საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის კლასიკური შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. ნათელია, რომ ეს ჯგუფის პირველი გუნდი იქნება. ფეხბურთში რთულია რაღაცის წინასწარ დაგეგმვა, თუმცა ვიცი, რომ ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან ჩვენს სიტყვას ვიტყვით. მეტოქეებზე ფიქრისას ყოველთვის გამოარჩევ შედარებით ძლიერს ან სუსტს, თუმცა […]