გიორგი ცუცქირიძემ ბელგიას საოცარი ლელო დაუდო (ვიდეო)
შოტლანდიელთა მწვრთნელი: “საქართველო ექვს ერში თამაშს იმსახურებს…”
ზაფხულის მეორე ტესტ მატჩამდე 24 საათზე ნაკლებია დარჩენილი. შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე კაპიტნის ვარჯიში გამართა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც შოტლანდიელთა დაცვის მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: “ჩვენი დონის ქვეყანა პირველად ჩამოვიდა საქართველოში, ვიცით, რომ ქართველებს ერთ-ერთი საუკეთესო მორკინალები ჰყავთ და ჩემს მორაგბეებს საკმაოდ დიდი ძალის დახარჯვა მოუწევთ, ჩვენ […]
საკამათო ეპიზოდი და ბორჯღალოსნებს ლელო არ ჩაუთვალეს (ვიდეო)
ბორჯღალოსნებმა ფიჯისთან ტესტ მატჩი დაგეგმეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წელს კიდევ ერთ ტესტ მატჩს გამართავს. ივლისში, სამხრეთ აფრიკასა და ნოემბერში, საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” მორიგ სერიოზულ მეტოქეს – ფიჯის დაუპირისპირდებიან. არაოფიციალური წყაროს თანახმად, შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება. ამჟამად უცნობია, თუ სად შეერკინება ლევან მაისაშვილის გუნდი ფიჯის. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია საქართველოს რაგბის კავშირს.
შოტლანდიას ბორჯღალოსნებთან მატჩში 3 ვარსკვლავი დააკლდება
შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 23 ოქტომბერს, “მარიფილდზე”, საქართველოს წინააღმდეგ 3 ლიდერის გარეშე ითამაშებს. “ნარშავებს” – მეორეხაზელი ჯონი გრეი (57 კეპი), მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო 10-იანი ფინ რასელი (49 კეპი) და ფულბეკი სტიუარტ ჰოგი (76 კეპი) დააკლდებათ. ეს მორაგბეები წლებია შოტლანდიელთა ლიდერებად ითვლებიან. მათ გარდა, ასევე არ იქნება მესამეხაზელი სემ სკინერი (7 კეპი). მათი უთამაშებლობის მიზეზი არის […]
შემოდგომის ერთა თასის ბოლო მატჩი – ბორჯღალოსნები ფიჯისთვის დაირაზმნენ (შემადგენლობა)
შემოდგომის ერთა თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა A-ჯგუფში ინგლისის, უელსისა და ირლანდიის წინააღმდეგ იასპარეზა. 6-ერის ძლევამოსილი წარმომადგენლებისა და მსოფლიოს სარაგბო ელიტის ერების წინააღმდეგ, “ბორჯღალოსნები” მატჩიდან მატჩამდე ვითარდებოდნენ – ინგლისთან და უელსთან უქულო მარცხის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიას მედგარი ბრძოლა გაუმართა და 23:10 დამარცხდა. არავისთვის გასაკვირი არ იყო, რომ საქართველოს მორაგბეთა […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების შემადგენლობა ესპანეთთან
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გასულ შაბათს პორტუგალიაში 29:16 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილებაა. მათგან ერთი ტრავმითაა გამოწვეული – ბექა საღინაძე გასულ შაბათს დაშავდა და ისვენებს, სხვა შემთხვევებში კი, მწვრთნელებმა როტაციის პრინციპით ისარგებლეს: „გაფართოებულ რაზმში 32 მორაგბე გვყავს და ვცდილობთ შემადგენლობა ისე დავაბალანსოთ, რომ ყველას მივცეთ სათამაშო […]
ზაფხულის შთამბეჭდავი ტესტ-მატჩების ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკასა და შოტლანდიას დაუპირისპირდება, კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, შემოდგომის ტესტ-მატჩებზე, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს შეერკინება. “ლე ბლესა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება, 14 ნოემბერს, ბორდოში “შარბან დელმასზე” გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას, საფრანგეთის რაგბის კავშირი ადასტურებს.
Rugbypass | ნოემბერში საქართველო ფიჯის დაუპირისპირდება
ნოემბრის ტესტ-მატჩებზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება – აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი სარაგბო პორტალი Rugbypass ავრცელებს. წყაროს მტკიცებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და ნოემბერში “ბორჯღალოსნებისა” და “მფრინავი ფიჯელების” დაპირისპირება აუცილებლად შედგება. Rugbypass-ი აღნიშნულ ინფორმაციას ფიჯის რაგბის კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს. მატჩის გამართვის ზუსტი თარიღი ამ დროისათვის უცნობია, თუმცა გართულებული კოვიდ სიტუაციის გამო ტესტ-მატჩი შესაძლოა ნეიტრალურ ლოკაციაზე ჩატარდეს. […]
ეს კვირა შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ – გელა აფრასიძე
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. “მიხეილ მესხის” სტადიონზე გამართული დრამატული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 25:25 დასრულდა. სენსაციური მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსანთა” ჰავბეკი – გელა აფრასიძე აღნიშნავს, რომ პორტუგალიასთან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ კომენტარში აფრასიძე აღნიშნავს, […]
“ბოლომდე ვეცდებით, რომ ქართველები შევაჩეროთ” – იტალიის მწვრთნელი
10 ივლისს ქართული რაგბისათვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს – ეს არის დღე, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში შესაძლოა ოქროს ასოებით ჩაიწეროს – ან დღე, რომელიც შესაძლოა მორიგ იმედგაცრუებად დაგვამახსოვრდეს. 10 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ახლადაშენებულ სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის პრინციპული დაპირისპირება შედგება. დაპირისპირება, რომელსაც 6 ერის ინტრიგა მუდამ თან ახლავს და ბრძოლა, რომლის შედეგიც […]
ბორჯღალოსნები | საქართველო სამოას წინააღმდეგ დაირაზმა
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამოას დაუპირისპირდება. 12 ნოემბერს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” საქართველოსა და სამოას სარაგბო დაპირისპირება გაიმართება. რიგით მეორე საშემოდგომო ტესტ-მატჩისათვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გამართულ პირველ შეხვედრაში, საქართველო ურუგვაის დაუპირისპირდა და 34:18 გაიმარჯვა. აღნიშნულ მატჩში, ბექა […]