სამხრეთ აფრიკის კაპიტნის ვარჯიში ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ | VIDEO
2 ივლისს, თბილისის დროით, 21:00 საათზე, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. “სპრინგბოქსისა” და “ბორჯღალოსნების” მატჩი პრეტორიაში გაიმართება. პრინციპული დაპირისპირების წინ, სამხრეთ აფრიკამ კაპიტნის ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, “ბორჯღალოსნები” 2 და 9 ივლისს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, “სპრინგბოქსი” პირველ ტესტ-მატჩს გამართავს. სამხრეთ აფრიკის მორაბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა […]
საოცარი ტალანტი – ნინიაშვილი ბრიტანული მედიის რჩეულთა შორის მოხვდა
გავლენიანი ბრიტანული მედია საშუალება – The Mirror შემოდგომის ტესტ მატჩების წინ 10 რჩეულ მორაგბეს ასახელებს და გულშემატკივარს მათზე დაკვირვებას ურჩევს. ბრიტანული გამოცემის რჩეულთა შორის, ტიერ 1-ის წარმომადგენლებთან ერთად დავით ნინიაშვილიც მოხვდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ლიონის” ფულბეკმა ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად არაერთი მაღალი დონის პერფორმანსი შემოგვთავაზა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ნიდერლანდების წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, […]
ზაფხულის შთამბეჭდავი ტესტ-მატჩების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიას დაუპირისპირდება, კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, შემოდგომის ტესტ-მატჩებზე, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს შეერკინება. “ლე ბლესა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება, 14 ნოემბერს, ბორდოში “შარბან დელმასზე” გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას, საფრანგეთის რაგბის კავშირი ადასტურებს.
ქართული რაგბის გულშემატკივრისთვის მორიგი სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. რამდენიმე კვირის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩებზე საქართველოს შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ეწვევა. 4 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში საფრანგეთში გაემგზავრება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და შოტლანდიის დაპირისპირება 17 ივლისს გაიმართება. rugger.info-ს მტკიცებით, “ბორჯღალოსნებისა” და “ნარშავების” მატჩი “ბათუმი არენაზე” გაიმართება. ბათუმის სტადიონი ოფიციალურად […]
საფრანგეთი საქართველოს წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა
“შემოდგომის ერთა სერიის” ეგიდით გასამართ შეხვედრაში, საფრანგეთი საქართველოს დაუპირისპირდება. “ლე ბლესა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება 14 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ბორდოში გაიმართება. საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ფაბიენ გალტიემ საქართველოს წინააღმდეგ უძლიერეს შემადგენლობას უხმო. არგენტინასთან გამართული მატჩის შემდეგ, გალტიემ ძირითად შემადგენლობაში 6 ცვლილება განახორციელა.
საქართველო – ნიდერლანდები | ბილეთები თელავის თეატრის სალაროში
ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, “კავკასიონი არენაზე” ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს. ბილლეთები მატჩის ფიზიკური ბილეთები 8 ივნისიდან თელავის თეატრის სალაროში გაიყიდება. სალარო მუშაობს ყოველდღე 12 საათიდან 15 საათამდე (ონლაინ ბილეთები უკვე გაიყიდა). შეგახსენებთ, რომ […]
საქართველო – ნიდერლანდები | ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, “კავკასიონი არენაზე” ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს. ბილლეთები მატჩის ბილეთების ნახევარი გაიყიდება დღეიდან ონლაინ: WWW.TKT.GE/RUGBY ხოლო ბილეთების მეორე ნაწილი გაიყიდება თელავში (ფიზიკურ სალაროში). თელავში ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ. […]
საქართველო – რუსეთი | მედია საშუალებების საყურადღებოდ
საქართველო რუსეთის მატჩთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირი მედია საშუალებებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საქართველოს რაგბის კავშირი ხაზგასმით აღნიშნავს მედია საშუალებების დიდ როლს საქართველოში რაგბის განვითარების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერაში. საქართველოს რაგბის კავშირის სპეციალური განცხადება შეგიძლიათ იხილოთ კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. “საქართველოს რაგბის კავშირი ხაზგასმით ავღნიშნავთ მედია საშუალებების დიდ როლს საქართველოში რაგბის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერაში. ჩვენ ვაფასებთ და პატივს […]
საქართველო 19:20 სამოა | თანაბარ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით
ბორჯღალოსნებმა და მანუ სამოამ „დინამო არენაზე“ შეკრებილ 35 ათას მაყურებელს დიდი ბრძოლა შესთავაზეს. ეს იყო ორი თანაბარი, ღირსეული მეტოქის ომი, რომლის ბედი რაგბის ღმერთმა მატჩის მიწურულს სტუმრების სასარგებლოდ გადაწყვიტა – 19:20. უაღრესად დაძაბულ მატჩში გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა. მოედანზე გასულ არცერთ მორაგბეს თავი არ დაუზოგავს და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა. ეს იყო ტიტანების ფიზიკური ჯახი […]
საქართველო 20:9 ტონგა (მიმოხილვა)
საქართველო 34:18 ურუგვაი | ფანტასტიურ სტილში შესანიშნავი გარემოს თანხლებით
ნოემბრის ტესტ-მატჩების პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა ურუგვაი „დინამო არენაზე“, ლამაზ სტილში 34:18 დაამარცხეს. ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება და საქართველომ ზედიზედ მეხუთედ მოახერხა სამხრეთელთა დამარცხება, რომელსაც ბოლო დროს დიდი პროგრესი აქვს და საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ამერიკა1-ის სახელით მოიპოვა. შეხვედრა ბექა გორგაძისთვის ნამდვილ ბენეფისად იქცა. ფლანკერად მოთამაშე 26 წლის მორაგბემ მეტოქეს პირველ ტაიმში სამი ლელო […]
საქართველო v შოტლანდია დინამოზე | ბილეთები
შოტლანდია რჩება ერთადერთ ტიერ1-ის გუნდად, რომელიც ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ საქართველოს უკვე მეორედ ეწვევა. 17 ივლისს, 19 საათზე ბორჯღალოსნები შოტლანდიას დინამო არენაზე უმასპინძლებენ! მატჩის ბილეთები იყიდება აქ: TKT.GE/RUGBY მეექვსედ შოტლანდიასთან უკანასკნელ ათწლეულში ბორჯღალოსნებს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ. პირველ ჯერზე გუნდები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, 2011 წლის მსოფლიო თასზე ინვერქარგილში გადაეყარნენ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ლელო არ გაატანინა, თუმცა შოტლანდიამ გამარჯვება […]