დასაწყისი, პროფესიონალიზმის მნიშვნელობა და ახალი თაობის მომავალი – ვილი სანიოლის ინტერვიუ | VIDEO
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების ოფიციალურ პარტნიორ, საქართველოს ბანკთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა და ბევრი თემის შესახებ ვრცლად და გულწრფელად ისაუბრა. “გულახდილად რომ გითხრათ, როცა ალექსანდრე იაშვილმა დამირეკა, საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მისი შემოთავაზება მივიღე, რამდენჯერმე ვიდეოზარით ვისაუბრეთ, შემდეგ კი უბრალოდ ვთქვი, “მოდი დავიწყოთ”. ასე ადვილად დაიწყო ყველაფერი. ხანდახან ფეხბურთი სულაც […]
კვარას და სხვა ლიდერების გარეშე? – სპალეტი წამყვანი ფეხბურთელების დასვენებას გეგმავს
პრესტიჟული იტალიური საფეხბურთო გამოცემები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “მილანთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის წინ, “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი გუნდის ლიდერების დასვენებას აპირებს. როგორც gazzetta dello sport-ი წერს, იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში, “ვერონასთან” გასამართ შეხვედრაში 64 წლის სპეციალისტი გუნდის რამდენიმე ლიდერის, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას და სტანისლავ ლობოტკას დასვენებას აპირებს. “იქიდან […]
იტალიური მედია: მილანი გიორგი მიქაუტაძის დამატებით ინტერესდება
იტალიური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე შემდეგ სეზონში შესაძლოა მსოფლიო ფეხბურთის გრანდში, “მილანში” აღმოჩნდეს. footmercato.net-ის ცნობით, “როსონერი” მზადაა, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ირკვევა, რომ “შავ-წითლები” ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში აქტიურად არიან ჩაბმულები და სერიოზული წინსვლაც აქვთ. წყარო იმის შესახებაც წერს, რომ მიქაუტაძეს უშუალოდ ტექნიკური დირექტორი […]
კვიპროსული მედია: “გოჩოლეიშვილის დამატება ექს-ჩემპიონს სურს”
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და დონეცკის “შახტარის” შემტევი ნახევარმცველის დამატებით კვიპროსის ექს-ჩემპიონი ლიმასოლის “აპოლონი” ინტერესდება. kerkida.net-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “აპოლონს” სურს ისეთი ახალგაზრდები დაიმატოს, რომელიც გუნდს შედეგებს მალევე მოუტანს და ამავე დროს მომავლის ინვესტიციაც იქნება. ამ სიაში კი ერთ-ერთი მოწინავე 22 წლის ქართველი, უნივერსალური თვისებების მქონე ფეხბურთელია. ნათქვამია ისიც, რომ კვიპროსელები უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე […]
იტალიური მედია საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის “უდინეზეში” პოტენციური ტრანსფერის შესახებ წერს. “მცველი, რომელიც როდრიგო ბეკაოს შეცვლის, შესაძლოა რუსეთიდან მოვიდეს. დაკვირვების ქვეშ მყოფი ფეხბურთელი საბა საზონოვია. ნამდვილი კოლოსი, იმის გათვალისწინებით, რომ ის თითქმის ორი მეტრია და ჯერ კიდევ ოცდაერთი წლისაა. ამ ტრანსფერის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს. ვნახოთ, სერიოზულად არის თუ არა დაინტერესებული უდინეური […]
ქართველი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების სიმღერა ლატვიასთან გამარჯვების შემდეგ
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სენტ გალენში, შვეიცარიას დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე ერთ საათზე ნაკლები რჩება, უკვე ცნობილია ჯვაროსნების ძირითადი შემადგენლობა. ლორია – კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხოჭოლავა, – კანკავა, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი, შენგელია, დავითაშვილი, ქვილითაია.
ქვილითაიას დუბლით გენტმა ინგოლშტადს მოუგო (ვიდეო)
ზამთრის შესვენების დასრულებისა და ბელგიის ჩემპიონატის განახლებამდე, “გენტი” შეკრებას ესპანეთში გადის, სადაც ამხანაგურ შეხვედრებსაც მართავს. 10 იანვარს, ქართველების გუნდი გერმანულ “ინგოლშტადს” დაუპირისპირდა და 3:2 მოუგო. “ბუფალოებს” გიორგი ქვილითაიამ მოაგებინა, რომელმაც 47-ე და 87-ე წუთებზე ზუსტი თავური დარტყმებით დუბლი შეასრულა. 26 წლის ქართველმა სრულად ითამაშა. იუპილერ ლიგაში, რომელშიც “გენტი” 21 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა, შემდეგი შეხვედრა […]
ილიას ზუროსი: “მოგებაზე მეტად კარგი თამაში მახარებს”
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში სენსაციის შემოქმედი გახდა. ქართველმა კალათბურთელებმა ბელგრადში, სტუმრად, სერბეთის ეროვნული გუნდი დაამარცხეს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსხურთან ისაუბრა. “ჩემს კალათბურთელებს და მწვრთნელებს ამ გამარჯვებას ვულოცავ. მიმდინარე ფანჯრის პერიოდში მოსამზადებელი პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა. უშუალოდ სერბეთთან შეხვედრამდე მოსამზადებლად 2 დღე გვქონდა. რთული მეტოქე […]
ლევან კობიაშვილი: “ოფიციალურად, ნაკრებს მწვრთნელი არ ჰყავს”
ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “სპორტი იმედზე-ს” პირდაპირ ეთერში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კორონავირუსით გამოწვეული ცვლილებების და აქტუალური პრობლემების შესახებ ისაუბრა. “ბელარუსთან მატჩის გაუქმება გამორიცხულია, რადგან ერთა ლიგიდან უნდა გამოვლინდეს კიდევ 4 გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. ბოლო კონფერენციაზე და არც აღმასკომის შეხვედრაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა. უეფაში ამ საკითხზე 11 მაისს იმსჯელებენ და საბოლოოდ […]
კვარაცხელია და დავითაშვილი სეზონის საუკეთესოობისთვის იბრძვიან
რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ბოლო ტურის მატჩამდე, ყაზანის “რუბინმა”, რომელშიც ორი 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა დაიწყო. “რუბინმა” ის 6 ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებმაც ამ სეზონში თავი ყველაზე კარგად წარმოაჩინეს, მათ შორის საუკეთესოს არჩევა კი გულშემატკივარს მიანდო. სასიხარულოა, რომ ექვსეულში ორივე ქართველი შემტევი მოხვდა, რომელთათვის ხმის […]
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულად დაიწყო. “ჯვაროსნებმა” პირველ ტურში, ტალინში, ესტონეთს – 1:0 აჯობეს და 3 ქულა მოიპოვეს. ამ მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდა. სლოვაკი სპეციალისტისთვის ეს საქართველოს ეროვნული გუნდის მესაჭის პოსტზე 41-ე შეხვედრა გამოდგა, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე, ყველაზე მეტ მატჩში საქართველოს ნაკრებს […]