ამაშუკელის დებიუტი თიერ ერთის მატჩებზე
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ქართველი გულშემატკივრისათვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი, მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც ტიერ1 ქვეყნის ნაკრებების მატჩს იმსაჯებს. ის 3 ივლისს კარდიფში, 80-ათასიან “პრინციფალითი სთედიუმზე” უელსისა და კანადის ნაკრებების შეხვედრას განსჯის, იქიდან კი რუმინეთში ჩავა და 10 ივლისს რუმინეთისა და შოტლანდიის მატჩს გაუძღვება. შეგახსენებთ, მანამდე, 19 […]
ლეგიონერები | საუკეთესო ნინიაშვილი, ჭეიშვილის ლელო და მსაჯების დებიუტი
19 წლის ქართველი უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის “ხვამლიდან” ტოპ 14-ის “ლიონში’ ზაფხულში გადავიდა, ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 2021/22 წლების ევროტურნირების პირველ ტურში მისმა “ლიონმა” ინგლისურ “გლოსთერს” უმასპინძლა და 19:13 დაამარცხა. ნინიაშვილმა, რომელიც ფრანგულ კლუბს ზაფხულში შეუერთდა სრულად ითამაშა და 9 შეტევით ჯამში 53 მეტრი მოიგო, რაც მასპინძელთა […]
სუპერ თასი | მზადება ენისეისთვის
პენზიდან შინ მობრუნებული “შავი ლომი” “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ჩაიკეტა და რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე მატჩისთვის მზადებას შეუდგა. ტურნირის მეოთხე ტურში ის აღმოსავლეთ კონფერენციის ამჟამინდელ ლიდერს, კრასნოიარსკის “ენისეის” 30 ოქტომბერს სოჭში, ჩვენი დროით 13 საათზე ეთამაშება. 1975 წელს დაარსებული კლუბი რუსეთის ჩემპიონი 11-ჯერ გახდა და 2015 წლიდან ევროტურნირებში ჩაერთო. კონტინენტის ფარის ორჯერ მოგებით ის რამდენჯერმე […]
ლეგიონერები | ჯალაღონიას მესამე ფრანგული ლელო
გასულ უქმეებზე თორნიკე ჯალაღონიამ მორიგი ფრანგული ლელო გაიტანა. ამჯერად მან თავი “ორიაკთან” მატჩში გამოიჩინა. ტოპ 14-ის 22-ე ტურში კოვიდ-პანდემიის გამო მხოლოდ სამი თამაში გაიმართა. “სტად ფრანსემ” “პოს” უმასპინძლა და 46:32 გაიმარჯვა. პარიზელთა რიგებში პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა ვასილ კაკოვინმა. მეორე პარიზული კლუბი “რასინგ 92” “ტულუზს” ეწვია და 16:34 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 50-ე წუთზე […]
ლეგიონერები | ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
სანაკრებო მატჩების დაწყებამდე, საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-9 ტურში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად ითამაშეს და ერთ თამაშში ორმა მორაგბემ ჯამში 22 ქულა მოიხვეჭა. “კასტრი” “ბრივს” დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 23-22 დაამარცხა. მოედანზე ექვსი ქართველი მორაგბე გავიდა. “კასტრის” ძირითადში იყო და 48 წუთი ითამაშა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ. ის სტატიკაში კარგად იდგა და მეტოქე არაერთხელ დააჯარიმა, 32-ე […]
ბავშვთა დაცვის დღეს 13-წლამდელთა ფესტივალი რაგბი ყველასათვის
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “სპორტი ყველასათვის” ორგანიზებით და რაგბის კავშირის მხარდაჭერით, „ავჭალაზე“ 13-წლამდე მორაგბეთა ფესტივალი გაიმართა. მასში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა – “აკადემია”, “წიქარა”, “მამონტები”, “ავჭალა”, “რაშები”, “ხულიგანა”, “არმია” და “იუნკერები”. რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ალავიძემ პატარებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობა უმთავრესი პრიორიტეტია. ის ამბობს, რომ მომავალი სეზონიდან საფესტივალო […]
7-კაცას და 7-ქალას ჯგუფები და განრიგი ცნობილია
რაგბი ევროპამ 2021 წლის 7-კაცა და 7-ქალა ტურნირების ჩატარების ვადები და ჯგუფები დაასახელა. ევროპული რაგბი7 კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ივნისში, სახეცვლილი სტრუქტურით განახლდება. რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული 15-კაცა ჩემპიონატების მსგავსად, 7-კაცა რაგბში უმაღლეს დივიზიონს გრან პრის ნაცვლად ჩემპიონატი ერქმევა, მეორე დივიზიონს ალაფა, ხოლო მესამეს კონფერენსი. რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება, საფრანგეთის, დიდი […]
პრო დე2 | 16 ქართველი მესამე ტურში
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის მესამე ტურში, მოედანზე 16 ქართველი მორაგბე გავიდა. ტურის პირველ შეხვედრაში “გრენობლმა” შინ “აჟენს” 17:13 სძლია. მასპინძელთა რიგებში ზედიზედ მესამე თამაში ჩაატარა ბრიტანეთიდან საფრანგეთში სამი წლის შემდეგ დაბრუნებულმა ზურაბ ჟვანიამ. ის შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. “აჟენის” შემადგენლობაში ასევე შესვენების შემდეგ ითამაშა კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ, რომელიც საფრანგეთში 7 წლის შემდეგ დაბრუნდა. […]
სუპერ თასი | შავი ლომი – ნახევარფინალი ისრაელიდან
“შავმა ლომმა” წლის ბოლო მატჩში “თელავივ ჰითი” ლამაზ სტილში, 52:28 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის დამატებითი ბონუსიც წამოიღო. გამარჯვებამ ჩვენს გუნდს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაუბრუნა და ნახევარფინალის საგზურიც დაუბევა. ახლა “ენისეისთან” გადადებულმა შეხვედრამ უნდა გაარკვიოს, ვინ უმასპინძლებს ნახევარფინალში ესპანურ “იბერიანზს” და ვინ გაემგზავრება პორტუგალიაში “ლუზიტანუშთან” სათამაშოდ. აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ, […]
საფესტივალო | წიკლაურების თასი ლელომ მოიგო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზღვაზე 13-წლამდელთა ტურნირი გაიმართა, რომელიც აფხაზეთში დაღუპული ტყუპი ძმების, ნუკრი და ვასკა წიკლაურების ხსოვნას მიეძღვნა. “რაშების” ინიციტივით, ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და რაგბის კავშირის ხელშეწყობით, 6-გუნდიანი ტურნირი გაიმართა, რომელშიც “რაშები”, “ლელო”, “აკადემია”, “არმაზი”, “ყაზბეგი” და “მამონტები” მონაწილეობდნენ. გუნდებმა ჯერ ჯგუფური ეტაპი ითამაშეს და ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გავიდა, ჯგუფში ბოლო ადგილზე გასულმა […]
ლეგიონერები | გურამ პაპიძის პირველი ლელო ტოპ 14-ში
“ლა როშელის” ბურჯმა გურამ პაპიძემ, ტოპ 14-ის მეოთხე ტურში “ბიარიცს” ლელო გაუტანა. 24 წლის ქართველი “ლა როშელს” ზაფხულში შეუერთდა და ელიტურ დივიზიონში პირველ სეზონს ატარებს. მისი გუნდი მასპინძელი იყო, ორის წილ 9 ლელო გაიტანა და ბონუსიც ჩაიწერა – 59:17. პაპიძე “ლა როშელის” რიგებში 45-ე წუთზე გამოჩნდა, 63-ეზე მოლს მოწყდა და სამ მცველთან ჭიდილში გუნდის მეექვსე […]
მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები! დავით ნინიაშვილი
2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. 19 წლის ბორჯღალოსანი “ლიონს” ზაფხულში შეუერთდა და მიუხედავად ასაკისა, საკუთარი თამაშით სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი გუნდის შემადგენლობაში. საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მან “პოს” ლამაზი ლელო გაუტანა და გუნდს ბონუსით გამარჯვებაში დაეხმარა: პირველი ლელოს ტოპ 14-ში! მოედანზე საკმაოდ მშვიდად აღნიშნე, გუნდში […]