ლევან ჩილაჩავას ლელო უელსის ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)
ზედიზედ მეორე მარცხი – რუსეთი აუსტაიდერ ბელგიასთან განადგურდა
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მეორე ტური სენსაციურად დაიწყო. ბელგია 38:12 რუსეთი რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სტუმრად ბელგია დაუპირისპირდა და ყველასათვის გასაკვირად, გამანადგურებელი ანგარიშით 38:12 დამარცხდა. მატჩის პირველი ნახევარი რომელიმე ნაკრების გამოკვეთილი უპირატესობის გარეშე წარიმართა და ბელგიის მარცხით, ანგარიშით 10:12 დასრულდა. რადიკალურად განსხვავებულად და რუსეთისათვის კატასტროფულად განვითარდა მოვლენები მატჩის მეორე ტაიმში. ბელგიის მორაგბეთა ეროვნულმა […]
დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა – დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა. სახელოვანი ქართველი მორაგბე ბორჯღალოსანთა ღირსებას 2006 წლიდან იცავდა. 14-წლიანი სანაკრებო კარიერის მანძილზე, კაჭარავამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი 122 შეხვედრაში მოირგო და ნაკრებთან ერთად რაგბის მსოფლიო თასზე ოთხჯერ (2007,2011,2015,2019) იასპარეზა. 2007 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, კაჭარავამ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2011 და 2015 წლების მსოფლიო […]
მერაბ შარიქაძე – უკეთ გავისარჯეთ ვიდრე უელსთან, თუმცა უკეთაც შეიძლებოდა
“ავივაზე” გამართულ მედგარ ბრძოლაში მარცხის (23:10) შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – მერაბ შარიქაძემ, აღნიშნა, რომ “ბორჯღალოსნები” უკეთ გაისარჯნენ ვიდრე უელსთან. “კარგად ვარ და არც მოედნის დატოვება მინდოდა, მაგრამ პროტოკოლის თანახმად, შეცვლა აუცილებელი იყო. მიმაჩნია, რომ ეს ეპიზოდი მსაჯებმა გაატარეს. თავში დარტყმა მივიღე და ვფიქრობ, მეტოქე ყვითელ ბარათს იმსახურებდა”. “რაც შეეხება თამაშს, უკეთ გავისარჯეთ […]
რუსეთი დამარცხებულია – საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასს აღმართავს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსი “დათვები” 16:7 დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი აღმართეს. უინტერესო და უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში “ბორჯღალოსნებმა” ანგარიში გახსნეს. ლელოთი თავი ვასკა ლობჟანიძემ გამოიჩინა, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა. რამდენიმე წუთში კი თედო აბჟანდაძემ თავი ჯარიმით გამოიჩინა და 10:0 გახადა. მატჩის 61-ე წუთზე რუსეთის ნაკრებმაც მოახერხა […]
საქართველო შოტლანდიის სარაგბო დაპირისპირება ბათუმი არენაზე გაიმართება
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის ტესტ-მატჩებზე საქართველოს შოტლანდია ეწვევა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და შოტლანდიის დაპირისპირება 17 ივლისს გაიმართება. rugger.info-ს მტკიცებით, “ბორჯღალოსნებისა” და “ნარშავების” მატჩი “ბათუმი არენაზე” გაიმართება. ბათუმის სტადიონი ოფიციალურად 2018 წელს გაიხსნა, მისი ტევადობა კი 20.000 გულშემატკივარს შეადგენს. ასევე იხილეთ: საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს
ბორჯღალოსნები | სამხრეთ აფრიკა 40:9 საქართველო
ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონ “სპრინგბოქსს” სერიის პირველ მატჩში დიდი ბრძოლა გაუმართეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და 35-ე წუთამდე 9:5-საც იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მასპინძლების კლასმა იჩინა თავი და შეხვედრა 40:9 მოიგეს. ეს იყო პირველი ჯახი სამხრეთ აფრიკასთან მსოფლიო თასს მიღმა, რომელსაც ერთადერთხელ, ჩვენთვის პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. “ბოკემ” პრეტორიაში საქართველოს წინააღმდეგ 18 მსოფლიოს ჩემპიონი დააყენა და […]
კლოდ სორელი: ქართულ რაგბს უნდა ჰქონდეს თავისი განსაკუთრებული იდენტობა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის ინიციატივით პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო იქმნება, რომელიც ვეტერანი მორაგბეებითა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტდება. საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე პრეზიდენტისთვის რეკომენდაციებს მოამზადებს. პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში იქნება ფრანგი მწვრთნელი კლოდ სორელი, რომელიც საქართველოში 1996 წელს ჩამოვიდა, ქართველ სპეციალისტებს და მორაგბეებს რაგბის ანი-ბანი შეასწავლა, გზა გაუხსნა ქართველ ლეგიონერებს ფრანგული კლუბებისკენ […]
ბექა გიგაშვილი მე-11 ქართველი ბარბაროსი!
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარბაროსების” რიგებში კიდევ ერთი ქართველი მორაგბე – ბექა გიგაშვილი გამოიძახეს. კიდევ ერთი ბარბაროსული მაგარი ამბავი! ბექა გიგაშვილი მე-11 ქართველი ბარბაროსი გახდება! დავით ნინიაშვილის შემდეგ, მსოფლიოს უძველესმა და ლეგენდარულმა წვეულმა კლუბმა, Barbarian FC-მ გიგაშვილი ინგლისის წინააღმდეგ გამოიძახა.
ბორჯღალოსნები | ნაცნობი მსაჯები ნოემბერში
2022 წლის ნოემბერში ბორჯღალოსნები სამ ერთმანეთზე მაგარ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს შინ და ერთს კარდიფში. მსოფლიო რაგბმა მომავალი შეხვედრებისთვის მსაჯთა ბრიგადები დანიშნა. აღსანიშნავია, რომ სამივე მოედნის მსაჯს საქართველოსთან შეხება აქამდეც ჰქონია. 6 ნოემბერს ბორჯღალოსნები ურუგვაის დაუხვდებიან, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასზე ამერიკა1-ის სტატუსით გავიდა. შეხვედრის მთავარი მსაჯი ახალ ზელანდიელი პოლ ვილიამსია, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო […]
“საქართველოს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია” – ედი ჯონსი
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი – ედი ჯონსი, 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის წინ, საინტერესო პროგნოზს აქვეყნებს. ჯონსი, რომელიც შემოდგომის ერთა სერიებში ნაჩვენები არასახარბიელო რეზულტატის გამო დასაჯეს, სარაგბო ერებს 3 კატეგორიად ყოფს. “ერებს 3 კატეგორიად ვყოფ. პირველ კატეგორიაში რეიტინგის სათავეში მყოფ 6 ერს ვასახელებ. ტოპ 6-ში მყოფ ნაკრებებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ერთამენთის დამარცხება. […]
თამაზ მჭედლიძემ კარიერა დაასრულა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა – თამაზ მჭედლიძემ პროფესიონალური კარიერა დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ვეტერანმა “ბორჯღალოსანმა” Instagram-ზე განაცხადა. თამაზ მჭედლიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “გამარჯობა, მიუხედავად მრავალი მცდელობისა და მკურნალობისა, მაინც ვერ მოვახერხე სტადიონზე 100%-ით დაბრუნება. ამ მიზეზით გადავწყვიტე კარიერის დასრულება. ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს. მადლობა ყველა გულშემატკივარს, საქართველოს […]