ლეგიონერები | გურამ პაპიძის პირველი ლელო ტოპ 14-ში
“ლა როშელის” ბურჯმა გურამ პაპიძემ, ტოპ 14-ის მეოთხე ტურში “ბიარიცს” ლელო გაუტანა. 24 წლის ქართველი “ლა როშელს” ზაფხულში შეუერთდა და ელიტურ დივიზიონში პირველ სეზონს ატარებს. მისი გუნდი მასპინძელი იყო, ორის წილ 9 ლელო გაიტანა და ბონუსიც ჩაიწერა – 59:17. პაპიძე “ლა როშელის” რიგებში 45-ე წუთზე გამოჩნდა, 63-ეზე მოლს მოწყდა და სამ მცველთან ჭიდილში გუნდის მეექვსე […]
იოსებ ტყემალაძე ახალ და ყოფილ გამგეობაზე
ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, მის ყოფილ წევრებს მადლობა გადაუხადა, ახლებს კი მეტი კონტროლისკენ მოუწოდა და წარმატებები უსურვა: “კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გამგეობის ყოფილ წევრებს, რომლებმაც რაგბის კავშირი ამ რთულ პერიოდში ატარეს. მინდა მათ მიმართ სათითაოდ გამოვხატო მადლიერება, რადგან არჩევითობას გაგებით შეხვდნენ და ქართული რაგბის წინსვლას ასე მიესალმებიან”. […]
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეული გამგეობა მუშაობას შეუდგა. პირველი სხდომა “თბილისი მარიოტში” 21 სექტემბერს გაიმართა და მთავარ საკითხს გამგეობის თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარის პოსტზე ვეტერანი ბორჯღალოსანის, ცენტურიონი დავით კაჭარავას კანდიდატურა წარადგინა, რომლის ანგარიშზე ყველაზე მეტი – 121 სანაკრებო კეპია და მას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. “ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და […]
ტოპ 14 | დავით ნინიაშვილის წარმატებული დებიუტი
19 წლის ბორჯღალოსანმა უკანახაზელმა დავით ნინიაშვილმა, საფრანგეთის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მისმა “ლიონმა” მესამე ტურში “პერპინიანს” 7 ლელო გაუტანა და ბონუსით, 47:3 დაამარცხა. ნინიაშვილი 11 ნომრის პოზიციაზე ძირითადში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. სრული მატჩი ჩაატარა მასპინძელთა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემაც. “პერპინიანის” სასტარტოში იყო გიორგი თეთრაშვილი და ის 46-ე წუთზე შეცვალეს. “ბიარიცმა” “რასინგ 92” […]
U18 | მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის
უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული, 43-კაციანი შემადგენლობა, მარტყოფის ბაზაზე ორკვირიან შეკრებაზე შევიდა. გუნდი კალინინგრადში 2-9 ოქტომბერს გასამართი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. შეგახსენებთ, 8-გუნდიანი ტურნირი ფლეი-ოფის სისტემით იმართება და ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული საქართველო გახდა – 2018 წელს ფინალში საფრანგეთის 8:3 და 2019 წელს ესპანეთის 20:10 დამარცხებით. ახალი სამწვრთნელო შტაბით 18-წლამდელები […]
ტოპ 14 | ორი ლელო ერთ მატჩში
საფრანგეთის ტოპ 14-ის მეორე ტურის ერთ შეხვედრაში ორი ქართული ლელო გავიდა. ანგარიში გელა აფრასიძემ გახსნა, ბოლო შედეგიანი შეტევა კი ვანო კარკაძის ანგარიშზეა. “მონპელიე” “ბრივს” მასპინძლობდა და ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. მოლს კვაჭი მოწყდა, აფრასიძეს ოფლოუდი ამოუგდო, ქართველმა 9 ნომერმა ფინტით ერთი მცველი ჩამოიშორა და ლელო ძელებს უკან გაიტანა. გელასთვის ეს საფრანგეთში გატანილი მესამე ლელოა. ის […]
პრო დე2 | 16 ქართველი მესამე ტურში
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის მესამე ტურში, მოედანზე 16 ქართველი მორაგბე გავიდა. ტურის პირველ შეხვედრაში “გრენობლმა” შინ “აჟენს” 17:13 სძლია. მასპინძელთა რიგებში ზედიზედ მესამე თამაში ჩაატარა ბრიტანეთიდან საფრანგეთში სამი წლის შემდეგ დაბრუნებულმა ზურაბ ჟვანიამ. ის შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. “აჟენის” შემადგენლობაში ასევე შესვენების შემდეგ ითამაშა კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ, რომელიც საფრანგეთში 7 წლის შემდეგ დაბრუნდა. […]
დიდი 10 | ახალი სეზონი 24 სექტემბერს დაიწყება
2021/2022 წლების დიდი 10-ის სეზონი წინასწარ დაანონსებულზე ორი კვირით გვიან, 24 სექტემბერს დაიწყება. მიზეზი რა თქმა უნდა კვლავ კოვიდ-პანდემიაა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში, სარაგბო კალენდარი არაერთხელ შეცვალა. “მიზეზი კოვიდ-პანდემიაა, რომელთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ჩემპიონატის დაწყებამ ორი კვირით გადაიწია. დღემდე არ გვქონდა ინფორმაცია როდემდე გაგრძელდებოდა ეს შეზღუდვები და მოგვიწია კალენდარში ცვლილებების შეტანა” […]
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 100-მდე მოედანი მოეწყობა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა – იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ამ საშვილიშვილო საქმეში ბიზნეს სექტორი, სპორტულ ორგანიზაციები და ყველა უნდა გაერთიანდნენ. “რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის დღიდან, გუნდთან ერთად რაგბის განვითარების გეგმის შემუშავებაზე დავიწყეთ ზრუნვა, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში იყოს […]
ლეგიონერები | დებიუტანტები ტოპ 14-ში და აფრასიძის 3 ქულა
საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის პირველ ტურში, მოედანზე 16 ქართველი გავიდა. რამდენიმე მათგანს ელიტურ დივიზიონში, ან ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა, გელა აფრასიძემ კი, ჯარიმით გუნდს 3 ქულა შესძინა. ტოპ 14-ში დაბრუნებულმა “ბიარიცმა”, პირველ ტურში “ბორდო” მიიღო და 27:15 გაიმარჯვა. ბასკები ბონუს-ქულის აღებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით 6 წუთში ორი ლელო გაუშვეს და მხოლოდ 4 […]
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 100-მდე მოედანი მოეწყობა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა – იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ამ საშვილიშვილო საქმეში ბიზნეს სექტორი, სპორტულ ორგანიზაციები და ყველა უნდა გაერთიანდნენ. “რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის დღიდან, გუნდთან ერთად რაგბის განვითარების გეგმის შემუშავებაზე დავიწყეთ ზრუნვა, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში იყოს […]
პრო დე2 | ცუცქირიძის ლელო მეორე ტურში
ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ, პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში პირველი ქართული ლელო გაიტანა. მეორე ტურში მისი “ორიაკი” “ბაიონს” მასპინძლობდა და ტაიმი 10:3 მოიგო, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 20:28. ცუცქირიძე მასპინძელთა ძირითადში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. 38-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, შეხვედრის მიწურულს კი თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა, მაგრამ “ორიაკი” მაინც უქულოდ დარჩა. აღსანიშნავია, […]