ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართი ტესტ-მატჩების ფარგლებში, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. “დრაკონებისა” და “ბორჯღალოსნების” მატჩი 19 ნოემბერს, ლეგენდარულ “პრინციპალიტიზე” შედგება. უელსის რაგბის კავშირის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, ნოემბერში გასამართი ტესტ-მატჩების კალენდარი გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალ ზელანდიას, (05.11) არგენტინას, (12.11) საქართველოსა (19.11) და ავსტრალიას (26.11) […]
ოფიციალურად: მილტონ ჰეიგი ბორჯღალოსნებს დატოვებს!
იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, მილტონ ჰეიგი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ზელანდიელი სპეციალისტი იაპონურ სარაგბო კლუბს ჩაიბარებს. წყაროს მტკიცებით, მილტონ ჰეიგსა და “სანტორის” შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. შეგახსენებთ, მილტონ ჰეიგთან ერთად, რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნებს შერკინების მწვრთნელიც დატოვებს. გრემ როუნთრი […]
ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის დაპირისპირება კვლავ გადაიდო
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის უკანასკნელი ტურის მატჩი საქართველო – რუსეთი, რომელიც 1 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, კვლავ გადაიდო. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 2020 წელს ჩასატარებელი ყველა მატჩი, კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებულია. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პრეზიდენტმა, ოქტავიან მორარიუმ ამ ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა: “მიუხედავად იმისა, […]
ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია
ბორჯღალოსნები 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს, 15 საათზე გამართავენ. რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასკვნითი შეეხვედრის სტადიონი უახლოეს დღეებში დასახელდება. შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო ეს თამაში ორჯერ გადაიდო (მარტში და ნოემბერში). ამავე მიზეზით, ამ მატჩზეც ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ დაიშვება. ორჯღალოსნებს არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ რუმინეთთან – […]
ოფიციალურად: საქართველოსა და რუსეთის მატჩი გადაიდო
ახლახანს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა განაცხადა, რომ 13 მარტიდან 15 აპრილამდე გასამართი ყველა ღონისძიება გადაიდო. შესაბამისად, 14 მარტს თბილისში, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის დაგეგმილი შეხვედრა აღარ ჩატარდება. კორონავირუსის გამო ვერ გაიმართება U20 (22-28 მარტი) და U18 ევროპის ჩემპიონატები (12-18 აპრილი). ასევე, განვითარების თასის შეხვედრა სერბეთსა და ჩეხეთს შორის.
პირველი გამარჯვება მსოფლიო თასზე და ირაკლი მაჩხანელის დიდებული ლელო (ვიდეო)
პრინციპული მატჩი – ბორჯღალოსნებმა რუსეთთან გამარჯვების ტრადიცია უნდა გააგრძელონ (პრევიუ)
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, 2020 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მეხუთე ტურის გადადებული შეხვედრისთვის ემზადება. „ბორჯღალოსნები“ რუსებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა, ჯერ კიდევ, 2020 წლის მარტში უნდა გამართულიყო და რუსეთის ნაკრები თბილისშიც კი იმყოფებოდა, თუმცა Covid 19-ის გავრცელების პრევენციის გამო, შეხვედრა გადაიდო. მატჩი 7 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი მაყურებლის გარეშე, ცარიელი […]
რაგბი | საქართველო Vs. შოტლანდია გაუქმებულია
სამწუხაროდ, 17 ივლისს „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩი ვეღარ შედგება. მიზეზი COVID 19-ია, რომელმაც მანამდე სამხრეთ აფრიკასთან 9 ივლისს გასამართი მეორე შეხვედრა ჩაშალა. გამოკვლევების შედეგად ბორჯღალოსნების ბანაკში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა და მანამდე ინფიცირებული წევრების მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა COVID 19-ს თავისი პროტოკოლი აქვს. შინ დაბრუნებული, არაინფიცირებული ბორჯღალოსნები 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა იყვნენ და […]
რაგბი ევროპა – საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნების” პირველი მატჩი, 6 თებერვალს, “მესხზე”, 15:00 საათზე გაიმართება. პორტუგალიასთან მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა დაასახელა. მაისაშვილის 23-კაციან განაცხადში ოთხი დებიუტანტი მოხვდა. “ბორჯღალოსანთა” რიგებში პირველ კეპს სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ნიორაძე, ნიკო აფციაური და დავით მესხი მოიხვეჭენ.
რაგბი ევროპა 2022 | ბორჯღალოსნების კალენდარი ცნობილია
რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის კალენდარი გამოქვეყნდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, პირველ შეხვედრას პორტუგალიის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნები” შინ სამ შეხვედრას გამართავენ, სტუმრად კი ნიდერლანდებსა და რუმინეთს დაუპირისპირდებიან. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2022 წლის გათამაშება 5 თებერვალს, ესპანეთისა და ნიდერლანდების დაპირისპირებით აიღებს სტარტს და 20 მარტს, საქართველოსა და ესპანეთის შერკინებით დასრულდება. 2023 […]
რაგბი ევროპა | 2021 წლის კალენდარი
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების კალენდარი განთავსდა. ბორჯღალოსნები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხ შეხვედრას მარტში გამართავენ, ერთს კი ივნისის მიწურულს. შეგახსენებთ, COVID-19-ის მსოფლიო პანდემიამ რაგბის კალენდარი თავდაყირა დააყენა და შარშან რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშება ვერ დასრულდა. ბოლო ტურის ორი გადადებული მატჩი ამა წლის თებერვალში გაიმართა, ბელგია კი […]
რაგბი ევროპა | აღდგენა და მზადება რუსეთისთვის
მადრიდში ესპანეთთან 25:19 მოგების შემდეგ, ბორჯღალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ და “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე დაბინავდნენ. რუსეთთან გაასმართი მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკმაოდ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. გუნდი 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 20 მარტს საქართველოს დროით 15 საათზე) კალინინგრადში რუსეთთან გამართავს. შეგახსენებთ, წლევანდელი რაგბი ევროპის ჩენმპიონატი ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის […]