უახლოესი პერიოდის განმავლობაში, პორტუგალიური მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კარიერას ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გრანდში, “პორტუში” გააგრძელებს. “ლუის პინტო კოელიოს, Bola na Rede-ს კომენტატორის პოდკასტის Lei de Mercado-ს უახლეს ეპიზოდში, გიორგი მამარდაშვილი “პორტუს” სატრანსფერო სამიზნეთა სიაში ახსენეს. ქართველი მეკარე “ვალენსიას” ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, გუნდის, რომელიც გარკვეულ სირთულეებს გადის […]