“ავივაზე” გამართულ მედგარ ბრძოლაში მარცხის (23:10) შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – მერაბ შარიქაძემ, აღნიშნა, რომ “ბორჯღალოსნები” უკეთ გაისარჯნენ ვიდრე უელსთან. “კარგად ვარ და არც მოედნის დატოვება მინდოდა, მაგრამ პროტოკოლის თანახმად, შეცვლა აუცილებელი იყო. მიმაჩნია, რომ ეს ეპიზოდი მსაჯებმა გაატარეს. თავში დარტყმა მივიღე და ვფიქრობ, მეტოქე ყვითელ ბარათს იმსახურებდა”. “რაც შეეხება თამაშს, უკეთ გავისარჯეთ […]