ჰაიატე სოტომე: “თქვენს ძმობას ვფიცავარ, მე თქვენებს მივხედავ, ამაზე არ ინერვიულოთ”
20 სექტემბერს იაპონიაში სტარტს რაგბის მსოფლიო თასი აიღებს. ქართველი მორაგბეები იაპონიაში უკვე ჩაფრინდნენ, სადაც მათ დახვედრა მოუწყვეს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თარჯიმანი – ჰაიატე სოტომე იქნება, რომელმაც სოციალურ ქსელში საინტერესო და სახალისო პოსტი დაწერა. “I work as an interpreter for Georgian team at Rugby World Cup in Japan, and today officially (or unofficially?) the operation […]
სოსო მათიაშვილი კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
6-7 სექტემბერს რაგბის მსოფლიო თასის წინა ბოლო ტესტ მატჩები გაიმართა. 6 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრებს ედინბურგში დაუპირისპირდა და 36:9 დამარცხდა. ტესტ მატჩებზე UltimateRugby-მ კვირის სიმბოლური გუნდი გააკეთა, სადაც 15 ნომერზე სოსო მათიაშვილი მოხვდა. ბორჯღალოსნების მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებში გამორჩეული მოთამაშე სოსო მათიაშვილი იყო. მან არაერთხელ გაჭრა შოტლანდიელთა დაცვის ხაზი და ბორჯღალოსნებს […]
იაპონიაში ქართველ მორაგბეებს დახვედრა მოუწყვეს (ვიდეო)
ბორჯღალოსნები იაპონიაში ჩაფრინდნენ (ფოტო)
ბორჯღალოსნებმა 6 სექტემბერს მსოფლიო თასამდე ბოლო ტესტ მატჩი გამართეს. ქართველი მორაგბეები შოტლანდიელებს დაუპირისპირდნენ და 36:9 დამარცხდნენ. ბოლო ტესტ მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები პირდაპირ იაპონიაში გაემგზავრნენ, სადაც მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან და 23 სექტემბერს მსოფლიო თასის პირველ მატჩს უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახლა ნაკრებთან ერთად იმყოფება მამუკა გორგოძეც, რომელიც ნაკრებს პირდაპირ ტოკიოში შეუერთდა. პირველი […]
შოტლანდია საქართველოსთვის დაირაზმა
6 სექტემბერს, თბილისის დროით 22:30 საათზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის მესამე ტესტ-მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. “მერიფილდზე” გასამართი მატჩის წინ, შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა შემადგენლობა დაასახელა. შოტლანდიის ნაკრები ბორჯღალოსნებს შეიძლება ითქვას, რომ გადახალისებული რაზმით შეერკინება. 31 აგვისტოს, “დინამო არენაზე” გამართული მატჩისგან განსხვავებით, თაუნსენდმა ბორჯღალოსნების წინააღმდეგ სათამაშოდ გრეიგ ლეიდლოუ, […]
live.ge-ს სიუჟეტი საქართველო შოტლანდიის მატჩზე (ვიდეო)
მამუკა გორგოძის პირველი განცხადება ნაკრებში დაბრუნების შემდეგ
საქართველოს ნაკრებში დაბრუნებულმა მამუკა გორგოძემ რაგბის კავშირთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 35 წლის მორაგბემ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო. მრავალი მცდელობის შემდეგ, მამუკას გადაწყვეტილების შეცვლა მოხერხდა. “მყარი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი, თუმცა ჩემი დაბრუნება გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომელიც გუნდში შეიქმნა – საქმეს ასე დაჭირდა და დავბრუნდი! სამწუხაროდ, დაგვემტვრა ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე […]
მსოფლიო რაგბი მამუკა გორგოძის დაბრუნებას ეხმაურება
მსოფლიო რაგბი მამუკა გორგოძის საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას ეხმაურება. ლეგენდარულმა ქართველმა კაპიტანმა სანაკრებო კარიერა 2 წლის წინ დაასრულა – თუმცა 2019 წლის მსოფლიო თასზე იგი ბორჯღალოსანთა განაცხადშია და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსანთა რაზმი დაასახელა, რომელშიც მამუკა გორგოძის ხილვა სასიამოვნო მოულოდნელობა არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრისთვის – არამედ სრულიად მსოფლიოსთვის […]
ფინ რასელის გასაოცარი მატჩი – შოტლანდიამ თბილისში ისტორია დაწერა (ვიდეო)
31 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის მეორე ტესტ-მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა. სამწუხაროდ “დინამო არენაზე” გამართული დაპირისპირება ბორჯღალოსანთა მარცხით, ანგარიშით 10:44 დასრულდა. საქართველო შოტლანდიის დაპირისპირებას გავლენიანი სარაგბო პორტალი rugbydump.com-ი გამოეხმაურა. განსაკუთრებული ყურადღება კი ფინ რასელის გასაოცარმა პერფორმანსმა დაიმსახურა. 31 აგვისტოს, შოტლანდიამ თბილისში ისტორია დაწერა. პირველი ეშელონის ქვეყნებს შორის შოტლანდია პირველია, რომელიც თბილისში […]
როდის დამარცხდნენ ბორჯღალოსნების ბოლოს შინ?!
დღეს, 31 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე ბორჯღალოსნები ისტორიულ მატჩს ჩაატარებენ, სადაც შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი დინამო არენაზე შედგება. ბორჯღალოსნები შინ საკმაოდ კარგად თამაშობენ, შესაბამისად იშვიათად თუ მარცხდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში ბოლოს 2016 წლის 12 ნოემბერს, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ დამარცხდა. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც იაპონელებმა 22:28 დაგვამარცხეს. ფოტო: რაგბის […]
შოტლანდიელთა მწვრთნელი: “საქართველო ექვს ერში თამაშს იმსახურებს…”
ზაფხულის მეორე ტესტ მატჩამდე 24 საათზე ნაკლებია დარჩენილი. შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე კაპიტნის ვარჯიში გამართა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც შოტლანდიელთა დაცვის მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: “ჩვენი დონის ქვეყანა პირველად ჩამოვიდა საქართველოში, ვიცით, რომ ქართველებს ერთ-ერთი საუკეთესო მორკინალები ჰყავთ და ჩემს მორაგბეებს საკმაოდ დიდი ძალის დახარჯვა მოუწევთ, ჩვენ […]
მილტონ ჰეიგმა შოტლანდიის წინააღმდეგ ბორჯღალოსანთა შემადგენლობა დაასახელა
31 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის მეორე ტესტ-მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. როგორც მოგეხსენებათ შაბათს, 31 აგვისტოს ისტორიაში პირველად, თბილისში პირველი ეშელონის სარაგბო ქვეყანა ითამაშებს. “დინამო არენაზე” “ბორჯღალოსნები” შოტლანდიას დაუპირისპირდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა შოტლანდიის წინააღმდეგ ბორჯღალოსანთა რაზმი დაასახელა.