საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის პრეზიდენტს უპასუხა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხა, რომელმაც ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ქალთა ფეხბურთის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობის გამო გააკრიტიკა. “გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას და კრიტიკას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ, ქალთა ფეხბურთის მიმართულებით გამოჩენილი უყურადღებობის გამო. დარწმუნებული ვართ, რომ მოხდა ქალბატონი პრეზიდენტის არასწორი ინფორმირება და მისი შეცდომაში შეყვანა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. […]
ლევან კობიაშვილი | მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ინიციატივით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება. აქციის ფარგლებში, უკრაინის მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება პირველადი სამედიცინო მოხმარების საგნებს, სამედიცინო ინვენტარს და მედიკამენტებს აერთიანებს. უკრაინაში ასევე გაიგზავნება სხვადასხვა პროდუქტი და ბავშვთა კვება. ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და თითოეული ჩვენგანის გვერდში […]
2021 წლის სეზონი: ეროვნულ ლიგაში ცვლილებები იქნება
25 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის წლის პირველი შეხვედრა გაიმართა და რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეც გაჟღერდა. ინფორმაციას სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. “აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის შესახებ იმსჯელეს. ძირითადი ცვლილება ლიგა 3-ს და ლიგა 4-ს შეეხო, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ლიგა 3-ში ახალი სეზონიდან 14 გუნდი იასპარეზებს, ლიგა 4-ში კი, 20. ეროვნულ […]
კობიაშვილი: “ალბათ, რაღაც კარგად ვერ გავაკეთეთ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ დავიმსახურეთ”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 31-ე ყრილობაზე, სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა 2020 წელი შეაფასა და წინა წელს განვლილი დადებითი და უარყოფითი საკითხების შესახებ ისაუბრა. “რამდენიმე მიმართულებაა, რომელიც უნდა შევაფასოთ. უპირველესად, ჩვენი ფუტსალის ნაკრების მიღწევა უნდა ვახსენო, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ეს იყო მიზანმიმართული წარმატება და ამ სახეობაში ჩართულმა ადამიანებმა საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. ვთქვით, რომ ფუტსალში გვქონდა […]
ლევან კობიაშვილი: “რეგულაციების დაცვით, გულშემატკივარს სტადიონზე დავუშვებთ”
ქვეყანაში არსებული ეპიდ-მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა შედგა, რის შემდეგაც სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი გამოვიდა. მისი განცხადებით, ახლო მომავალში, ეროვნული ლიგის მატჩებზე გულშემატკივარს დაუშვებენ. “როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვეა, რაც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო, ასევე გააქტიურდნენ სხვა სპორტის სახეობებიც, მაგრამ ეს ყველაფერი […]
უკრაინაში ჩვენი ქვეყნიდან მორიგი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება – ამჯერად ინიციატივა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ეკუთვნით. სფფ-ს ცნობით, აქციის ფარგლებში, უკრაინის მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება პირველადი სამედიცინო მოხმარების საგნებს, სამედიცინო ინვენტარს და მედიკამენტებს აერთიანებს. უკრაინაში ასევე გაიგზავნება სხვადასხვა პროდუქტი და ბავშვთა კვება. „მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება […]
როგორ დაკომპლექტდება სამწვრთნელო შტაბი? – დავით მუჯირმა სანიოლის თანაშემწეების შესახებ ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ჰყავს. ფრანგი სპეციალისტის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში ისაუბრა. „ფეხბურთში წარმატების ფორმულა არ არსებობს, მაგრამ კარგია, რომ დავნიშნეთ მწვრთნელი, რომელიც ბევრ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. სანიოლი უკვე კარგად იცნობს ჩვენს გუნდს და მასთან გასაუბრებამ დაგვარწმუნა, რომ სწორედ ის კანდიდატია, რომელიც იმედს გვაძლევს. სანიოლი ამბიციურია, […]
ოთარ კიტეიშვილი: “მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ვხვდებით, თუმცა ფეხბურთის თამაშს და დადებითი შედეგის მიღებას ვეცდებით”
ნიდერლანდების ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა, რუმინეთთან მოპოვებული გამარჯვებისა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. “ეროვნულ ნაკრებში გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური. რუმინეთთან მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან დადებითი ემოციები მოყვა. ბოლო წუთამდე დაძაბული შეხვედრა გამოდგა. შესაძლოა ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ და დაშვებული შეცდომები […]
გადაწყდა: ეროვნულ ლიგაზე გულშემატკივარი მერვე ტურიდან დაიშვება!
21 ივლისს, საქართველოს მთავრობის საგანგებო სხდომაზე სფფ-ს პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის, მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების დეტალები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა – 31 ივლისიდან გულშემატკივარი სტადიონზე დაიშვება. “ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მოხდება, […]
საქართველოს ნაკრებს ახალი გენერალური სპონსორი ჰყავს!
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს ახალი სპონსორი ჰყავს – ეროვნული გუნდის პარტნიორი უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკი იქნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის 5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. აქამდე, საქართველოს ნაკრების გენერალური სპონსორი კომპანია VTB იყო, რომელთან ხელშეკრულებაც მარტის თვეში შეყწდა. საქართველოს ნაკრები 2022 წლის პირველ შეხვედრას 2 ივნისს გიბრალტარის წინააღმდეგ, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო […]
ვილი სანიოლი: “დისციპლინა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება, ამის გარეშე ვერაფერს შეცვლი”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პირველი ინტერვიუს ამონარიდებს აქვეყნებს. “ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. დისციპლინა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. დისციპლინის გარეშე ვერაფერს შეცვლი. ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ნაკრების მაისურს. თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, ვფიქრობ, რომ შევძლებთ წარმატების მიღწევას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი […]
“100 %-ით მზად ვარ, რომ ნიდერლანდებთან შეხვედრაში მონაწილეობა მივიღო” – გურამ გიორბელიძე მოახლოებული მატჩის წინ საუბრობს
ნიდერლანდების ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის მარცხენა მცველმა, გურამ გიორბელიძემ, რომელიც გუნდს 31 მაისს შეუერთდა, მოახლოებულ დაპირისპირებასა და მიმდინარე შეკრებაზე ისაუბრა. “კლუბში საკმაოდ მძიმე სეზონი გამოგვივიდა, ძალიან დასანანი ქულები დავკარგეთ, ევროპა ლიგაზე მოსახვედრად რამდენიმე ქულა დაგვაკლდა. ასევე ვითამაშეთ კონფერენციის ლიგის პლეი-ოფში და სამწუხაროდ ორმატჩიან დაპირისპირებაში დავმარცხდით. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გუნდს მოგვიანებით შევუერთდი, ძალები აღვიდგინე და უკვე 100 […]