ლევან მაისაშვილი: “შოტლანდიის მატჩთან შედარებით უკეთესი მატჩი გვქონდა…”
სულ ახლახანს, შემოდგომის ერთა თასის პირველი ტურის მატჩი დასრულდა “თვიქენჰემის” სტადიონზე, სადაც საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე ჩემპიონთა 40:0 დამარცხდა. მატჩის შემდგომ კი დღევანდელი მატჩი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა – ლევან მაისაშვილმა შეაფასა. შოტლანდიის თამაშის შემდეგ იყო მომენტები, სადაც უკეთესად გამოვიყურებოდით. რეალურად ინგლისი ბევრად ძლიერი ნაკრებია, ვიდრე შოტლანდია. ძალიან რთულია, რომ 90% დაცვაში დგომა გვიწევდა […]
ბორჯღალოსნები შემოდგომის ერთა თასის პირველი მატჩისთვის დაირაზმნენ (შემადგენლობა)
14 ნოემბერს, თბილისის დროით, 19:00 საათზე ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის პირველი ტურის მატჩის წინ – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა “ბორჯღალოსანთა” რაზმი დაასახელა.
შემოდგომის ერთა თასის პრომო (ვიდეო)
14 ნოემბერს შემოდგომის ერთა თასი აიღებს სტარს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები A-ჯგუფში ინგლისის, უელსისა და ირლანდიის წინაარმდეგ იასპარეზებს. 14 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე, “თვიქენჰემზე” ინგლისი საქართველოს დაუპირისპირდება. უმნიშვნელოვანესი ტურნირის დაწყების წინ, რომელშიც 6-ერის ბინადრებთან ერთად საქართველო და ფიჯი ასპარეზობენ – ტურნირის ორგანიზატორებმა პრომო გამოაქვეყნეს.
ედი ჯონსის ექსპერიმენტი – 9 ფორვარდი ბორჯღალოსნების წინააღმდეგ
“შემოდგომის ერთა თასის” A-ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. 14 ნოემბერს, “თვიქენჰემზე” გასამართი მატჩის წინ, ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა – ედი ჯონსმა, განაცხადა რომ შესაძლოა “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ 9 ფორვარდი და 6 ბექი გამოიყენოს. ედი ჯონსმა 2014 და 2015 წლებში საქართველოს წინააღმდეგ გამართული დაპირისპირებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს ერთ-ერთი […]
ბექა გორგაძე – კარგად ვიცით რა გველოდება რვა ერზე
ბორჯღალოსნებისა და “ბორდოს” შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე მიიჩნევს, რომ შოტლანდიასთან 23 ოქტომბერს გამართული მატჩი კარგი გაკვეთილი იყო “შემოდგომის ერთა თასის” წინ. “შოტლანდიის მატჩმა დაგვანახა რა გველოდება “შემოდგომის ერთა თასზე” და რისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს განსაკუთრებით კონტაქტის არეალს ეხება. ასევე გამოჩნდა ისეთი ფაქტორები, რომლებზეც ვერ ვიმუშავეთ და სასწრაფოდ გამოსასწორებელი გვაქვს – შეტევითი და დაცვითი მოლი. ამ […]
ბორჯღალოსნები ბრიტანეთში გაემგზავრნენ
8 ნოემბერს გამთენიისას საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები ბრიტანეთში გაემგზავრნენ, სადაც 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, „შემოდგომის ერთა თასში“ მიიღებენ მონაწილეობას. მათ საფრანგეთიდან ლეგიონერები შეუერთდებიან, ჩაუტარდებათ კოვიდ-ტესტები და კონტაქტური ვარჯიშების გამართვის უფლება მხოლოდ ოთხშაბათიდან ექნებათ. ჯგუფები და განრიგი COVID19-ის მსოფლიო პანდემიის გამო, წელს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შორის ტესტ-მატჩების გამართვა შეუძლებელი გახდა. ექვსი ერისა და მსოფლიო რაგბის […]
მუქარა და გინება: ქართველი მორაგბე ჟურნალისტებს დაუპირისპირდა
ედინბურგში, “მარიფილდზე” გამართული ტესტ-მატჩი შოტლანდიის გამარჯვებით, ანგარიშით 48:7 დასრულდა. 26 სექტემბერს, Facebook გვერდზე რაგბი XV შოტლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მატჩის Live განხილვა მიმდინარეობდა. Live განხილვის დროს, კომენტარებში “ბორჯღალოსანმა” გიორგი აფციაურმა გადაცემი წამყვანებსა და რაგბი XV-ის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ ანგარიშწორებით დაემუქრა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავშირებით, რაგბი XV-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა და […]
ექსკლუზივი: თორნიკე ჯალაღონია ბარბაროსებში გამოიძახეს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ბიარიცის” მორაგბე – 21 წლის თორნიკე ჯალაღონია ბარბაროსებში გამოიძახეს. ინფორმაცია თავად ქართველმა მორაგბემ Live.ge-ს დაუდასტურა. “დიახ, სიმართლეს შეესაბამება, რომ მე ბარბაროსებში გამომიძახეს. რომ არ მოგატყუოთ, თვითონაც არ მჯერა”. – გვითხრა თორნიკე ჯალაღონიამ. ბარბაროსებმა პირველი ტურნე ჯერ კიდევ 1889 წელს დაგეგმეს – ისტორიული წარსულის განმავლობაში, ბარბაროსები ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას, […]
შოტლანდია საქართველოსთან მატჩისთვის დაირაზმა
23 ოქტომბერს, “მარიფილდზე” შოტლანდია საქართველოს დაუპირისპირდება. შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის დაირაზმა. “სკოტების” მთავარმა მწვრთნელმა – გრეგორ თაუნსენდმა, “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ ძლიერ რაზმს მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ თაუნსენდმა, შოტლანდიელთა ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული მორაგბე – ფინ რასელი მარქაფაში განამწესა.
ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის დაპირისპირება კვლავ გადაიდო
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის უკანასკნელი ტურის მატჩი საქართველო – რუსეთი, რომელიც 1 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, კვლავ გადაიდო. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 2020 წელს ჩასატარებელი ყველა მატჩი, კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებულია. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პრეზიდენტმა, ოქტავიან მორარიუმ ამ ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა: “მიუხედავად იმისა, […]
შოტლანდიას ბორჯღალოსნებთან მატჩში 3 ვარსკვლავი დააკლდება
შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 23 ოქტომბერს, “მარიფილდზე”, საქართველოს წინააღმდეგ 3 ლიდერის გარეშე ითამაშებს. “ნარშავებს” – მეორეხაზელი ჯონი გრეი (57 კეპი), მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო 10-იანი ფინ რასელი (49 კეპი) და ფულბეკი სტიუარტ ჰოგი (76 კეპი) დააკლდებათ. ეს მორაგბეები წლებია შოტლანდიელთა ლიდერებად ითვლებიან. მათ გარდა, ასევე არ იქნება მესამეხაზელი სემ სკინერი (7 კეპი). მათი უთამაშებლობის მიზეზი არის […]
საქართველოს დამარცხების შემთხვევაში რუსები სოლიდურ პრემიას მიიღებენ
რუსეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა – იგორ არტემიევმა განაცხადა, რომ საქართველოს დამარცხების შემთხვევაში რუსი მორაგბეები სოლიდურ პრემიებს მიიღებენ. “სრული სერიოზულობით გპირდებით, რომ საქართველოს დამარცხების შემთხვევაში რუსი მორაგბეები ძალიან დიდ პრემიებს მიიღებენ. მოგეხსენებათ, ჩვენი პრინციპული მეტოქის დამარცხებას 25 წელზე მეტია ვერ ვახერხებთ. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი საკლუბო ჩემპიონატი საკმაოდ საინტერესო ვითარებაში წარიმართა – ამ მხრივ საქართველოში რადიკალურად […]