რაგბი ევროპა | ღია ვარჯიში რუმინეთამდე
ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადებიან, დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის ღია ვარჯიში გამართეს. შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი წელს შეიცვალა და გუნდებს პირველად მოუწევთ ჯერ ნახერფინალის თამაში და მერე ტიტულისთვის ფინალში ბრძოლა. ნახევარფინალში „ა“ ჯგუფის პირველადგილოსანი საქართველო „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსან რუმინეთს 5 მარტს, თბილისში, 16 საათზე „ავჭალაზე“ ერკინება […]
გავიხსენოთ: ვიტო კოლელიშვილის დაჯახება და გათიშული იაპონელი მორაგბე (ვიდეო)
მამუკა გორგოძემ მსოფლიო რაგბის კითხვებს უპასუხა (ვიდეო)
რობინსონი: “საქართველოზე წნეხის გაზრდა გვსურდა”
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა. “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით, ანგარიშით 41:13 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე, რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების ეროვნულმა მწვრთნელმა, ენდი რობინსონმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და “ბორჯღალოსნების” მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “მეორე ნახევარში, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო (13:13) ვიფიქრეთ, რომ […]
THE IRISH TIMES: საქართველოსა და ფიჯის 6-ერში მიიწვევენ
მსოფლიო რაგბის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე საერთაშორისო ტესტ-მატჩების კალენდარს განსაზღვრავენ. 6-ერის დარჩენილი მატჩების ჩატარების თარიღი შესაძლოა მიმდინარე კვირის ბოლოს გახდეს ცნობილი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ახალი ტურნირი, რომელშიც 6-ერის წარმომადგენლებთან დასაპირისპირებლად შესაძლოა საქართველო და ფიჯი მიიწვიონ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერსა და დეკემბერში ახალი 8-გუნდიანი ტურნირი გაიმართება, რომელშიც ჩრდილოეთ ჰემისფეროს 6-ერთან ერთად, იაპონია […]
ირლანდიის ნაკრები საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის დაირაზმა
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, ირლანდია საქართველოს დაუპირისპირდება. 28 ოქტომბერს, “ავივაზე” გასამართი დაპირისპირების წინ, ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ენდი ფარელმა “სამყურების” შემადგენლობა დაასახელა. #TeamOfUs Andy Farrell has named his Ireland Match Day 23 for Sunday’s #GuinnessSeries game against Georgia at @AVIVAStadium, with the uncapped Shane Daly included #ShoulderToShoulder #IrishRugby #AutumnNationsCup […]
საქართველო რუსეთის მატჩის მსაჯთა ბრიგადა კვლავ შეიცვალა
პორტუგალიური Record.Pt და რუსული Rugger.Info საქართველო რუსეთის მატჩთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ. მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მატჩის მსაჯთა ბრიგადა მეორედ შეიცვალა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, “ბორჯღალოსნები” რუსეთს უმასპინძლებენ. საქართველოს და რუსეთის დაპირისპირება სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვა. “ბორჯღალოსნებმა” რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების ჩემპიონის ტიტული ნაადრევად მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, […]
რაგბი ევროპამ მამუკაშვილი დისკვალიფიკაციით დასაჯა
რაგბი ევროპამ საქართველო-რუმინეთის მატჩის მე-20 წუთზე მომხდარი უსიამოვნო შეჯახების გამო შალვა მამუკაშვილი 5 კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც იცით, ქართველმა მორაგბემ რუმინელი იონელ მელინტეს შებოჭვის მცდელობისას შეცდომა დაუშვა. შალვას ხელი მეტოქეს კისერში მოხვდა, რის გამოც მან ტვინის შერყევა მიიღო. აღნიშნული უხეშობის გამო “ბორჯღალოსნები” დარჩენილი 60 წუთის განმავლობაში კაცნაკლულები თამაშობდნენ, თუმცა რუმინეთთან უმნიშნველოვანესი გამარჯვება მაინც მოიპოვეს – […]
სამხრეთ აფრიკასთან მატჩის წინ ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ცვლილებაა
2 ივლისს პრეტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნების 23-კაციან განაცხადში ერთი ცვლილებაა. მცირე ტრავმა მიიღო და ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე. მის ნაცვლად მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა ილია სპანდერაშვილი, ხოლო შეცვლაზე 23 ნომრად ირაკლი ცხადაძე იქნება. საქართველო ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (6 კეპი, 20 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (12 კეპი, 55 […]
ნინიაშვილი, დუპონი, უილიამსი – ნოემბრის ტესტების გამორჩეული მორაგბეები
“შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით გამართულ ტესტ მატჩებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთსა და ფიჯის დაუპირისპირდა. 14 ნოემბერს, ბორდოში, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა საქართველო 41:15 დაამარცხა. “ბორჯღალოსანთა” სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რომ არა რამდენიმე ეპიზოდში მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილება, შესაძლოა ანგარიშში სხვაობა გაცილებით უფრო ნაკლები ყოფილიყო. ქართველი მორაგბეები […]
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართი ტესტ-მატჩების ფარგლებში, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. “დრაკონებისა” და “ბორჯღალოსნების” მატჩი 19 ნოემბერს, ლეგენდარულ “პრინციპალიტიზე” შედგება. უელსის რაგბის კავშირის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, ნოემბერში გასამართი ტესტ-მატჩების კალენდარი გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალ ზელანდიას, (05.11) არგენტინას, (12.11) საქართველოსა (19.11) და ავსტრალიას (26.11) […]
ოფიციალურად | 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 8 ერი იასპარეზებს
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგია, გერმანია და პოლონეთიც იასპარეზებენ. აღნიშნული ინფორმაცია, რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ რაგბი ევროპის რანგით მეორე ტურნირის (“ალაფი”) ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი რაგბი ევროპის ჩემპიონატში აღზევდებოდნენ, ამასთანავე, ელიტიდან არავინ დაქვეითდებოდა. “ალაფის” გამარჯვებული ბელგია გახდა, მეორე ადგილი კი პოლონეთმა დაიკავა. გამომდინარე იქიდან, […]