსნები” 6-ერში ასპარეზობას იმსახურებენ. “ვფიქრობ, ირლანდია პირველ ტაიმში კარგად თამაშობდა […]