რა თქმა უნდა, ქართველი მორაგბეები არ არიან ადამიანები ძველი ფრესკებიდან – ჩვენი საერთო მეხსიერების ხილული სურათებიდან – ლამის უხორცონი, მდუმარედ მშფოთვარენი, დიდ გადაწვეტილებათა ფიქრით სავსე თვალებით რომ გვიყურებენ სამუდამოდ დაკარგული დროებიდან. მგონი, მორაგბენი არიან პირდაპირ უბრალონი და მოდიან უხილავი, ეგებ ბოლომდე და კრიალად არც არსებული, ადრიდანვე ჩვენგან წარმოსახული, ჩვენთვის რაღაცნაირად საჭირო იერიდან და ხასიათიდან, რომელიც […]