რაგბი ევროპის ჩემპიონატი: მე-4 ტურის 5 საუკეთესო ლელო (ვიდეო)
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში, “ბორჯღალოსნებმა” პორტუგალია 38:11 დაამარცხეს. რაგბი ევროპა | რეკორდსმენი საქართველო უცვლელი ჩემპიონია! მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების ტრიუმფს ეხმაურება რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელშიც 5 ქართველი მორაგბე მოხვდა. საუკეთესო თხუთმეტეულში შალვა მამუკაშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და […]
რაგბის მსოფლიო თასი 2023 | დარჩენილი 8 საგზური და საქართველო
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს საფრანგეთი უმასპინძლებს. რამდენიმე საათის წინ, მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ვრცელი ადგილი დაეთმო. 2019 წელს, იაპონიაში გამართული ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დრამატული რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, 2023 წლის მსოფლიო თასზე მოასპარეზე 12 ერის ვინაობა ცნობილი გახდა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად, დარჩენილი 8 მონაწილის ვინაობა უნდა გაირკვეს. […]
რაგბის მსოფლიო თასი 2023 | კენჭისყრა და საქართველო
14 დეკემბერს, თბილისის დროით 15:15 საათზე, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფები დაკომპლექტდა. კენჭისყრის შედეგად ჯგუფები შემდეგნაირად გადანაწილდა: A-ჯგუფი: ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ამერიკა 1, აფრიკა 1 B-ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია, აზია/ოკეანეთი 1, ევროპა 2 C-ჯგუფი: უელსი, ავსტრალია, ფიჯი, ევროპა 1, ფინალური […]
რაგბის სიმბოლიკიანი პროდუქცია დინამო არენაზე
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება უფლება მისცეს სოციალურ საწარმოებს რაგბის ქომაგებისთვის კავშირის ლოგოტიპის გამოყენებით შექმნან სამოსი და აქსესუარები, და, 6 და 12 ნოემბერს დაგეგმილ საერთაშორისო მატჩებზე სტადიონზე გაყიდონ, ხოლო მიღებული შემოსავალი განვითარებისთვის გამოიყენონ. რაგბის კავშირი უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალური საწარმოების მხარდაჭერას, სადაც სოციალურად დაუცველთა სხვადასხვა ჯგუფები, ასევე შშმ პირები არიან დასაქმებულნი. შესაბამისი მემორანდუმი […]
რვა ერი | ირლანდიასთან მიქაუტაძე თითქმის გამოირიცხა
30 წლის მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, უელსთან მატჩში ნეკნი დაიზიანა და ირლანდიასთან მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ მისი აღდგენითი პროცესი კარგად წარიმართება და კოტე ბოლო ტურში შეძლებს. მაისაშვილის თქმით, არის პატარ-პატარა ტრავმებიც, რაც მომავალი მატჩისთვის ცვლილებებს განაპირობებს: „კოტეს ნეკნი გატეხილი არ აქვს, მაგრამ ხრტილია დაზიანებული და ირლანდიასთან მისი თამაში საეჭვოა. დავაკვირდებით როგორ […]
რობ კირნი – დღევანდელი დღის მთავარი ამბავი საქართველოს ნაკრები იყო
შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში, ირლანდია საქართველოს დაუპირისპირდა. “ავივაზე” გამართული ბრძოლა “სამყურების” გამარჯვებით, ანგარიშით 23:10 დასრულდა. “ბორჯღალოსნების” ბრწყინვალე თამაში სახელოვან ირლანდიელ მორაგბე – რობ კირნის უყურადღებოდ არ დარჩენია. ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში მოხვეჭილი 95 კეპის მფლობელმა საქართველოს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ “ბორჯღალოსნები” 6-ერში ასპარეზობას იმსახურებენ. “ვფიქრობ, ირლანდია პირველ ტაიმში კარგად თამაშობდა […]
რობინსონი: “საქართველოზე წნეხის გაზრდა გვსურდა”
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდა. “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით, ანგარიშით 41:13 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე, რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების ეროვნულმა მწვრთნელმა, ენდი რობინსონმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და “ბორჯღალოსნების” მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “მეორე ნახევარში, როდესაც ანგარიში საყაიმო იყო (13:13) ვიფიქრეთ, რომ […]
როგორ ამხნევებდა მატჩამდე მამუკა გორგოძე ბორჯღალოსნებს (ვიდეო)
როდის დამარცხდნენ ბორჯღალოსნების ბოლოს შინ?!
დღეს, 31 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე ბორჯღალოსნები ისტორიულ მატჩს ჩაატარებენ, სადაც შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი დინამო არენაზე შედგება. ბორჯღალოსნები შინ საკმაოდ კარგად თამაშობენ, შესაბამისად იშვიათად თუ მარცხდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში ბოლოს 2016 წლის 12 ნოემბერს, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ დამარცხდა. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც იაპონელებმა 22:28 დაგვამარცხეს. ფოტო: რაგბის […]
რუმინეთი ბორჯღალოსნებთან მატჩისთვის დაირაზმა (შემადგენლობა)
1 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების პირველ ტურსი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება. რამდენიმე წუთის წინ, რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა გახდა ცნობილი.
რუსეთთან მატჩისთვის ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა
14 მარტს, 16:00 საათზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების უკანასკნელ ტურში საქართველო რუსეთს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა: წყარო: GeorgianRugby ფოტო: rugby.ge