მსოფლიო რაგბიმ სოციალურ ქსელში თედო აბჟანდაძის მიერ იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დადებული პირველი ლელოს ვიდეო გამოაქვეყნა. ლელოს დადებაში დიდი როლი ითამაშა დავით ნინიაშვილმაც, რომელმაც არაერთი მეტოქე ჩამოიშორა. პოსტის კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: ,,როცა ვეკნას გაურბიხარ”, რაზეც World Rugby-მ უპასუხა – ,,ვეკნას შანსი არ აქვს.” ვეკნა ნეთფლიქსის პოპულარული სერიალის, Stranger Things, მთავარი ანტიგმირია, რომელიც გონების კონტროლის […]