დავით კაჭარავა: “სარეაბილიტაციო პროცესი თითქმის დავასრულე”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ცენტრმა, დავით კაჭარავამ სარეაბილიტაციო პროცესი პრაქტიკულად დაასრულა და დიდი ალბათობით ბელგიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მოედანზე გასასვლელად მზად იქნება. “მიღებული ტრავმის შემდეგ, სარეაბილიტაციო პროცესი პრაქტიკულად დავასრულე. ნაკრების ექიმებთან ერთად აქტიურად ვმუშაობ გამოჯანმრთელებაზე. ვფიქრობ, რომ რაგბის ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნებას და მოედანზე გასვლას თებერვლის ბოლოს შევძლებ.” “რუმინეთის წინააღმდეგ უამრავი ახალგაზრდა მორაგბე გავიდა მოედანზე. საპირისპიროდ, ჩვენმა […]
მილტონ ჰეიგმა შოტლანდიის წინააღმდეგ ბორჯღალოსანთა შემადგენლობა დაასახელა
31 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის მეორე ტესტ-მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს. როგორც მოგეხსენებათ შაბათს, 31 აგვისტოს ისტორიაში პირველად, თბილისში პირველი ეშელონის სარაგბო ქვეყანა ითამაშებს. “დინამო არენაზე” “ბორჯღალოსნები” შოტლანდიას დაუპირისპირდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა შოტლანდიის წინააღმდეგ ბორჯღალოსანთა რაზმი დაასახელა.
ბონუს ქულა – ჯაბა ბრეგვაძემ ურუგვაი მეოთხედ დაალელოვა (ვიდეო)
ლევან მაისაშვილისა და ბექა გორგაძის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი ქუთაისში, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიის ნაკრები 78:6 გაანადგურა. მატჩის შემდგომ კი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ბორჯღალოსნების თავკაცმა – ლევან მაისაშვილმა და დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა – ბექა გორგაძემ მატჩი შეაფასეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ლევან მაისაშვილი: “თამაში კარგად დავიწყეთ, ყველა ასპექტს ვაკონტროლებდით დაცვაშიც […]
საქართველოს დამარცხების შემთხვევაში რუსები სოლიდურ პრემიას მიიღებენ
რუსეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა – იგორ არტემიევმა განაცხადა, რომ საქართველოს დამარცხების შემთხვევაში რუსი მორაგბეები სოლიდურ პრემიებს მიიღებენ. “სრული სერიოზულობით გპირდებით, რომ საქართველოს დამარცხების შემთხვევაში რუსი მორაგბეები ძალიან დიდ პრემიებს მიიღებენ. მოგეხსენებათ, ჩვენი პრინციპული მეტოქის დამარცხებას 25 წელზე მეტია ვერ ვახერხებთ. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი საკლუბო ჩემპიონატი საკმაოდ საინტერესო ვითარებაში წარიმართა – ამ მხრივ საქართველოში რადიკალურად […]
შემოდგომის ერთა თასი | ფიჯისთან გორგაძე და ხმალაძე გამოირიცხა
“შემოდგომის ერთა თასის” დასკვნით მატჩში, ბორჯღალოსნებს ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე დააკლდება. საქართველო 5 დეკემბერს, ჩვენი დროით 16 საათზე ფიჯის ედინბურგში მე-7 ადგილისთვის ერკინება. 24 წლის გორგაძემ, რომლის ანგარიშზე 31 კეპია, მუხლი კვირას, ირლანდიასთან დაიზიანა. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ბექა საოპერაციო არ გახდება: “გორგაძეს დღეს (ოთხშაბათს) სურათს გადაიღებს და ტრავმის სიმძიმე და […]
ბორჯღალოსნები ესპანეთის წინააღმდეგ დაირაზმნენ (შემადგენლობა)
ერთა თასის 2021 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთი საქართველოს უმასპინძლებს. ესპანელი “ლომებისა” და ქართველი “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება, 14 მარტს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა ესპანეთის წინააღმდეგ “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა. მაისაშვილის რაზმში მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
სამხრეთ აფრიკასთან ტესტები 2 და 9 ივლისს გაიმართება
ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან ტესტებს 3 და 10 ივლისის ნაცვლად ერთი დღით ადრე, 2 და 9 ივლისს გამართავს. ეს ცვლილება სამხრეთ აფრიკაში ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნემ განაპირობა. უორენ გეთლანდის შეგირდები 3 ივლისს “გოლდენ ლაიონსს”, ხოლო 10 ივლისს “ბულსს” ეთამაშება. ბორჯღალოსნებთან გასამართი ტესტ-მატჩების ჩატარების ადგილი და დაწყების დრო მოგვიანებით გამოცხადდება. “საქართველოსთან მატჩები პარასკევს ჩატარდება, რათა ისინი […]
ლევან მაისაშვილი სასუნთქი აპარატიდან მოხსნილია და დამოუკიდებლად სუნთქავს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კვლავ სამხრეთ აფრიკაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და შეიძლება ითქვას, რომ მან კორონავისური დაამარცხა. ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მსგომარეობის შესახებ, Live.ge საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექიმს დაუკავშირდა. ნუცა შამათავა აღნიშნავს, რომ მთავარი მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და იგი უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს. “დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. სასუნთქი […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნები ნიდერლანდების წინააღმდეგ დაირაზმნენ | შემადგენლობა
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, ნიდერლანდები საქართველოს დაუპირისპირდება. პირველ ტურში, პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” სტუმრად დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთელმა – ლევან მაისაშვილმა, ნიდერლანდების წინააღმდეგ “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა დაასახელა. მაისაშვილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 7 ცვლილება განახორციელა. ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
ბორჯღალოსნები | ორი განსხვავებული ტაიმი არგენტინასთან
ბორჯღალოსნებმა არგენტინა XV-ს პირველ ტაიმში ორი ლამაზი ლელო გაუტანეს და 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება სამხრეთელ სტუმრებს დარჩათ – 30:24. ეს იყო ორი განსხვავებული ტაიმის მატჩი. პირველ ნახევარში მასპინძლები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მაღალ ტემპში, ხელდახელ უტევდნენ, რაც ორჯერ ლელოთი დასრულდა, მეორე ნახევარში კი არგენტინელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს შესვენებამდე მოპოვებულ 6 ქულას 24 შემატეს. […]
სამოა საქართველოს წინააღმდეგ დაირაზმა
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, საქართველოსა და სამოას დაპირისპირება შედგება. 12 ნოემბერს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” ბორჯღალოსნები მანუ სამოას ისტორიაში მეექვსედ დაუპირისპირდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, სამოას მთავარმა მწვრთნელმა კუნძულელთა შემადგენლობა დაასახელა.