საქართველოს ნაკრების და ფრანგული “მეცის” ცენტრალური თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ყველაზე პროდუქტიულ და ღირებულ ფეხბურთელად შეფასდა. როგორც ირკვევა, გიორგი მიქაუტაძე სპორტის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის CIES-ის კვლევებმა შეაფასა და ის საფრანგეთის ლიგა 2-ის ყველაზე ძვირფას ფეხბურთელად აღიარა. transfermarkt-ის მონაცემებით, 22 წლის ქართველი თავდამსხმელი 6 მილიონადაა შეფასებული, თუმცა CIES-მა ის 10 მილიონ ევროდ შეაფასა. ამ მხრივ ის ლიგა […]
საქართველო – შოტლანდია: ურთიერთშეხვედრების ისტორია
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ნაცნობ და ისეთ მეტოქეს დაუპირისპირდება, რომელთანაც მიუხედავად ისტორიულ ურთიერთშეხვედრებში არაფავორიტის სტატუსის ქონისა, რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვების მოპოვება უკვე მოუხერხებია. ზოგადად, ბრიტანულ ნაკრებებთან თამაში საქართველოს ნაკრებისთვის არც ისე ნეგატიური სტატისტიკით ხასიათდება და არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრის გამორჩევაც შეიძლება, რაც შეეხება უშუალოდ შოტლანდიის ეროვნულ გუნდს, რომელსაც მესამე ტურის ეგიდით უნდა […]
პორტუგალიური მედია: “იჯარა და გამოსყიდვის უფლება – აბუაშვილის დამატება თურქულ კლუბს სურს”
პორტუგალიური მედია ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელის, გიორგი აბუაშვილის კარიერული მომავლის შესახებ წერს და ამბობს, რომ მან შესაძლოა თურქეთის სუპერლიგაში ითამაშოს. 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც პორტუგალიური “პორტუს” B გუნდში თამაშობს, თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენელი “ალანიასპორის” ინტერესის ობიექტია. “იმის გათვალისწინებით, რომ წინა სეზონში “პორტუ B-მ” აბუაშვილი მხოლოდ 7-ჯერ გამოიყენა, დიდი შანსია, რომ ახალი სეზონიდან მან შანსი თურქეთის სუპერ […]
ფიფას განახლებული რეიტინგი: საქართველომ წინ წაიწია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას განახლებულ რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა. ოქტომბერში, ეროვნულმა გუნდმა ორი შეხვედრა გამართა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ მატჩში ჯვაროსნებმა ჯერ ირლანდიასთან უგოლო ფრე ითამაშეს, მერე კი გიბრალტარი 3:2 დაამარცხეს და 90-ე პოზიციაზე გადაინაცვლეს. ბელარუსის ნაკრები, რომელიც დიდი ალბათობით ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს დაუპირისპირდება, 4 პოზიციით დაქვეითდა და 86-ე ადგილს იკავებს. საინტერესოა, […]
გიორგი მერებაშვილი თვის საუკეთესო გახდა
გიორგი მერებაშვილი პლოცკის “ვისლას” ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საქართველოს ნაკრების შემტევმა პოლონური კლუბის შემადგენლობაში წინა თვეში 2 შეხვედრაში ითამაშა, 1 გოლის გატანა შეძლო და ორივე შემთხვევაში თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახდა. ბოლო სამი შეხვედრაა მერებაშვილი სრულად თამაშობს. 33 წლის ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში ექსტრაკლასში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი, მისი გუნდი […]
დიასამიძე: “ბელარუსები ამბობენ, გავიტანთ და დაცვაში ჩავჯდებითო”
გიორგი დიასამიძე ბოლო პერიოდის “საბურთალოს” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. 2020 წლის დასაწყისისთვის ქართველი ფეხბურთელი ბელარუსში, სოლიგორსკის “შახტიორში” გადავიდა. თბილისური კლუბი ყოფილ ფეხბურთელს თურქულ შეკრებაზე დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა. ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა გიორგის კომენტარი, თუ როგორი მოლოდინი აქვთ ბელარუსებს მარტში, ერთა ლიგის ნახევარფინალში გასამართი შეხვედრის წინ. “ამ თემაზე საუბარი. იციან, რომ საქართველოს უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, […]
მერებაშვილი ვისლას ყველა დროის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
პლოცკის “ვისლას” გულშემატკივრებმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერებისგან თერთმეტეული შეადგინეს. პოლონური კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების შემტები ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილიც მოხვდა. 33 წლის ქართველი ფეხბურთელი ექსტრაკლასას ბინადარ კლუბში 2016 წლიდან თამაშობს და მას მერე 116 შეხვედრაში 21 გოლის გატანა და 22 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მერებაშვილი ამ შედეგით კლუბის ისტორიაში საუკეთესო უცხოელი მეგოლეა. შეჩერებულ […]
ოფიციალურად: გია ცეცაძე ლვოვის მწვრთნელად დაინიშნა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ გია ცეცაძე საფეხბურთო კლუბ “ლვოვის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 45 წლის ქართველი სპეციალისტი უკრაინულ კლუბს 22 ივნისიდან უხელმძღვანელებს. ეს უცხოეთში მისი პირველი კლუბია. აქამდე ცეცაძე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, “ლოკომოტივს”, “დილას”, “სამტრედიას”, და “საბურთალოს” წვრთნიდა. ამ უკანასკნელში იგი მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა და თბილისური კლუბი რამდენიმე კვირაშივე დატოვა.
ოფიციალურად: ჩისკო დინამო თბილისში დაბრუნდა
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია “დინამო თბილისმა” ოფიციალურად დაადასტურა. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს სეზონის ბოლომდე გუნდის ყოფილი მწვრთნელი და ფეხბურთელი ჩისკო მუნიოსი უხელმძღვანელებს. ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, სეზონის ბოლომდე, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. მას თანამემამულეები მწვრთნელი რობერტო კუესტა და ფიზ. მომზადების მწვრთნელი ხორხე აბელა დაეხმარებიან. ჩისკოსთან ერთად გუნდში აღარ იმუშავებს ფელის ვისენტე, რომელიც წინა […]
გიორგი მაკარიძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
გიორგი მაკარიძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია-საშუალებები ავრცელებენ. საქართველოს ნაკრების მეკარე “ალმერიაში” ითამაშებს. diariodealmeria.es-ი იუწყება, რომ ლა ლიგა 2-ში მოთამაშე კლუბი უახლოეს საათებში ორ ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს. ერთი მათგანი გიორგი პაპუნაშვილის თანაგუნდელი, “სარაგოსას” ცენტრალური ნახევარმცველი რაულ გუტია, მეორე კი ქართველო გოლკიპერი. 30 წლის კარის დარაჯს პორტუგალიურ “სეტუბალთან” კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს, […]
მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: “ჩვენს მეტოქეს საკადრო პრობლემები აქვს”
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრის წინ, მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ პრესკონფერენცია გამართა და როგორც მის გუნდში არსებული მდგომარეობის, ისე “ჯვაროსნების” ძალების შესახებ ისაუბრა. “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ესტონეთში დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ, გუნდში კარგი ატმოსფეროა. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი […]
ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
რუსულმა გამოცემა football.kulichki.net-მა საქართველოს ნაკრების ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ყაზანის “რუბინმა” ტულას “არსენალი” – 3:1 დაამარცხა, ქართველმა ტალანტმა კი, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, საგოლე გადაცემა მიითვალა. “ქართველი დრიბლიორი, როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ფიგურა იყო მოედანზე. ხვიჩა სასარგებლო იყო დაცვაში და შესანიშნავად ახერხებდა ფლანგზე კონტრშეტევების განხორციელებას. ერთ-ერთი ასეთი […]