ვანო კარკაძემ ბელგია დაალელოვა (ვიდეო)
აკა ტაბუცაძემ ბელგიას პირველი ლელო დაუდო (ვიდეო)
ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში კვლავ დაწინაურდნენ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მეორე ტურში ესპანეთი საქართველოს დაუპირისპირდა. მადრიდში გამართული მატჩი ესპანეთის მარცხით, ანგარიშით 10:23 დასრულდა. ესპანეთში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 1.07 სარეიტინგო ქულა მოემატა, იტალიას გადაასწრო და 72.70 ქულით მე-12 პოზიციაზე აღზევდა.
მაისაშვილი: “ასეთ რამეს მაღალ დონეზე არ პატიობენ”
საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში ესპანეთი 23:10 დაამარცხა. “ბორჯღალოსნებმა” პირველ ტაიმში კარგი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს 23:5 მოუგეს, თუმცა მეორე ნახევარში ქულა აღარ მოუპოვებიათ. საპასუხოდ, ესპანელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს და მადრიდში, საკუთარი გულშემატკივრის წინ ტაიმი მოიგეს – 5:0. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა გუშინდელი შეხვედრა შეაფასა. „თამაში კარგად დავიწყეთ […]
ზედიზედ მეორე მარცხი – რუსეთი აუსტაიდერ ბელგიასთან განადგურდა
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მეორე ტური სენსაციურად დაიწყო. ბელგია 38:12 რუსეთი რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სტუმრად ბელგია დაუპირისპირდა და ყველასათვის გასაკვირად, გამანადგურებელი ანგარიშით 38:12 დამარცხდა. მატჩის პირველი ნახევარი რომელიმე ნაკრების გამოკვეთილი უპირატესობის გარეშე წარიმართა და ბელგიის მარცხით, ანგარიშით 10:12 დასრულდა. რადიკალურად განსხვავებულად და რუსეთისათვის კატასტროფულად განვითარდა მოვლენები მატჩის მეორე ტაიმში. ბელგიის მორაგბეთა ეროვნულმა […]
ბორჯღალოსნები ესპანეთის წინააღმდეგ დაირაზმნენ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთი საქართველოს შეერკინება. დაპირისპირება 9 თებერვალს, თბილისის დროით 15:45 საათზე გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ესპანეთის წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა: “დინამო არენაზე” რუმინეთის დამარცხების შემდეგ, (41:13) ლევან მაისაშვილმა 5 ცვლილება განახორციელა ( სამი ხაზში/ორი შერკინებაში). ბორჯღალოსნების რიგებში დებიუტი ექნება 22 წლის აკაკი ტაბუცაძეს, […]
სამხრეთ აფრიკა – საქართველოს მასპინძელი სტადიონი ცნობილია
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 18 ივლისს, ნელსონ მანდელას იუბილეზე (დაიბადა 1918 წლის 18 ივლისს), ბორჯღალოსნებისა და „სპრინგბოკის“ ტესტ-მატჩი პორტ-ელიზაბეტში, „ნელსონ მანდელა ბაი სთედიუმზე“ გაიმართება. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა 2020 წლის საშინაო მატჩების (ტესტების და 4 ერის) მასპინძელი ქალაქები დაასახელა. სამხრეთ აფრიკასთან ბორჯღალოსნები პირველ, ისტორიულ ტესტს გამართავენ და ნელსონ მანდელას ხსოვნის პატივსაცემად, მას მისი სახელობის სტადიონი […]
ვასკა ლობჟანიძე მსოფლიო რაგბის ისტორიაში შევიდა!
1 თებერვალს სტარტი აიღო რაგბი ევროპის ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და 41:13 გაიმარჯვა. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების 9 ნომრისთვის – ვასკა ლობჟანიძესთვის, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა. ამ შედეგით იგი არის მსოფლიო რაგბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე (23 წლის), რომელმაც 50 მატჩის ჩატარება მოახერხა ეროვნულ ნაკრებში.
ლევან მაისაშვილი: “სისტემა ქმნის შესაძლებლობებს”
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა. “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით, ანგარიშით 41:13 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა მატჩი შეაფასა: “პირველი თამაში ჩვენთვის ყოველთვის რთულია, რადგან შეუთამაშებლობის გამო ტექნიკური წუნი მაღალია. არის საკვანძო მომენტი, სადაც მოწინაარმდეგე უნდა გადატეხო – ვიმუშავებთ და ტექნიკურ […]
რობინსონი: “საქართველოზე წნეხის გაზრდა გვსურდა”
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა. “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით, ანგარიშით 41:13 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე, რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების ეროვნულმა მწვრთნელმა, ენდი რობინსონმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და “ბორჯღალოსნების” მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “მეორე ნახევარში, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო (13:13) ვიფიქრეთ, რომ […]
რუმინეთი ბორჯღალოსნებთან მატჩისთვის დაირაზმა (შემადგენლობა)
1 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების პირველ ტურსი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება. რამდენიმე წუთის წინ, რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა გახდა ცნობილი.
ოთია გიორგაძე ვარჯიშზე დაზიანდა და რუმინეთთან დაგვაკლდება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და “ბრივის” მორკინალი – ოთია გიორგაძე ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ერთა თასის პირველ მატჩს გამოტოვებს. გუშინ, ღია ვარჯიშზე ოთიამ კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც მას რუმინეთთან მატჩში მიხეილ გაჩეჩილაძე ჩაანაცვლებს. გაჩეჩილაძე 6 ნომერზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 1 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე, რუმინეთს დაუპირისპირდება.