რეგიონული ლიგა | ‘წიქარა’ პლეი ოფს მიუახლოვდა
რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტს დიდთოვლობისა და უამინდობის გამო დასავლეთის მე-9 ტურის გადავადება 1 კვირით მოუხდა. აღმოსავლეთ ჯგუფის ზედა ექვსეულში კი მეორე ტურის (სულ 5 ტურია ჩასატარებელი) შეხვედრები გაიმართა, სადაც პლეი ოფის ორი ვაკანტური საგზურისათვის მებრძოლმა სამეულმა ბონუსით იმარჯვა და შესაბამისად, ლიდერთა შორის სტატუს-კვო უცვლელი დარჩა. 54 ქულით ცხრილის სათავეში ‘წიქარა’ იმყოფება და გიორგი ბარნოვის ბიჭებს […]
რეზო ბელქანია | “შუღლი უნდა დასრულდეს”
ვეტერანი ბორჯღალოსანი რეზო ბელქანია, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს, სოსო ტყემალაძეს დადებითად ახასიათებს და არსებული მდგომარეობიდან საუკეთესო გამასავალს, მის გარშემო გაერთიანებაში ხედავს. “სოსო ტყემალაძეს 20 წელზე მეტია ვიცნობ და რაგბისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია. თამაში რომ დავიწყე, არანაირი სავარჯიშო პირობები არ გვქონდა, ელემენტარულად გზის ფულიც არ იყო. ამ დროს გამოჩნდა კლუბ „ლელოში“ სოსო ტყემალაძე, რომელიც უანგაროდ […]
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან – ხუთი ლელო საფრანგეთიდან
2022 წლის დებიუტი საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის ბარაქიანი აღმოჩნდა – პირველ 9 დღეში ჯამში 5 ლელო გავიდა. წელს ტოპ 14-ში უკვე ორი ტური ჩატარდა და ლელოები დავით ნინიაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და თორნიკე ჯალაღონიამ გაიტანეს. პრო დე2-ში მხოლოდ ერთი ტური გაიმართა და თავი ზაურ თევდორაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინეს. ნინიაშვილის სადებიუტო ლელო ტოპ 14-ში 19 წლის […]
საერთაშორისო სწავლების 4-დღიანი კურსი ქუთაისში
საქართველო, როგორც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ცენტრი, ტრეინერების, ედუკატორებისა და მწვრთნელების სწავლება-განათლების 4-დღიან საერთაშორისო კურსს უმასპინძლობს. მსოფლიო რაგბის სწავლება-განათლების სუპერ-კვირას მსოფლიო რაგბის რეგიონული ტრეინინგ-მენეჯერი ევროპაში, დიდი ბრიტანელი ჩარლი ბრაუნი და ირლანდიელი მასტერ-ტრეინერი ენტონი მობიანი წარუძღვებიან. სემინარებს წაიკითხავენ საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების დირექტორი, მსოფლიო რაგბის მასტერ-ტრეინერი ახალ ზელანდიელი რამა ჩანდი და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ჭუმბურიძე. სემინარი […]
სამოტივაციო შეხვედრები 7-კაცასთან და ბორჯღალოსნებთან
7-ქალა ნაკრებთან სამოტივაციო შეხვედრის შემდეგ, რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტი ნიკა ალავიძე და მოთამაშეთა კეთილდღეობის კოორდინატორი ნონო ანდღულაძე 7-კაცა ნაკრებს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ეწვივნენ. გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 26-27 ივნისს მოსკოვში გაიმართება. სტუმრები ნაკრების წევრებს არასპორტული, კორპორატიული სამყაროდან მიღებული იმ უნარების შესახებ ესაუბრნენ, რაც მოთამაშეებს მოედანზეც გამოადგებათ. ალავიძემ მათ გააცნო ის დაგეგმილი […]
სამხრეთ აფრიკასთან მატჩის წინ ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ცვლილებაა
2 ივლისს პრეტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნების 23-კაციან განაცხადში ერთი ცვლილებაა. მცირე ტრავმა მიიღო და ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე. მის ნაცვლად მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა ილია სპანდერაშვილი, ხოლო შეცვლაზე 23 ნომრად ირაკლი ცხადაძე იქნება. საქართველო ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (6 კეპი, 20 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (12 კეპი, 55 […]
სასწავლო ცენტრის განცხადება | ლევან მაისაშვილის სემინარი
ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ოთხშაბათს, 21 დეკემბერს, კაცთა გუნდების მწვრთნელებისთვის სემინარს გამართავს. სემინარს, რომელზე დასწრებაც დიდი 10-ის, პირველი და რეგიონული ლიგის გუნდების მწვრთნელთათვის თავისუფალია „ავჭალის“ საპრესკონფერენციო დარბაზში 12 საათზე დაიწყება. სემინარის თემა: სტატისტიკის გავლენა სათამაშო ტაქტიკაზე წყარო: Rugby.ge
საფესტივალო | 15-წლამდე ჩემპიონატი ‘აკადემიამ’ მოიგო
საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის ‘აკადემია’ გახდა, რომელმაც დაძაბულ ფინალში ‘ლელო’ ერთი გარდასახვით, 14:12 დაამარცხა. საქართველოში სარაგბო ფესტივალები გაზაფხულსა და შემოდგომაზე ოთხ ასაკობრივ ჯგუფში იმართება. უმცროს საფესტივალო ასაკში 9, 11 და 13-წლამდე მორაგბეები რეგიონული პრინციპით თამაშობენ (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გუნდები ცალ-ცალკე). უფროს საფესტივალო ასაკში, რომელიც 15-წლამდე მორაგბეებს მოიცავს, ფესტივალების გარდა გაზაფხულზე 15 და […]
საფესტივალო | წიკლაურების თასი ლელომ მოიგო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზღვაზე 13-წლამდელთა ტურნირი გაიმართა, რომელიც აფხაზეთში დაღუპული ტყუპი ძმების, ნუკრი და ვასკა წიკლაურების ხსოვნას მიეძღვნა. “რაშების” ინიციტივით, ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და რაგბის კავშირის ხელშეწყობით, 6-გუნდიანი ტურნირი გაიმართა, რომელშიც “რაშები”, “ლელო”, “აკადემია”, “არმაზი”, “ყაზბეგი” და “მამონტები” მონაწილეობდნენ. გუნდებმა ჯერ ჯგუფური ეტაპი ითამაშეს და ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გავიდა, ჯგუფში ბოლო ადგილზე გასულმა […]
ინგლისისა და საფრანგეთის ძირითადი შემადგენლობის ახალგაზრდული ნაკრებები უმცროს ბორჯღალოსნებთან (20 წ,) 4 თამაშს გამართავენ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის წინ ძალიან მნიშვნელოვანია. თამაშები მაისსა და ივნისში გაიმართება, საფრანგეთთან საფრანგეთში, ინგლისთან კი – საქართველოში. იოსებ ტყემელაძე – საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: “ძირითად ახალგაზრდულ ნაკრებებთან თამაშები პირველია, რაშიც განსაკუთრებული დახმარება ინგლისის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბილ სვინიმ გაგვიწია, მადლობა მას, – […]
საფრანგეთში მყოფი ვეტერანი ბორჯღალოსნების მიმართვა და მხარდაჭერა (ვიდეო)
საფრანგეთში მყოფი ვეტერანი ბორჯღალოსნები შეიკრიბნენ და ირაკლი აბუსერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ვეტერანმა მორაგბეებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. “ჩვენ იმ თაობის მორაგბეები ვართ, რომლებმაც რაგბი საკუთარ ენთუზიაზმზე დავიწყეთ. აეროპორტშიც კი გვეძინა ხოლმე და თამაშებზე საკუთარი სახსრებითაც წავსულვართ, აბუსერიძე მაშინ იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ლიდერი, როდესაც ქართულმა რაგბიმ დიდი პროგრესი განიცადა და დიდ წარმატებას მიაღწია. […]
საქართველო – ნიდერლანდები | ბილეთები თელავის თეატრის სალაროში
ამსტერდამიდან თელავში! 26 ივნისს, ბორჯღალოსნები თელავში, “კავკასიონი არენაზე” ნიდერლანდებს დაუხვდებიან და ზაფხულის სანაკრებო სეზონს მათთან შეხვედრით გახსნიან. ესაა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი, რის შემდეგაც საქართველო მე-13-ედ ჩაიბარებს მთავარ ჯილდოს. ბილლეთები მატჩის ფიზიკური ბილეთები 8 ივნისიდან თელავის თეატრის სალაროში გაიყიდება. სალარო მუშაობს ყოველდღე 12 საათიდან 15 საათამდე (ონლაინ ბილეთები უკვე გაიყიდა). შეგახსენებთ, რომ […]