რაგბი ევროპის ჩემპიონატი – ბორჯღალოსნებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ
1 თებერვალს რაგბის ევროპის ჩემპიონატი იწყება, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” გაიმართება. როგორც Live.ge-ს “დინამო არენას” სალაროში აცნობეს, ჯერჯერობით გაყიდულია ბილეთების 10%. დინამო არენა 55 ათას ადამიანს იტევს, შესაბამისად მატჩამდე 30 საათით ადრე, გაყიდულია მხოლოდ 5 ათასი ბილეთი, რაც საკმაოდ ცოტაა. რაც ამ მატჩს დამატებით ხიბლს […]
პირველი გამარჯვება მსოფლიო თასზე და ირაკლი მაჩხანელის დიდებული ლელო (ვიდეო)
სკარლეტს პარკზე 3 დებიუტანტით – უელსი საქართველოს წინააღმდეგ დაირაზმა
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, უელსი საქართველოს დაუპირისპირდება. 21 ოქტომბერს, “სკარლეტს პარკზე” გასამართი დაპირისპირების წინ, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – უეინ პივაკმა “დრაკონების” შემადგენლობა დაასახელა. ჯეიმს ბოთამი, კირან ჰარდი და ჯონი უილიამსი “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ პირველ კეპს მოიხვეჭენ. უელსელთა კიდევ ერთი დებიუტანტი – იოან ლოიდი მარქაფაშია. აღსანიშნავია, რომ უელსი საქართველოს ლიდერების გარეშე, […]
რაგბი ევროპა | პრინციპული მატჩი რუსეთის წინააღმდეგ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2021 წლის პირველ დაპირისპირებაში, რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს გამართავს. რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშების დასკვნითი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” თბილისის დროით, 15:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” დაპირისპირება ორჯერ (მარტი, ნოემბერი) გადაიდო. აღსანიშნავია, რომ სატურნირო თვალსაზრისით, 7 თებერვალს გასამართი მატჩის […]
რაგბი ევროპა | მზადება რუმინეთისთვის
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. გასვლაზე მოგებული ზედიზედ სამი შეხვედრის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” პირველ საშინაო მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდებიან. რუმინელ “მუხებთან” დაპირისპირების წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, “ბორჯღალოსანთა” სამზადისის ამსახველი კადრები განთავსდა. კალინინგრადიდან შინ დაბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა ორი დღე დაისვენეს და 28 მარტს რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის […]
ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ
კავკასიონი არენაზე ნიდერლანდების 48:15 დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ, სადაც მსოფლიოს ჩემპიონ “სპრინგბოკსთან” 2 და 9 ივლისს ტესტ-მატჩებს გამართავენ. განვლილ შეხვედრაში მუხლი დაიზიანა და გაფართოებულ რაზმს გამოაკლდა მიხეილ გაჩეჩილაძე. “გაჩეჩილაძის მუხლის დაზიანების ხარისხი 48 საათის შემდეგ გახდება ცნობილი და ის სამხრეთ აფრიკაში ვერ წავიყვანეთ. ფეხი აწუხებს დავით მესხსაც. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე ძალიან […]
ბორჯღალოსნები | 14 ფრანგით “ლე ბლეს” წინააღმდეგ
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთთან გასამართ თამაშამდე 48 საათით ადრე 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში 16 ლეგიონერია – თითო-თითო ინგლისიდან და რუსეთიდან, 14 კი საფრანგეთიდან. ამ 14 მოთამაშიდან 10 ტოპ 14-ის კლუბების ღირსებას იცავს, ოთხი კი პრო დე2-იდანაა. შემადგენლობაში 7 მორაგბეა “შავი ლომიდან”. დავით ნინიაშვილი, რომელიც “ლიონს” ზაფხულში შეუერთდა, ლეგიონერის სტატუსით პირველად ითამაშებს. ტოპ 14-ის […]
მერაბ შარიქაძე | დიდი კრიტიკა მივიღეთ და ძალიან გვინდოდა გულშემატკივარი გაგვეხარებინა
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – მერაბ შარიქაძემ საინტერესო კომენტარი […]
მეოთხე ცენტურიონი ბორჯღალოსნებში – სანდრო თოდუა
პორტუგალიასთან ქუთაისში, „აია არენზე“ გამართული ტესტ-მატჩი მე-100 იყო 34 წლის ფრთის მოთამაშე სანდრო თოდუასთვის. მერაბ კვირიკაშვილის, დავით კაჭარავასა და გიორგი ჩხაიძის შემდეგ, ის მეოთხე ქართველი ცენტურიონია. თოდუას სანაკრებო დებიუტი 20 წლის ასაკში, 2008 წელს ჩეხეთთან 22:3 მოგებულ შეხვედრაში შედგა. ეს ბორჯღალოსნების საიუბილეო, მე-100 მატჩი იყო, 254-ე ტესტში კი უკვე თავად უწია 100-იან ზღვარს, რაც მსოფლიო […]
იოსებ ტყემალაძე – ედი ჯონსთან მოლაპარაკება არ გვაქვს
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ უარყო უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიმდინარეობს მოლაპარაკება ინგლისის ნაკრების ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელ ედი ჯონსთან და მან შესაძლოა ბორჯღალოსნები ჩაიბაროს. „საიდან გაჩნდა მედიაში ეს ინფორმაცია ვერ გეტყვით. ის სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც მე წელიწადნახევრის წინ რაგბის კავშირში მოვედი, მიმდინარეობდა მოლაპარაკება რამდენიმე მაღალი დონის მწვრთნელთან, ისეთებთან როგორიც ედი […]
მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების ტრიუმფს ეხმაურება
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, მსოფლიო რაგბიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სტატია მიუძღვნა: ,,რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის დამარცხებით საქართველომ ისტორიულ წარმატებას მიაღწია და მე-11 ადგილზე გადასვლით კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ტოპ ათეულს. ბორჯღალოსნებს მეტოქემ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში მათი ერთ-ერთი კონკურენტია, ფინალში არაფერი დაუთმო და მატჩის დასრულებამდე 30 წუთით ადრე, ანგარიშში სხვაობა […]