ბორჯღალოსნები | სამხრეთ აფრიკა 40:9 საქართველო
ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონ “სპრინგბოქსს” სერიის პირველ მატჩში დიდი ბრძოლა გაუმართეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და 35-ე წუთამდე 9:5-საც იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მასპინძლების კლასმა იჩინა თავი და შეხვედრა 40:9 მოიგეს. ეს იყო პირველი ჯახი სამხრეთ აფრიკასთან მსოფლიო თასს მიღმა, რომელსაც ერთადერთხელ, ჩვენთვის პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. “ბოკემ” პრეტორიაში საქართველოს წინააღმდეგ 18 მსოფლიოს ჩემპიონი დააყენა და […]
სამოტივაციო შეხვედრები 7-კაცასთან და ბორჯღალოსნებთან
7-ქალა ნაკრებთან სამოტივაციო შეხვედრის შემდეგ, რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტი ნიკა ალავიძე და მოთამაშეთა კეთილდღეობის კოორდინატორი ნონო ანდღულაძე 7-კაცა ნაკრებს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ეწვივნენ. გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 26-27 ივნისს მოსკოვში გაიმართება. სტუმრები ნაკრების წევრებს არასპორტული, კორპორატიული სამყაროდან მიღებული იმ უნარების შესახებ ესაუბრნენ, რაც მოთამაშეებს მოედანზეც გამოადგებათ. ალავიძემ მათ გააცნო ის დაგეგმილი […]
მსოფლიო რაგბის ინტერვიუ ბორჯღალოსნების კაპიტანთან
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების კაპიტან მერაბ შარიქაძეს ესაუბრა და გასული წლის შეფასებასთან ერთად, წლევანდელ პერსპექტივებზეც ესაუბრა: “2021 წელი საქართველოსთვის მოედანზე აღმავლობის და მის მიღმა დაცემის წელიწადი იყო. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ მოიგეს ხუთიდან ხუთი თამაში და ტიტული მორიგ ჯერზე შემართეს. მათ 24 ქულა მოაგროვეს და 10 ქულით გაასწრეს […]
დიდი 10-ის 2020/2021 წლების გარდამავალი ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დარჩენილია ორი გადადებული მატჩი, რეგულარული გათამაშების დასკვნითი ტური და პლეი-ოფები. იმისათვის, რომ შიდა ჩემპიონატის დონე და ხარისხი ამაღლდეს, საქართველოს რაგბის კავშირი გარკვეული ღონისძიებების გატარებას გეგმავს. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა, როგორც კლუბების სტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე დისციპლინის კუთხით. “ზედა ექვსეულში დიდი კონკურენციაა და იმედი გვაქვს, რომ პლეი-ოფებში ხარისხიან […]