საქართველო 19:20 სამოა | თანაბარ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით
ბორჯღალოსნებმა და მანუ სამოამ „დინამო არენაზე“ შეკრებილ 35 ათას მაყურებელს დიდი ბრძოლა შესთავაზეს. ეს იყო ორი თანაბარი, ღირსეული მეტოქის ომი, რომლის ბედი რაგბის ღმერთმა მატჩის მიწურულს სტუმრების სასარგებლოდ გადაწყვიტა – 19:20. უაღრესად დაძაბულ მატჩში გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა. მოედანზე გასულ არცერთ მორაგბეს თავი არ დაუზოგავს და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა. ეს იყო ტიტანების ფიზიკური ჯახი […]
რეგიონული ლიგა | პლეი ოფის მონაწილენი დასავლეთშიც გაირკვა
რეგიონული ლიგის რეგულარულ სეზონში გასარკვევი მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გამარჯვებულთა ვინაობა რჩება. მართალია, დასავლეთში ‘დინოზავრსა’ და ‘კოლხი რაინდებს’ ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე 3-3 შეხვედრა რჩებათ ჩასატარებელი, თუმცა იმერლებიც და კოლხებიც მდევართათვის განვლილი ტურის შემდეგ მიუწვდომელნი ოფიციალურად შეიქნენ. პირველობაზე ყველა შეხვედრის ბონუსით მომგები და ცხრილის სათავეში მყოფი წყალტუბოელები ფოთელებს კვლავ 5 ქულით უსწრებენ და დასავლეთის გამარჯვებული დიდი […]
ირაკლი ყიასაშვილი | ყველამ ის საქმე უნდა ვაკეთოთ, რაც უკეთ გამოგვდის
ვეტერანი ბორჯღალოსანი ირაკლი ყიასაშვილი იმედოვნებს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების პროცესი მალე დასრულდება და როგორც ნაკრებს, ასევე კლუბებს, ნორმალურ რიტმში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათ. “უკვე ყველა დაიღალა ამ გაურკვევლობით და მნიშვნელოვანია არჩევნების პროცესი უმოკლეს დროში დასრულდეს. ეს მნიშვნელოვანია როგორც კლუბებისთვის, რომლებსაც დაფინანსება ჯერ არ მიუღიათ, ასევე ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც დღე-დღეზე მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვება.” “მმართველობის […]
U 15 | ლელო საქართველოს ჩემპიონია!
15-16 მაისს “ხვამლი არენაზე” საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა 15-წლამდე მორაგბეთა შორის 12-კაცა რაგბში. დასავლეთ საქართველოდან თბილისში 5 გუნდი ჩამოვიდა – ქუთაისიდან “აია” და “არესი”, აჭარიდან “ბათუმი”, სამეგრელოდან “ფოთი” და “გურია”. შედეგად, აღმოსავლეთ საქართველოდან 11 გუნდი წარსდგა: 8 თბილისური – “ლელო”, “ხვამლი”, “აკადემია”, “ლოკომოტივი”, ‘ყოჩები”, “ხულიგანა”, “არმაზი” და “წიქარა”, რომელიც ტურნირში იმის გამო მოხვდა, რომ […]
გიორგი კვესელაძე | სამხრეთ აფრიკას საქმეს არ გავუმარტივებთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. “ბორჯღალოსნები” 2 და 9 ივლისს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, “სპრინგბოქსი” პირველ ტესტ-მატჩს გამართავს. სამხრეთ აფრიკის მორაბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა უძლიერეს შემადგენლობას უხმო. ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ სამხრეთ აფრიკას კორონავირუსი უტევს | ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ ბოკემ ვარჯიში გააუქმა ბორჯღალოსნების შემადგენლობა სამხრეთ […]
18 წ. | ფინალში პორტუგალიასთან
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხეს და ფინალში ტიტულს პორტუგალიასთან დაიცავენ. პორტუგალიამ ნახევარფინალში ესპანეთს დიდი ბრძოლა გაუმართა და 31:12 დაამარცხა. ბელგიამ საქართველოს აგრესიული დაცვა და სწრაფი შეტევები შესთავაზა, მაგრამ კლასში სხვაობა ექვს უპასუხო ლელოში აისახა. თამაში ჩვენი ხელდახელ იერიშებით დაიწყო, მაგრამ მე-10 წუთამდე ლელო არ გავიდა და ანგარიში პეტრე ხუციშვილმა ჯარიმით გახსნა. […]
შოთა თევზაძე – ერთი საფეხურით მაღლა
ქართველ რეფერის შოთა თევზაძეს კარიერაში საინტერესო პერიოდი უდგას – 12 დეკემბერს მას კასტრში ჩემპიონთა თასზე დებიუტი ჰქონდა, 15-ში კი “ავჭალაში”, რაგბი ევროპის სუპერ თასის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას განსჯის. წელს ჩემპიონთა თასზე ქართველი მსაჯების დებიუტი შედგა. ფრანგული “კასტრისა” და ინგლისური “ჰარლიქუინსის” დაპირისპირებაში რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო, შოთა თევზაძე კი კიდიდან ეხმარებოდა. საგულისხმოა, რომ საბა აბულაშვილი მეორე […]
საქართველოს ჩემპიონები ევროპულ ტურნირზე ითამაშებენ
საქართველოს ჩემპიონი “ბათუმი” რაგბი ევროპის სუპერ თასის 2022/2023 წლების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ქართული რაგბი ევროტურნირზე მეორე ქვოტის მოპოვებას თავიდანვე ცდილობდა და დიდხანს ლოდინი არ დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონში მონაწილე გუნდების რაოდენობა არ გაზრდილა, ორ ახალ მონაწილეს შორის ერთი ადგილი საქართველოს ჩემპიონსაც შეხვდა. 8-გუნდიანი ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩა. აღმოსავლეთ კონფერენციაში სუპერ თასის პირველ გამარჯვებულ […]
სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ ფინალისთვის დაირაზმა
‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 17 დეკემბერს რაგბი ევროპის სუპერ თასის ტიტულს „ავჭალაზე“ დაიცავს. მათი მეტოქე ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ იქნება და შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. ‘ჰითი’ ერთადერთი გუნდია, რომელთანაც ‘შავ ლომს’ არ მოუგია და ახლა ამის კარგი შანსი აქვს. აღსანიშნავია, რომ თბილისი სუპერ თასის ფინალს პირველად უმასპინძლებს და ეს მას შემდეგ გადაწყდა, […]
7-ქალა | ტრადიციულად პარიზისა და ტურის ტურნირზე
საქართველოს 7-ქალა ნაკრები დღეს გამთენიისას საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც რაგბი ევროპის „ალაფის“ ოფიციალურ თამაშებამდე, ორ მოსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. პარიზის „ცენტრალ 7“ 17-18 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც გოგონები საფრანგეთში დარჩებიან და 26-28 მაისს ტურის 7-ქალას ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ წელს ამ ორივე ტურნირში 7-ქალას გარდა ჩვენი 7-კაცაც ითამაშებს. „ტრადიციულად, პარიზის „ცენტრალ 7“-ზე ძლიერი გუნდები იყრიან თავს. აქ […]
დახარვეზებული დოკუმენტების შესახებ იოსებ ტყემალაძე პირველ კომენტარს აკეთებს
2021 წლის 10 მარტს, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი – იოსებ ტყემალაძე იღებდა. საარჩევნო ყრილობაზე ტყემალაძემ 42 ხმა მიიღო და რაგბის კავშირის პრეზიდენტად იქნა არჩეული. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პრეზიდენტის და გამგეობის წევრების რეგისტრაციის მოთხოვნა დაახარვეზა – უარის მიზეზად რაგბის კავშირის წესდების დარღვევა დასახელდა. “ყრილობაზე დამტკიცებული წესდების […]
7-კაცა | შემადგენლობა ლისაბონის ეტაპზე
საქართველოს 7-კაცა ნაკრები 3 ივნისს პორტუგალიაში მიემგზავრება, სადაც 5-6 ივნისს ლისაბონში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს ითამაშებს. ევროპული რაგბი 7 კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ივნისში, სახეცვლილი სტრუქტურით განახლდება და უმაღლეს დივიზიონს, ამიერიდან გრან პრის ნაცვლად ჩემპიონატი ერქმევა. რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრებები ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მონაწილეობას […]