ინგლისელების ვიდეო მამუკა გორგოძეზე – ქართველის მძიმე ჩხუბები (ვიდეო)
უელსის რაგბის კავშირმა ბორჯღალოსნებს საინტერესო სტატია მიუძღვნა
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი 20 სექტემბერს აიღებს სტარტს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები D-ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯისა და ავსტრალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. D-ჯგუფის პირველ შეხვედრაში, 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე უელსი საქართველოს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნებთან დაპირისპირების წინ, უელსის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებზე საკმაოდ საინტერესო სტატია განთავსდა. “D-ჯგუფის სასტარტო მატჩი კარგ შესაძლებლობას აძლევს […]
რუმინეთი ბორჯღალოსნებთან მატჩისთვის დაირაზმა (შემადგენლობა)
1 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების პირველ ტურსი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება. რამდენიმე წუთის წინ, რუმინეთის მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა გახდა ცნობილი.
ლაშა ხმალაძე | რეკორდსმენი “ალაფიდან” დაწინაურებულ მორაგბეებს შორის
ბორჯღალოსანი ლაშა ხმალაძე ეროვნულ ნაკრებში 12 წლის წინ 20-წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურდა. მას ყველაზე მეტი, 83 კეპი აქვს იმ მორაგბეებს შორის, რომლებიც 2008 წლის შემდეგ, მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან ეროვნულ გუნდში დაწინაურდნენ. რეკორდსმენის განვლილი გზით “მსოფლიო რაგბი” დაინტერესდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა: საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომელსაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა “ალაფაზე” ნათამაშევი მორაგბეებიდან ყველაზე მეტი […]
რვა ერი | ირლანდიასთან მიქაუტაძე თითქმის გამოირიცხა
30 წლის მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, უელსთან მატჩში ნეკნი დაიზიანა და ირლანდიასთან მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ მისი აღდგენითი პროცესი კარგად წარიმართება და კოტე ბოლო ტურში შეძლებს. მაისაშვილის თქმით, არის პატარ-პატარა ტრავმებიც, რაც მომავალი მატჩისთვის ცვლილებებს განაპირობებს: „კოტეს ნეკნი გატეხილი არ აქვს, მაგრამ ხრტილია დაზიანებული და ირლანდიასთან მისი თამაში საეჭვოა. დავაკვირდებით როგორ […]
საქართველო – რუსეთი | მედია საშუალებების საყურადღებოდ
საქართველო რუსეთის მატჩთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირი მედია საშუალებებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საქართველოს რაგბის კავშირი ხაზგასმით აღნიშნავს მედია საშუალებების დიდ როლს საქართველოში რაგბის განვითარების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერაში. საქართველოს რაგბის კავშირის სპეციალური განცხადება შეგიძლიათ იხილოთ კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. “საქართველოს რაგბის კავშირი ხაზგასმით ავღნიშნავთ მედია საშუალებების დიდ როლს საქართველოში რაგბის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერაში. ჩვენ ვაფასებთ და პატივს […]
ენდი რობერტსონი | “აფრასიძე ახალგაზრდა მორაგბეა, რომელმაც მატჩის მსვლელობა წარმართა”
2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. “მიხეილ მესხის” სტადიონზე გამართული მატჩი, “ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით, ანგარიშით 28:17 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნები” პრაქტიკულად მთელი მატჩის მანძილზე კაცნაკლული ასპარეზობდნენ, თუმცა მაინც შეძლეს რუმინეთის დამარცხება. მატჩის დასრულების შემდეგ, რუმინელი “მუხების” მთავარმა მწვრთნელმა – ენდი რობერტსონმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. რუმინელთა […]
გიორგი კვესელაძე | სამხრეთ აფრიკას საქმეს არ გავუმარტივებთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. “ბორჯღალოსნები” 2 და 9 ივლისს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, “სპრინგბოქსი” პირველ ტესტ-მატჩს გამართავს. სამხრეთ აფრიკის მორაბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა უძლიერეს შემადგენლობას უხმო. ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ სამხრეთ აფრიკას კორონავირუსი უტევს | ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ ბოკემ ვარჯიში გააუქმა ბორჯღალოსნების შემადგენლობა სამხრეთ […]
ლევან მაისაშვილი – ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა. არანხუესში გამართული რკენა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ, 15:15 დასრულდა. მაისაშვილს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის ხარისხი მოეწონა: “თამაშამდე ღრმა ანალიზი გვქონდა, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა და მთლიანობაში ეს მოვახერხეთ. შეხვედრის დებიუტშივე შევძელით თამაშის მართვა, რისი პრობლემაც ძლიერ გუნდებთან სულ გვაქვს ხოლმე. ფიჯიმ […]
რაგბი ევროპა – საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნების” პირველი მატჩი, 6 თებერვალს, “მესხზე”, 15:00 საათზე გაიმართება. პორტუგალიასთან მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა “ბორჯღალოსნების” შემადგენლობა დაასახელა. მაისაშვილის 23-კაციან განაცხადში ოთხი დებიუტანტი მოხვდა. “ბორჯღალოსანთა” რიგებში პირველ კეპს სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ნიორაძე, ნიკო აფციაური და დავით მესხი მოიხვეჭენ.
ბორჯღალოსნები | შეკრების მეოთხე დღე ქუთაისში
მეოთხე დღეა “ბორჯღალოსნები” ქუთაისში, “აიას” ბაზაზე ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას გადიან. გუნდმა შეკრება 26 ივნისს, 33-კაციანი შემადგენლობით დაიწყო. გამოძახებულთაგან ერთი – გელა აფრასიძე გუნდს დღეს შეუერთდა. 24 ივნისს მისმა “მონპელიემ” ტოპ 14-ის ფინალში “კასტრი” დაამარცხა და ჩემპიონი გახდა, რის გამოც სამშობლოში დაბრუნება დაუგვიანდა. საქართველო 3 ივლისს “აია არენაზე” არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში იტალიას […]
საქართველო 34:18 ურუგვაი | ფანტასტიურ სტილში შესანიშნავი გარემოს თანხლებით
ნოემბრის ტესტ-მატჩების პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა ურუგვაი „დინამო არენაზე“, ლამაზ სტილში 34:18 დაამარცხეს. ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება და საქართველომ ზედიზედ მეხუთედ მოახერხა სამხრეთელთა დამარცხება, რომელსაც ბოლო დროს დიდი პროგრესი აქვს და საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ამერიკა1-ის სახელით მოიპოვა. შეხვედრა ბექა გორგაძისთვის ნამდვილ ბენეფისად იქცა. ფლანკერად მოთამაშე 26 წლის მორაგბემ მეტოქეს პირველ ტაიმში სამი ლელო […]