U18 | 12 ლელო ჩეხეთთან
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დებიუტანტ ჩეხეთს 12 უპასუხო ლელო გაუტანეს და იოლად, 76:0 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით მათ ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს და ნახევარფინალში ბელგიას შეხვდებიან, რომელმაც თავის მხრივ ტურნირის მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა. ჩვენმა 18-წლამდელებმა ჩეხეთთან ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნეს. მეტოქე მოლში არ შემოვიდა და ლელო ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა გაიტანა. მე-5 წუთზე ნიკოლოზ კინწურაშვილმა ხაზი […]
სუპერ თასი | ლადო კილასონია – თამაშის მართვა უნდა გამოვასწოროთ
“შავმა ლომმა” რაგბი ევროპის სუპერ თასის მეექვსე ტურის წინ ღია ვარჯიში გამართა. გუნდი ჯგუფური ეტაპის მეოთხე თამაშს (ორი გადადებულია) “ავჭალაზე”, 17 საათზე “ენისეი-სტმ”-ის წინააღმდეგ გამართავს. ამ მომენტისთვის გუნდები 11-11 ქულით პირველ-მეორე ადგილზე იმყოფებიან. მათ შორის მესამე ტურში, სოჭში გასამართი შეხვედრა გადაიდო. გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს, რომ მზადება კარგად მიმდინარეობს: “მზადებით კმაყოფილი ვართ და მომავალ თამაშს […]
ბორჯღალოსნები | შეკრების მეოთხე დღე ქუთაისში
მეოთხე დღეა “ბორჯღალოსნები” ქუთაისში, “აიას” ბაზაზე ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას გადიან. გუნდმა შეკრება 26 ივნისს, 33-კაციანი შემადგენლობით დაიწყო. გამოძახებულთაგან ერთი – გელა აფრასიძე გუნდს დღეს შეუერთდა. 24 ივნისს მისმა “მონპელიემ” ტოპ 14-ის ფინალში “კასტრი” დაამარცხა და ჩემპიონი გახდა, რის გამოც სამშობლოში დაბრუნება დაუგვიანდა. საქართველო 3 ივლისს “აია არენაზე” არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში იტალიას […]
რაგბის სიმბოლიკიანი პროდუქცია დინამო არენაზე
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება უფლება მისცეს სოციალურ საწარმოებს რაგბის ქომაგებისთვის კავშირის ლოგოტიპის გამოყენებით შექმნან სამოსი და აქსესუარები, და, 6 და 12 ნოემბერს დაგეგმილ საერთაშორისო მატჩებზე სტადიონზე გაყიდონ, ხოლო მიღებული შემოსავალი განვითარებისთვის გამოიყენონ. რაგბის კავშირი უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალური საწარმოების მხარდაჭერას, სადაც სოციალურად დაუცველთა სხვადასხვა ჯგუფები, ასევე შშმ პირები არიან დასაქმებულნი. შესაბამისი მემორანდუმი […]
რაგბი ევროპა | საქართველო ტიტულს ფინალში დაიცავს
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველომ რუმინეთი გართულებების გარეშე, 31:7 დაამარცხა და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის, 19 მარტს ესპანეთში, ბადახოსში პორტუგალიას ერკინება. გუნდების რაოდენობის ზრდისა და ფორმატის ცვლილების მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ რაგბი ევროპაზე ბადალი არ ყავთ ეს ფაქტი ბადახოსში ძახილის ნიშნით უნდა დაასრულონ. ჩემპიონატზე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ რუმინეთთან, საქართველომ წელს საუკეთესო თამაშის […]
2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 2021 წლის 24 თებერვალს ჩანიშნული ა(ა)იპ “საქართველოს რაგბის კავშირის” საერთო კრება (ყრილობა) განმეორებით მოწვეულ იქნეს 2021 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, მისამართზე: თბილისი, წერეთლის ქ. N118, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
ბავშვთა დაცვის დღეს 13-წლამდელთა ფესტივალი რაგბი ყველასათვის
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “სპორტი ყველასათვის” ორგანიზებით და რაგბის კავშირის მხარდაჭერით, „ავჭალაზე“ 13-წლამდე მორაგბეთა ფესტივალი გაიმართა. მასში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა – “აკადემია”, “წიქარა”, “მამონტები”, “ავჭალა”, “რაშები”, “ხულიგანა”, “არმია” და “იუნკერები”. რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ალავიძემ პატარებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობა უმთავრესი პრიორიტეტია. ის ამბობს, რომ მომავალი სეზონიდან საფესტივალო […]
მსოფლიო რაგბის პირველი დონის სემინარი და რეგიონალური სასწავლო ცენტრი
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოში მწვრთნელთა გადამზადება „მსოფლიო რაგბის“ მიერ შემუშავებული ახალი პროგრამით განახლდა. მანამდე, ქართველი ედუკატორები მთელი ეს პერიოდი გადიოდნენ “მსოფლიო რაგბის” ონლაინ-სწავლებებს. კვირის დასაწყისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა “მსოფლიო რაგბის” რეგიონალური (ევროპის) მენეჯერი მწვრთნელთა განათლების კუთხით დანიელ მიტრეა, რომელიც “რაგბი პლატოზე” გამართულ პირველი დონის სემინარებს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო. სემინარი რაგბის კლუბ […]
ლეგიონერები | ცუცქირიძის ბონუს-ლელო
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში გიორგი ცუცქირიძემ მეორე ლელო გაიტანა. გასულ ტურში, ისე, როგორც ზოგადად მიმდინარე სეზონში, ქართველი ლეგიონერები მოედნებზე მრავლად გავიდნენ. ტოპ 14-ის მე-8 ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და აქედან ერთი ვახტანგ ჯინჭარაძე დებიუტანტი იყო. ტოპ 14 ტოპ 14-ის მე-8 ტურში “პო” კლერმონს” ეწვია და ვერაფერს გახდა – 20:42. ბექა […]
შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი U20 ექვს ერში
მსოფლიო რაგბმა 2022 წლის ექვსი ერის მატჩების სამსაჯოდ კიდევ ორი ქართველი რეფერი მიიწვია. შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი 20-წლამდელთა ტურნირის ორ-ორ თამაშზე იმუშავებენ – აქედან ერთში, თევზაძე მოედნის მსაჯი იქნება. მანამდე, 19 თებერვალს, 27 წლის რეფერი რაგბი ევროპის “ალაფაზე” ჰაიდელბერგში, გერმანიისა და ბელგიის ჯახს იმსაჯებს. ამ გუნდების დაპირისპირება პრინციპულობით გამოირჩევა და სასიამოვნოა, რომ რთული შეხვედრის […]
7-კაცა | მეორე ადგილი მსოფლიო სერიის შესარჩევში
საქართველოს 7-კაცას ჩილეში გამართული მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ტურნირის დასკვნით დღეს, ნახევარფინალში, ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის ჩვენმა გუნდმა რევანში აიღო – მასპინძელი ჩილე 31:14 დაამარცხა. მეტოქე დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა თემურ კოხოძის ერთი და მირიან მოდებაძის ორი ლელოს შემდეგ, საქართველო შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა (19:7). მეორე ტაიმშიც პირველი ლელო მასპინძლებმა გაიტანეს და […]
ინგლისის რაგბის კავშირმა ედი ჯონსი გაათავისუფლა
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ედი ჯონსი ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიელ სპეციალისტს სტივ ბორთვიკი ჩაანაცვლებს. შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით გამართული ტესტ-მატჩების ჩაგდება – განსაკუთრებით დასკვნით შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკასთან განცდილი მარცხი (13:27) ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ჯონსი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, ედი ჯონსი “წითელი ვარდების” […]